 | ავტორი: ეთუნა ჟანრი: პოეზია 17 მარტი, 2011 |
მომიდუღე პიტნის ჩაი მწვანე, ხასხასა. აქვე, ღუმელში, ტკაცუნობენ გოგრის გულები. მე აღარა ვარ ის ეთუნა, ანცი, პატარა და მენატრება შენი თბილი ხელის გულები. ჩამომიჯექი, მომიყევი ომამდელი შენი ბავშვობა, სიყმაწვილეც მომიყევი, დარდიც, გართობაც. ჩამომიჯექი, მახეტიალე შენს წარსულში უასფალტო, მტვრიანი ქუჩით. (მე კი, უკვე მერამდენედ, როცა გისმენდი, ქაფქაფა სითხეს მივაწვი ტუჩი...)
ერთხანს ჩუმად ვართ... მერე გიკითხავ ანას ლექსებს, ჩვენი თუთაც ლამისაა შეიჭრას სახლში. შენ ააკვნესებ ბაიათებს - ‘ობოლ-ქართველი’ ლამისაა გადხტეს ზღვაში. საღამოვდება - ციცინათელები ჩნდებიან ცაში...
მომიდუღე პიტნის ჩაი, ოკეანეს შეურიე, მე ტუჩს მივაწვავ... და სანამ ჩვენში ტკაცუნობენ (დასკდებიან) გოგრის გულები, მე მოვალ შენთან, რომ დაგიკოცნო ეგ დამჭკნარი ხელის გულები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. წარმატებები!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! წარმატებები!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
20. ძალიან კარგი, სიყვარული და თბილი გრძნობა თან დაჰყვება ლექს ბოლომდე! ძალიან კარგი, სიყვარული და თბილი გრძნობა თან დაჰყვება ლექს ბოლომდე!
18. თბილი განწყობა მოიტანა! :) თბილი განწყობა მოიტანა! :)
17. მადლობა დადუს და ანი მატისს! :) დადუ, რიტმი შეგნებულად გარბი-გამორბის (ბევრგან), მაგრამ, ჩემი აზრით, ლექსის მელოდიურობა შენარჩუნებულია. :) ყველას დიდი მადლობა! მადლობა დადუს და ანი მატისს! :) დადუ, რიტმი შეგნებულად გარბი-გამორბის (ბევრგან), მაგრამ, ჩემი აზრით, ლექსის მელოდიურობა შენარჩუნებულია. :) ყველას დიდი მადლობა!
16. ადგილებში რიტმი გარბის, მაგრამ თბილია მაინც :) ბებოა , სხვაგვარად არც შეიძლება იყოს ადგილებში რიტმი გარბის, მაგრამ თბილია მაინც :) ბებოა , სხვაგვარად არც შეიძლება იყოს
15. მოეწონა ანისოო;;) მოეწონა ანისოო;;)
14. ნათია პაპიძე, იურისტ, მაკაგელაშვილი, დიდი მადლობა კომენტარებისათვის. :) ნათია პაპიძე, იურისტ, მაკაგელაშვილი, დიდი მადლობა კომენტარებისათვის. :)
13. არაჩვეულებრივი ლექსია!!! :) უზომოდ მომეწონა და ჩემ დღიურში მიმაქვს :) :x =D> არაჩვეულებრივი ლექსია!!! :) უზომოდ მომეწონა და ჩემ დღიურში მიმაქვს :) :x =D>
12. ყოჩაღ! კარგი ლექსია...:) ყოჩაღ! კარგი ლექსია...:)
11. უუჰ,ეთუნა!
ძალიან სხვანაირად მოვიდა ეს ლექსი ახლა ჩემთან...... წავიკითხე ისეთ დროს თან..........რომ... :(( უუჰ,ეთუნა!
ძალიან სხვანაირად მოვიდა ეს ლექსი ახლა ჩემთან...... წავიკითხე ისეთ დროს თან..........რომ... :((
10. დიდი მადლობა ოთარს და უცნობ მოხეტიალეს! მადლობთ, რომ შემოდიხართ ამ გვერდზე... დიდი მადლობა ოთარს და უცნობ მოხეტიალეს! მადლობთ, რომ შემოდიხართ ამ გვერდზე...
9. მართლა მაგარია.. :) მართლა მაგარია.. :)
8. კარგი შვილიშვილი ყოფილხარ და მიხარია. ;) კარგი შვილიშვილი ყოფილხარ და მიხარია. ;)
7. ლელა, დიდი მადლობა! :) უსახლკარო და მგზავრი, თქვენ გაიხარეთ! :) ლელა, დიდი მადლობა! :) უსახლკარო და მგზავრი, თქვენ გაიხარეთ! :)
6. ძალიან მომეწონა! მონატრება, სევდა, მოფერება... ყველაფერია ამ კარგ ლექსში... ძალიან მომეწონა! მონატრება, სევდა, მოფერება... ყველაფერია ამ კარგ ლექსში...
5. კარგი ლექსია ძალიან...და რაც ყველაზე მეტად მომწონს, ლექსის სტილია.. :) გაიხარე!! ++ კარგი ლექსია ძალიან...და რაც ყველაზე მეტად მომწონს, ლექსის სტილია.. :) გაიხარე!! ++
4. საღოლ! სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი, გაიხარე შენა.
მოაქვს გრძნობა ამ ლექსს ძალიან ლამაზად. +10! საღოლ! სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი, გაიხარე შენა.
მოაქვს გრძნობა ამ ლექსს ძალიან ლამაზად. +10!
3. ანემონე და კატიე, დიდი მადლობა! თბილი და კეთილი სურვილებით... ანემონე და კატიე, დიდი მადლობა! თბილი და კეთილი სურვილებით...
2. მომიდუღე პიტნის ჩაი მწვანე, ხასხასა. აქვე, ღუმელში, ტკაცუნობენ გოგრის გულები. მე აღარა ვარ ის ეთუნა, ანცი, პატარა და მენატრება შენი თბილი ხელის გულები. ჩამომიჯექი,
ეს ძალიან...და როგორ მიყვარს გოგორის გულები უჰ :) მომიდუღე პიტნის ჩაი მწვანე, ხასხასა. აქვე, ღუმელში, ტკაცუნობენ გოგრის გულები. მე აღარა ვარ ის ეთუნა, ანცი, პატარა და მენატრება შენი თბილი ხელის გულები. ჩამომიჯექი,
ეს ძალიან...და როგორ მიყვარს გოგორის გულები უჰ :)
1. მომიდუღე პიტნის ჩაი, ოკეანეს შეურიე, მე ტუჩს მივაწვავ... და სანამ ჩვენში ტკაცუნობენ (დასკდებიან) გოგრის გულები, მე მოვალ შენთან, რომ დაგიკოცნო ეგ დამჭკნარი ხელის გულები...
ოკეანისგადაღმელო!!! ბევრი +++++++++++++++ ბებოს სიყვარულისთვის!!! მომიდუღე პიტნის ჩაი, ოკეანეს შეურიე, მე ტუჩს მივაწვავ... და სანამ ჩვენში ტკაცუნობენ (დასკდებიან) გოგრის გულები, მე მოვალ შენთან, რომ დაგიკოცნო ეგ დამჭკნარი ხელის გულები...
ოკეანისგადაღმელო!!! ბევრი +++++++++++++++ ბებოს სიყვარულისთვის!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|