 | ავტორი: იროდიჩი ჟანრი: პოეზია 24 თებერვალი, 2011 |
არ გვაქვს უფლება, რომ განვსაჯოთ მათი ცხოვრება, ან გავარჩიოთ წარსულიდან ქვეყნის მთავარი, მაგრამ იმას ვგრძნობ, რომ ცხოვრება გვექცა წამებად, ადამიანის სამოსელით დადის მრავალი...
გველი, რომელმაც შეაცდინა ადამის ცოლი, სამოთხის ბაღში აკრძალული ხილი აგემა, მის შთამომავალთ ცხოვრებაში გვაქვს განსაცდელი, ჯოჯოხეთური სისატიკით მოგვცა წამება.
დაუნდობლობა, ღალატი და გაუტანლობა, შური და გმობა, ორპირობა, ძმათა გაყიდვა, უფლისგან შექმნილ ადამიანს აჯობა გველმა, ალბათ ამიტომ ცის მეუფე ღმერთი განრისხდა.
ჯოჯოხეთური სისასტიკის გვერგო ცხოვრება, სამოსით დადის გადაცმული სული ეშმაკის, სათნოებას და დიდ სიყვარულს, დიდსულოვნებას დასდევს, შხამს უშვებს ქვეწარმავლის ცბიერ ნესტარით.
ბედნიერებას, სიყვარულს და სამოთხის ბაღნარს, უფლის ნაბოძებ წალკოტს ევა ვერ გაუფრთხილდა, ამიტომ გვტანჯავს წუთისოფლის ჟამთა დროება, დედამიწაზე ადამიანს მით გაუჭირდა.
ვძლიოთ ეშმაკი, ვძლიოთ გველი, ადამის მოდგმავ, მზე სხივოსანი ცის მწვერვალზე ჩვენთვის ამოდის, ვიძმოთ, ვეფეროთ, ერთმანეთის ძმური გატანით გადავაქციოთ თვით ედემად ჩვენი წალკოტი!
გაიძრეთ გველის სამოსელი, ვისაც გემოსათ, დაგმეთ ეგ შური, ღალატი და ძალმომრეობა, თუ გსურთ, უფალი არ განრისხდეს ბოროტის ხილვით, წარღვნით წალეკვის აღარ მოხდეს განმეორება.
არ გვაქვს უფლება, რომ განვსაჯოთ ევა, ადამი, ჩვენს სულში ვიყოთ თვითეულნი მუდამ მართალნი, უფალი ციდან გაგვინათებს ცხოვრებას _ დუხჭირს, დედამიწაზე არ იქნება ჩვენი სადარი! 1.10.2010 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან კარგია, მომეწონა.5 ძალიან კარგია, მომეწონა.5
9. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
7. კარგია!+555 კარგია!+555
6. ჩვენს სულში ვიყოთ თვითეულნი მუდამ მართალნი, უფალი ციდან გაგვინათებს ცხოვრებას _ დუხჭირს,
ჩვენს სულში ვიყოთ თვითეულნი მუდამ მართალნი, უფალი ციდან გაგვინათებს ცხოვრებას _ დუხჭირს,
5. ეს თემა ყველაზე აქტუალური უნდა იყოს დღეს, ადამ და ევამ შეცოდა ხალხმა კი გაამრავლა და ამრვლებს და არ ჩერდება, სად მივდივართ, ან რა გვინდა ამ ცხოვრებიდან და რას ვაკეთებთ პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენს პრორადიტელებთან, მართალი ნაწერია, ჩემი თავი დამანახა იმ რაკურსით რომელითაც მეშინია საკუთარი თავის დანახვა. მადლობა. ეს თემა ყველაზე აქტუალური უნდა იყოს დღეს, ადამ და ევამ შეცოდა ხალხმა კი გაამრავლა და ამრვლებს და არ ჩერდება, სად მივდივართ, ან რა გვინდა ამ ცხოვრებიდან და რას ვაკეთებთ პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენს პრორადიტელებთან, მართალი ნაწერია, ჩემი თავი დამანახა იმ რაკურსით რომელითაც მეშინია საკუთარი თავის დანახვა. მადლობა.
3. ბოდიში არ მნომეწონა. აქვე ავხსნი რატომაც. ადამი და ევას თემა არის ძალიან ძველი და სჭირდება რაღაც მაგარი კუთხით წაყვანა, რომ მკითხველი ჩაითრიოს. ახალი სახეების მონახვა უნდა, ამ შემთხვევაში კი მხოლოდ თხრობაა იმსი რაც ისედაც ნაცნობია ყველასათვის. ეს მხოლოდ ჩემი აზრით რა თქმა უნდა... ბოდიში არ მნომეწონა. აქვე ავხსნი რატომაც. ადამი და ევას თემა არის ძალიან ძველი და სჭირდება რაღაც მაგარი კუთხით წაყვანა, რომ მკითხველი ჩაითრიოს. ახალი სახეების მონახვა უნდა, ამ შემთხვევაში კი მხოლოდ თხრობაა იმსი რაც ისედაც ნაცნობია ყველასათვის. ეს მხოლოდ ჩემი აზრით რა თქმა უნდა...
2. სამწუხაროდ არ მომეწონა. სამწუხაროდ არ მომეწონა.
1. ჩვენს სულში ვიყოთ თვითეულნი მუდამ მართალნი, ჩვენს სულში ვიყოთ თვითეულნი მუდამ მართალნი,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|