ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 თებერვალი, 2011


ახლა მივხვდი რომ.. .

                              ეს ლექსი საიტის წევრმა ნიკით-"თემო"-მ გადააგდო..
                            " ურაკპარაკი"-დან ყოველი წასული ადამიანი მტკივა.....
                                     

ცუდი ამბავი შემემთხვა
თავს ვინუგეშებ იმითი...
რიგში მეორე ვყოფილვარ
არა ვარ ვიღაც რიგითი.
გუშინ რომ ქალზე ვფიქრობდი
მასთან ყოფნას რომ ვეცადე...
დღეს დამანარცხა მიწაზე,
უკვე ასული ზეცამდე.
ქალის ბუნება "იწროა"
გამოთქმით ვამბობთ კაცები!
მაგრამ იმავე ქალებთან
გავხდებით ხოლმე ვაცები.
ჩემს კრახს არავის ვაბრალებ
თუმცა ამის თქმა ძვირია.
ახლა მივხვდი რომ ამაყი
ვირის პატრონიც ვირია!
შეცდომებს აღარ დავუშვებ,
ხალისს არ გავცვლი ბოღმაზე.
ჯერ გადავხტები აწი და
მერე ვიფიქრებ ჰოპლაზე.
ცუდი ამბავი შემემთხვა
მაგრამ კარგია იმითი
რიგში მეორე ვყოფილვარ
არა ვარ ვიღაც რიგითი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები