ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნნა
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2011


ყველაზე მკაცრ თოვლს!

რატომ მაჩუქე ეს მწველი ღამე?შენ ხომ იცოდი,  შენ შიში ჩემი...
არ გეშინია რომ შემოგადნე და მერე დარჩე ვნებებით ხელში?
მაგრამ მე ვიცი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ დარჩე ვნებებთან მარტო
მე გადავლახავ კიდევ ერთ ფართობს და მოვალ შენთან უსაზღვროდ ფართო...
მოვალ და ხელში უსაზღვრო ვნებებს გამოგიცოცხლებ...
სულს შევუბერავ ამ დამღლელ შიშებს და ჩვენ დავრჩებით ნანატრად მარტო...
მარტო და მარტო, მაისში მარტო... მოკლე კაბები უსაზღვროდ დათოვს...
ფიფქებად მოვა ყოველი კოცნა და ჩვენ დაგვათოვს...
და სად იქნება ამ დროს სიმხდალე? ალბათ ისიც დროდადრო დათოვს...
მაგრამ ვნებები დაამარცხებენ ყოველგვარ ზამთარს, ყველაზე მკაცრ თოვლს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები