ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 თებერვალი, 2011


***(სურვილი)

გათენდი!
თავიდან დავიწყებ ყველაფრის ათვლას და
ნაბიჯებს ფორთხვიდან, ილაჯის გაწყვეტით
მიზნამდე ხელებით_საყრდენი ხავსია.
ჯერ არ წვიმს,
მზით დარი, ახლა ღვთის მადლია.
გათენდი!
სანამდე სუნი აქვს მიწას და
გახსნილი მაჯები განვლილ გზას დამღავენ.
ნამამდე ცრემლები_დრო გადათვლილია.
წილხვედრილს, ანიდან ჰაემდე ჩავყევი.
ეს ადრე. . .
ახლა კი თავიდან ვბრუნდები.
გათენდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები