... მიგაცილებ ხოლმე სახლში, დაგემშვიდობები, მივდივარ და ვგრძნობ, რომ ფანჯრიდან შენი თვალები მიცქერენ, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ფიქრიანი თვალები... მიგაცილებ და როგორც კი შენი სახლის კარი ჩემს ზურგსუკან მიიხურება, დროის ათვლა ხელახლა იწყება ჩემთვის, მთავრდება ჩვენი ერთადყოფნის კიდევ ერთი დღე და იწყება ახალი... როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, შენამდე მოსასვლელ გზას ისეთი სისწრაფით ამოვირბენ, ისე მოვიჩქარი, თითქოს დაღლა არც ყოფილიყოს... მოვალ, მკერდში ჩაგიკრავ და ყველა სიძნელე, ყველაფერი, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩემზე, საერთოდ მავიწყდება... საკმაოდ მძიმეა ტვირთი, რასაც ვეზიდები, მძიმე და მნიშვნელოვანი, მაგრამ, როცა ვიცი, რომ შენ მელოდები, შენი თბილი მზერა გზისკენაა მომართული და ჩემს გამოჩენას ელის, რა უნდა იყოს ისეთი რომ ვერ მოვერიო, რამ უნდა შემიკრას ამ დროს გზა... იმდენად ძლიერი ვხდები რომ მთას გადავაბრუნებ, ოღონდ არ დამაგვიანდეს შენთან მოსვლა. ზოგჯერ უნებურად გაწყენინებ ხოლმე, პატარა ბავშვივით გაბუტულს რომ გხედავ, გიყურებ, როგორ აგიწყლიანდება მზერა, ამ დროს არ ვიცი რა ვქნა, ვიბნევი, საკუთარ თავს ვუბრაზდები, ვცდილობ წყენა დაგავიწყო, და როცა შენს მზერაში გამოიდარებს, როცა ჩვეული სითბო ჩადგება შენს თვალებში, ამ დროს სიხარულისგან მინდა ათასი სისულელე ჩავიდინო, ყირაზე გადავიდე, ოღონდ ის წყენა გამოვისყიდო... გვერდიგვერდ როცა მივდივართ, როცა შენი პატარა ხელი მიჭირავს ხელში, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულება, მთელი სამყარო რომ ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს, არ მეშინია, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთმანეთს ვეკუთვნით მთელი არსებით, მთელი სულით და გულით... შენ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი უსიტყვოდ ესმის, ზოგჯერ სიტყვებზე მეტს შენი მზერა მეუბნება და ბევრჯერ შემინიშნავს, როცა რაღაცის თქმა გინდა, თვალებში მიცქერ, იღიმები და ჩუმდები... ამ დროს ვხვდები: თვალებმა გამცეს! ხანდახან, როცა ერთად მივდივართ, ვატყობ როგორ დაიღალე, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობ არ ჩამომრჩე, მაინც ცდილობ ფეხი ამიწყო, ვჩერდები, გულში გიხუტებ, შენ კი გიკვირს რატომ... სწორედ მაგ ჯიუტი სიყვარულის გამო. საოცარია, რამდენი რამ შეცვალა ჩვენმა ერთად ყოფნამ, რამდენ რამეზე ჩვენივე ნებით გვათქმევინა უარი ან თანხმობა... უფრო მომთმენნი, უფრო მტკიცე ხასიათისანი გავხდით, და ამ ყველაფრის თავი და თავი შენა ხარ... ზოგჯერ სიტყვები უადგილოა, ზოგჯერ კი მინდა სიტყვებში ჩავატიო ის ემოცია, ის სითბო, ის გრძნობათა ორომტრიალი, რაც გულში და სულში ბობოქრობს, მაგრამ არ გამომდის, ვერ ვახერხებ, ვმუნჯდები, და ამ დროს მინდა მხოლოდ შენ გიყურო, გისმინო, შენი გულისცემა მესმოდეს, ამ დროს სხვა აღარაფერი მაინტერესებს, ამ დროს შენა ხარ ჩემი სამყარო, შენა ხარ ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი და საზრუნავი... როცა მოძალებული ემოცია ჩაცხრება, როცა ვახერხებ სიტყვებს თავი მოვუყარო, შენ უკვე სახლში ხარ, და ისევ შენი მზერა მიმაცილებს შენგან მიმავალს... არასოდეს მქონია მსგავსი შეგრძნება, საოცარი სითბო, დადებითი მუხტი აქვს შენს მზერას, ამოვხედავ ფანჯარას, ვხედავ როგორ მიცქერ და ვხვდები, უფალმა ყველაზე დიდი საუნჯე გაიღო ჩემთვის სიკეთის სალაროდან, ყველაზე კაშკაშა, ძვირფასი თვალი მარგუნა მთელი ცხოვრება სატარებლად, საალერსოდ და საზრუნავად. ამ დროს უბედნიერესი ვარ კაცთა შორის, რადგან უფალმა განძი მარგუნა და ამ განძის მცველი მე ვარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
45. რატომღაც მომინდა კიდევ ერთხელ წამეკითხა... :)
:* რატომღაც მომინდა კიდევ ერთხელ წამეკითხა... :)
:*
44. უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ ანდრო და მარი!ძალიან მიყვარხართ უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ ანდრო და მარი!ძალიან მიყვარხართ
42. რომ ლამაზია და რომ საიამოვნოა, ეს წერილი გასაგებია, ასევე ძალიან ინტიმური წერილია, ჩემი სუბიექტური აზრით , ასეთი წერილი ქალს ბალიშის ქველოდ უნდა დაუდო
რომ ლამაზია და რომ საიამოვნოა, ეს წერილი გასაგებია, ასევე ძალიან ინტიმური წერილია, ჩემი სუბიექტური აზრით , ასეთი წერილი ქალს ბალიშის ქველოდ უნდა დაუდო
41. UTBILESI, NAGRDZNOBI, DA DA...:) UTBILESI, NAGRDZNOBI, DA DA...:)
40. ძალიან დიდი და თბილი ემოცია მოდის ამ ნაწერიდან... ღმერთმა გაგახაროს შენს ოჯახთან ერთად :) +++++++++++ ძალიან დიდი და თბილი ემოცია მოდის ამ ნაწერიდან... ღმერთმა გაგახაროს შენს ოჯახთან ერთად :) +++++++++++
39. დავუჯერებ :) უღრმესი მადლობა ქალბატონო თამარ! დავუჯერებ :) უღრმესი მადლობა ქალბატონო თამარ!
38. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, ----->>> როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, (დაუჯერე მე-კალ-მეს...) :)
უუფ, გაიხარე, ანდრია! შენი მუდმივი მკითხველი გავხდი! ყველასთან შესვლას და ყველაფრის წაკითხვას ვერ ვახერხებ-ხოლმე, მაგრამ... თუ ვინმე "აღმოვაჩინე", მერე აღარ ვეშვები-ხოლმე. ასეთი აღმოჩენა ხარ ჩემთვის! 5 როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, ----->>> როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, (დაუჯერე მე-კალ-მეს...) :)
უუფ, გაიხარე, ანდრია! შენი მუდმივი მკითხველი გავხდი! ყველასთან შესვლას და ყველაფრის წაკითხვას ვერ ვახერხებ-ხოლმე, მაგრამ... თუ ვინმე "აღმოვაჩინე", მერე აღარ ვეშვები-ხოლმე. ასეთი აღმოჩენა ხარ ჩემთვის! 5
37. უღრმესი მადლობა!!!!! უღრმესი მადლობა!!!!!
36. ძალიან კარგი ნაწერია, ბედნიერებას და დიდ სიყვარულს გისურვებთ საყვარელ ოჯახთან ერთად.. :) ძალიან კარგი ნაწერია, ბედნიერებას და დიდ სიყვარულს გისურვებთ საყვარელ ოჯახთან ერთად.. :)
35. უღრმესი მადლობა! ისე, კაციც და ქალიც ერთი მთლიანის ნაწილი იყო ერთ დროს.... რაღა გასაკვირია თუ რაღაც-რაღაცეების დანახვა თუ შეგვიძლია(უმეტესობა აღიქვამს და განიცდის კიდეც, მაგრამ ნაკლებად გამოხატავენ).
უღრმესი მადლობა! ისე, კაციც და ქალიც ერთი მთლიანის ნაწილი იყო ერთ დროს.... რაღა გასაკვირია თუ რაღაც-რაღაცეების დანახვა თუ შეგვიძლია(უმეტესობა აღიქვამს და განიცდის კიდეც, მაგრამ ნაკლებად გამოხატავენ).
34. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო- აქ "არ" ზედმეტია, ჩემი აზრით... ხანდახან, როცა ერთად მივდივართ, ვატყობ როგორ დაიღალე, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობ არ ჩამომრჩე, მაინც ცდილობ ფეხი ამიწყო, ვჩერდები, გულში გიხუტებ, შენ კი გიკვირს რატომ... სწორედ მაგ ჯიუტი სიყვარულის გამო. საოცარია, რამდენი რამ შეცვალა ჩვენმა ერთად ყოფნამ, რამდენ რამეზე ჩვენივე ნებით გვათქმევინა უარი ან თანხმობა... უფრო მომთმენნი, უფრო მტკიცე ხასიათისანი გავხდით, და ამ ყველაფრის თავი და თავი შენა ხარ...
ეს ავტორი არის მამაკაცი, რომელმაც მაფიქრებინა, რომ კაცებსაც ისე ემოციურად შეუძლიათ მოვლენების აღქმა და გადმოცემა, როგორც ქალებს! პირადად არ ვიცნობ, მაგამ, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი გარშემო ყველას სითბოთი ავსებს! ბედნიერი იყავი საყვარელ ოჯახთან ერთად... +5 როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო- აქ "არ" ზედმეტია, ჩემი აზრით... ხანდახან, როცა ერთად მივდივართ, ვატყობ როგორ დაიღალე, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობ არ ჩამომრჩე, მაინც ცდილობ ფეხი ამიწყო, ვჩერდები, გულში გიხუტებ, შენ კი გიკვირს რატომ... სწორედ მაგ ჯიუტი სიყვარულის გამო. საოცარია, რამდენი რამ შეცვალა ჩვენმა ერთად ყოფნამ, რამდენ რამეზე ჩვენივე ნებით გვათქმევინა უარი ან თანხმობა... უფრო მომთმენნი, უფრო მტკიცე ხასიათისანი გავხდით, და ამ ყველაფრის თავი და თავი შენა ხარ...
ეს ავტორი არის მამაკაცი, რომელმაც მაფიქრებინა, რომ კაცებსაც ისე ემოციურად შეუძლიათ მოვლენების აღქმა და გადმოცემა, როგორც ქალებს! პირადად არ ვიცნობ, მაგამ, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი გარშემო ყველას სითბოთი ავსებს! ბედნიერი იყავი საყვარელ ოჯახთან ერთად... +5
33. გმადლობთ! ყველა თქვენგანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის :) გმადლობთ! ყველა თქვენგანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის :)
32. კარგად წერ, ანდრია! კარგად წერ, ანდრია!
31. ბექა, სტარტერი თუ გააკეთე, 30 წამში ჩაგატევთ :D ბექა, სტარტერი თუ გააკეთე, 30 წამში ჩაგატევთ :D
30. უკაცრავად, მაგრამ გოგოსი რა შემატყვე?! უკაცრავად, მაგრამ გოგოსი რა შემატყვე?!
29. ამას ბიჭი წერს ? :-O ამას ბიჭი წერს ? :-O
28. ბექამ ბოდიში მოიხადა სხვათაშორის :-P იმსახურებს ადგილს ურაკ-ბრძოლებში... ოღონდ პლიუს-მინუს 10 წამი არა რა... 30 :) ბექამ ბოდიში მოიხადა სხვათაშორის :-P იმსახურებს ადგილს ურაკ-ბრძოლებში... ოღონდ პლიუს-მინუს 10 წამი არა რა... 30 :)
27. სალომეს მადლობა. :) სალომეს მადლობა. :)
26. აუუ, აქ რა ამბებია, ნელ-ნელა სკანდალური ავტორი ვხდები =)) =))
გადანაწილდით და პროპორციული ძალებით იჩხუბეთ... =)) აუუ, აქ რა ამბებია, ნელ-ნელა სკანდალური ავტორი ვხდები =)) =))
გადანაწილდით და პროპორციული ძალებით იჩხუბეთ... =))
25. ზოგჯერ სიტყვები უადგილოა, ზოგჯერ კი მინდა სიტყვებში ჩავატიო ის ემოცია, ის სითბო, ის გრძნობათა ორომტრიალი, რაც გულში და სულში ბობოქრობს, მაგრამ არ გამომდის, ვერ ვახერხებ, ვმუნჯდები, და ამ დროს მინდა მხოლოდ შენ გიყურო, გისმინო, შენი გულისცემა მესმოდეს, ამ დროს სხვა აღარაფერი მაინტერესებს, ამ დროს შენა ხარ ჩემი სამყარო, შენა ხარ ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი და საზრუნავი...
სულ ასეთი შეყვარებულები იყავით.. უზარმაზარ ბედნიერებას გისურვებთ მთეეეელი გულით!!! ზოგჯერ სიტყვები უადგილოა, ზოგჯერ კი მინდა სიტყვებში ჩავატიო ის ემოცია, ის სითბო, ის გრძნობათა ორომტრიალი, რაც გულში და სულში ბობოქრობს, მაგრამ არ გამომდის, ვერ ვახერხებ, ვმუნჯდები, და ამ დროს მინდა მხოლოდ შენ გიყურო, გისმინო, შენი გულისცემა მესმოდეს, ამ დროს სხვა აღარაფერი მაინტერესებს, ამ დროს შენა ხარ ჩემი სამყარო, შენა ხარ ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი და საზრუნავი...
სულ ასეთი შეყვარებულები იყავით.. უზარმაზარ ბედნიერებას გისურვებთ მთეეეელი გულით!!!
24. კი ვიცი,მარსო, PM ში მომწერე ქართული არ გეკერკებაო :D მერე უნდა დავჯდე და ვიტირო , თუ საერთოდ არ შემოვიდე? თუ უნდა გავბრაზდე და ისტერიკა მოგიწყო? :D
რა სასაცილოები არიან ეს ბჟღარტები :)
კი ვიცი,მარსო, PM ში მომწერე ქართული არ გეკერკებაო :D მერე უნდა დავჯდე და ვიტირო , თუ საერთოდ არ შემოვიდე? თუ უნდა გავბრაზდე და ისტერიკა მოგიწყო? :D
რა სასაცილოები არიან ეს ბჟღარტები :)
23. რამ გადაგრიათ :D რამდენს ნიშნავს ჩემი კომენტარი :D მაპატიეთ :) მომეწონა :) გაზაფხული რამ გადაგრია :| რა იცი მე რა მომწონს? შენი ქართული რომ არ მომწონს ეს იცი უკვე :) ყველაფერი უნდა მომეწონოს? :( არ მცემოთ რა იყო სულ აღარ შემოვალ აქ :( :(( რამ გადაგრიათ :D რამდენს ნიშნავს ჩემი კომენტარი :D მაპატიეთ :) მომეწონა :) გაზაფხული რამ გადაგრია :| რა იცი მე რა მომწონს? შენი ქართული რომ არ მომწონს ეს იცი უკვე :) ყველაფერი უნდა მომეწონოს? :( არ მცემოთ რა იყო სულ აღარ შემოვალ აქ :( :((
22. ბექა... მე გაგაფრთხილე... თუ ენას არ გააჩერებ ოცდაათი წამი მარსამდე აღარ დაგჭირდება საერთოდ!!! მოკლე გზები ვიცი, ფიზიკოსი ვარ!!! :) ბექა... მე გაგაფრთხილე... თუ ენას არ გააჩერებ ოცდაათი წამი მარსამდე აღარ დაგჭირდება საერთოდ!!! მოკლე გზები ვიცი, ფიზიკოსი ვარ!!! :)
21. მარს ისეთი რამღაცეები მოსწონს გიხაროდეს ადრესატო ეს რომ არ მოეწონა :D მარაააა...მე აქ დადუს ვეთანხმეები :) მარს ისეთი რამღაცეები მოსწონს გიხაროდეს ადრესატო ეს რომ არ მოეწონა :D მარაააა...მე აქ დადუს ვეთანხმეები :)
20. ისააა, არ ვიცი ვის რა არ მოსწონს და რატომ (ალბათ მათ რომ არ უძღვნიან იმიტომ :)) ) ისე კი ცნობისათვის, ადრესატი მე ვარ და გასკდით გულზე ზოგ-ზოგიერთები... =)) =)) =)) ისააა, არ ვიცი ვის რა არ მოსწონს და რატომ (ალბათ მათ რომ არ უძღვნიან იმიტომ :)) ) ისე კი ცნობისათვის, ადრესატი მე ვარ და გასკდით გულზე ზოგ-ზოგიერთები... =)) =)) =))
19. ზოგჯერ სიტყვები უადგილოა, ზოგჯერ კი მინდა სიტყვებში ჩავატიო ის ემოცია, ის სითბო, ის გრძნობათა ორომტრიალი, რაც გულში და სულში ბობოქრობს, მაგრამ არ გამომდის, ვერ ვახერხებ, ვმუნჯდები, და ამ დროს მინდა მხოლოდ შენ გიყურო, გისმინო, შენი გულისცემა მესმოდეს, ამ დროს სხვა აღარაფერი მაინტერესებს, ამ დროს შენა ხარ ჩემი სამყარო, შენა ხარ ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი და საზრუნავი...
ღმერთო,რა კარგია:) ზოგჯერ სიტყვები უადგილოა, ზოგჯერ კი მინდა სიტყვებში ჩავატიო ის ემოცია, ის სითბო, ის გრძნობათა ორომტრიალი, რაც გულში და სულში ბობოქრობს, მაგრამ არ გამომდის, ვერ ვახერხებ, ვმუნჯდები, და ამ დროს მინდა მხოლოდ შენ გიყურო, გისმინო, შენი გულისცემა მესმოდეს, ამ დროს სხვა აღარაფერი მაინტერესებს, ამ დროს შენა ხარ ჩემი სამყარო, შენა ხარ ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი და საზრუნავი...
ღმერთო,რა კარგია:)
18. ბეეეეეეეექ ნუ ნუ ნუ ემსგავსები აქ ზოგს : )) ბეეეეეეეექ ნუ ნუ ნუ ემსგავსები აქ ზოგს : ))
17. კარგი რა კარგით რა :) პირველი ორი წინადადება წავიკითხე, გაგრძელება ღირს? კარგი რა კარგით რა :) პირველი ორი წინადადება წავიკითხე, გაგრძელება ღირს?
16. მე..... ..... როცა ესე უყვარხარ.....
დავმუნჯდი..... მე..... ..... როცა ესე უყვარხარ.....
დავმუნჯდი.....
15. კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!!
14. არ ვიცი ჩემი ხასიათის ბრალია,თუ რისი მაგრამ არ მიყვარს ესეთი ნაწერები,სენტიმენტალური... არ ვიცი ჩემი ხასიათის ბრალია,თუ რისი მაგრამ არ მიყვარს ესეთი ნაწერები,სენტიმენტალური...
13. როცა მოძალებული ემოცია ჩაცხრება, როცა ვახერხებ სიტყვებს თავი მოვუყარო, შენ უკვე სახლში ხარ, და ისევ შენი მზერა მიმაცილებს შენგან მიმავალს... არასოდეს მქონია მსგავსი შეგრძნება, საოცარი სითბო, დადებითი მუხტი აქვს შენს მზერას, ამოვხედავ ფანჯარას, ვხედავ როგორ მიცქერ და ვხვდები, უფალმა ყველაზე დიდი საუნჯე გაიღო ჩემთვის სიკეთის სალაროდან, ყველაზე კაშკაშა, ძვირფასი თვალი მარგუნა მთელი ცხოვრება სატარებლად, საალერსოდ და საზრუნავად. ამ დროს უბედნიერესი ვარ კაცთა შორის, რადგან უფალმა განძი მარგუნა და ამ განძის მცველი მე ვარ! როცა მოძალებული ემოცია ჩაცხრება, როცა ვახერხებ სიტყვებს თავი მოვუყარო, შენ უკვე სახლში ხარ, და ისევ შენი მზერა მიმაცილებს შენგან მიმავალს... არასოდეს მქონია მსგავსი შეგრძნება, საოცარი სითბო, დადებითი მუხტი აქვს შენს მზერას, ამოვხედავ ფანჯარას, ვხედავ როგორ მიცქერ და ვხვდები, უფალმა ყველაზე დიდი საუნჯე გაიღო ჩემთვის სიკეთის სალაროდან, ყველაზე კაშკაშა, ძვირფასი თვალი მარგუნა მთელი ცხოვრება სატარებლად, საალერსოდ და საზრუნავად. ამ დროს უბედნიერესი ვარ კაცთა შორის, რადგან უფალმა განძი მარგუნა და ამ განძის მცველი მე ვარ!
12. :) სიყვარული აღგვამაღლებს :) კარგია, მამაკაცისგან ასეთი წერილი კიდევ უფრო სასიამოვნო :) ბედნიერებას გისურვებთ :) :) სიყვარული აღგვამაღლებს :) კარგია, მამაკაცისგან ასეთი წერილი კიდევ უფრო სასიამოვნო :) ბედნიერებას გისურვებთ :)
11. ბიჭებს არ ვეხუტები, დუთ, ეგეთები არ თქვა მეორედ :D ბიჭებს არ ვეხუტები, დუთ, ეგეთები არ თქვა მეორედ :D
10. ეგ საყვარლობა თუ გადამდებია,ერთი ბიჭის მისამართს მოგცემ და ჩემი ხათრით ჩაეხუტე,იქნებ გადაედოს... :)):)) ეგ საყვარლობა თუ გადამდებია,ერთი ბიჭის მისამართს მოგცემ და ჩემი ხათრით ჩაეხუტე,იქნებ გადაედოს... :)):))
9. ხოდა ეგეთი საყვარელი არსება რომ ვიყავი, მაგიტომაც მყავს სახლში 2 უსაყვარლესი არსება :) ხოდა ეგეთი საყვარელი არსება რომ ვიყავი, მაგიტომაც მყავს სახლში 2 უსაყვარლესი არსება :)
8. ხანდახან, როცა ერთად მივდივართ, ვატყობ როგორ დაიღალე, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობ არ ჩამომრჩე, მაინც ცდილობ ფეხი ამიწყო, ვჩერდები, გულში გიხუტებ, შენ კი გიკვირს რატომ... სწორედ მაგ ჯიუტი სიყვარულის გამო.
:) ხანდახან, როცა ერთად მივდივართ, ვატყობ როგორ დაიღალე, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობ არ ჩამომრჩე, მაინც ცდილობ ფეხი ამიწყო, ვჩერდები, გულში გიხუტებ, შენ კი გიკვირს რატომ... სწორედ მაგ ჯიუტი სიყვარულის გამო.
:)
7. მთელი წარსული ამომიტრიალე იცი??? :( ასე მეორედ აღარ მოიქცე.. :)
მაგარი იყო..ძალიან ძალიან.. :) მთელი წარსული ამომიტრიალე იცი??? :( ასე მეორედ აღარ მოიქცე.. :)
მაგარი იყო..ძალიან ძალიან.. :)
6. შეყვარებულ ადამიანზე უფრო საყვარელი არსება, უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია... კი! :) შეყვარებულ ადამიანზე უფრო საყვარელი არსება, უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია... კი! :)
4. მარი-უფლის საჩუქარი :) მარი-უფლის საჩუქარი :)
3. მაშინაც მიყვარდა როცა დაწერე... ახლაც მიყვარს და სულ მეყვარება, მთელი ცხოვრება...
:"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* მაშინაც მიყვარდა როცა დაწერე... ახლაც მიყვარს და სულ მეყვარება, მთელი ცხოვრება...
:"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-* :"> :x :-*
2. ვასწორებ :) შეფასებისთვის მადლობა. :) ვასწორებ :) შეფასებისთვის მადლობა. :)
1. კორექტურებია ძმა... ისე კი კარგია :) ++ კორექტურებია ძმა... ისე კი კარგია :) ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|