ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სეხნო
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2011


ნუ მათამამებ

ყოველი გრადუს-ალკოჰოლების,
წვეთებ-ყლუპებად შეთვისებული,
მე კვლავ მომიტანს სულის სიმხნევეს,
დამესევიან ისევ სიტყვები.
ტრამალის მგლებად სულები ცაში,
ციურ საკნებში მოემწყვდევიან,
და არ იკითხავს არავინ დაბლა,
ცაში სულები რად ბერდებიან.
მე უასაკოდ, უხმალ-ქარქაშოდ,
გამოგიცხადებ ომს მეწამულად,
შენთვის ყოველი მზის ჩასვენება,
იქნება შენი გარდაცვალება.
განა მე შენ გკლავ?გისწრაფებ წუთებს?
განა მე მინდა, რომ შენ არ იყო?
უბრალოდ მინდა შენი საკლავით,
ქვეყნიერება გამოვაღვიძო.
სძინავთ მღვიძარეთ, დარაჯებს სძინავთ,
ყოველი წუთის სუნთქვა მათრთოლებს,
თეთრ იალქანში, სხივების ზღვაში,
დილას მაღვიძებ და მათამამებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები