ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2008


ის დგას და დუმს

ის დგას და დუმს...
ჩუმად გაჰყურებს ვერცხლისფერ სივრცეს...
ხშირად იხსენებს,ხშირად იხსენებს,
წარსულ დროების ვნებებს და სიზმრებს...

არც დარდი აქვს და არც სიხარული,
არც სიმშვიდე და არც სითბო გულის,
სიცარიელე დამკვიდრებულა,მის არსებაში
და მთელ სხეულში...

საიდან მოხვდა? რა ადგილია?
თვის თავს ვერ ხედავს,შორს ტირილია,
ცივ ქვაზე,რომელსაც პირდაპირ უცქერს,
მისი სახელი ვრცლად აწერია...

ნუთუ ეს არის,რომ ასწავლიდნენ,
რომ აჯერებდნენ “ჭეშმარიტებას”?!
სწორედაც იმათ,იმათ დაღუპეს,
აქ მოახვედრეს მათნაირებმა...

ის დგას და დუმს...მზერას აღაპყრობს
და პასუხს ელის
და მოლოდინში თვალთ უბნელდება,
არავითარი პასუხი ზევით...

ის დგას და დუმს..ასე იდგება
დროის ტრიალი არსებობს სანამ,
იდგება ჩუმად ამ დიდ ხმაურში,
სანამ ხმაური გახდება თავად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები