ერთხელ შეგცოდე მეუფეო, მე, ცეცხლის სულმა, და შენ სასჯელი რად დამადე ესოდენ მკაცრი, ჩემი დაღუპვა საბოლოოდ ვიცი არ გსურდა, თუმცა ვაცდუნე მე ედემში ქალიც და კაციც.
ქალიო?! - ღმერთო სამართალი არის კი სადმე, ქალს სასურველად, მე კი ხალხი მსახავს მაცდურად, მწარე ფიალას ან დაცლამდე რად უნდა ვსვამდე, ეს მე კი არა, იქ, ედემში, ქალმა მაცდუნა.
ჰოი უფალო, რა ვიცოდი თუ ამ არსებას, ამხელა ძალას და ამდენ ხიბლს მიანიჭებდი, ეს იყო ჩემი მოთმინების ცამდე ავსება, სანამ შექმნიდი, მე ამაყად დავაბიჯებდი.
ჰოი მაცდური, ან როდემდე უნდა გითმინო, ჩემს საუფლოში ან ვინ შეძლოს შენი ატანა, თვით გონებაშიც როგორ უნდა წარმოვიდგინო, შენ ქალი გერქვას, და მე ვოლანდს მერქვას სატანა?!
არა ხარ მაინც ჩემზე კაი ბედში ლამაზო, დაგსაჯა ღმერთმა, შეგახსენებ და არ მიწყინო, თუ მე ამდენ ხანს განდევნილის მწარე ხვედრს ვითმენ, მთელი ცხოვრება მამაკაცი უნდა ითმინო!
თავად ცეცხლი ვარ, შენმა მზერამ მაქცია ნაცრად, დამცირებულმა უნდა ვზიდო დარდი ლოდებად, არსთაგამრიგემ ნეტა რად არ შემქმნა მე კაცად, შენს სიახლოვეს არ ცათვლიდნენ მაშინ ცოდებად.
მაგრამ სხვაგვარად დააწესა ცათა მეუფემ, დიდება მისი აწეულა ცათა ხომლამდე, ვინაა კაცი, ალბათ უფრო მალე გაიგებ, და ვერასოდეს - თუ ვინაა თავად ვოლანდი.
მე ვარ ვოლანდი, ცეცხლის სული, ამპარტავანი, ბევრი მოკვდავი შეეწირა ჩემს ცბიერ სიცილს, ვიცი მანძილი ქვესკნელის და ზეცის თავანის, მაგრამ ვაი რომ არაფერი ქალის არ ვიცი!
მე ვარ ვოლანდი - ზეცის ხომლი და პრინცი ცეცხლის, და ახლაც ვნანობ, რომ ევასთან ბალღივით შევცდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ქალიო?! - ღმერთო სამართალი არის კი სადმე, ქალს სასურველად, მე კი ხალხი მსახავს მაცდურად, მწარე ფიალას ან დაცლამდე რად უნდა ვსვამდე, ეს მე კი არა, იქ, ედემში, ქალმა მაცდუნა.
მე ვარ ვოლანდი - ზეცის ხომლი და პრინცი ცეცხლის, და ახლაც ვნანობ, რომ ევასთან ბალღივით შევცდი...
ბრავო... 5 ქალიო?! - ღმერთო სამართალი არის კი სადმე, ქალს სასურველად, მე კი ხალხი მსახავს მაცდურად, მწარე ფიალას ან დაცლამდე რად უნდა ვსვამდე, ეს მე კი არა, იქ, ედემში, ქალმა მაცდუნა.
მე ვარ ვოლანდი - ზეცის ხომლი და პრინცი ცეცხლის, და ახლაც ვნანობ, რომ ევასთან ბალღივით შევცდი...
ბრავო... 5
23. კარგია მომწონს++++++++++ კარგია მომწონს++++++++++
22. მე მომეწონა მე მომეწონა
21. გმადლობთ :) ჯანსაღი პოლემიკა მიყვარს :) გმადლობთ :) ჯანსაღი პოლემიკა მიყვარს :)
20.
ლექსი უდავოდ კარგია..........+5
ლექსი უდავოდ კარგია..........+5
19. დიდება ბულგაკოვს!
არა! დიდება ბულგაკოვს!
არა!
18. თუ მე ამდენ ხანს განდევნილის მწარე ხვედრს ვითმენ, მთელი ცხოვრება მამაკაცი უნდა ითმინო!
:) :)
ვინ ვის ითმენს და იტანს , ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ;)
+++++++ თუ მე ამდენ ხანს განდევნილის მწარე ხვედრს ვითმენ, მთელი ცხოვრება მამაკაცი უნდა ითმინო!
:) :)
ვინ ვის ითმენს და იტანს , ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ;)
+++++++
17. და ახლაც ვნანობ, რომ ევასთან ბალღივით შევცდი... და ახლაც ვნანობ, რომ ევასთან ბალღივით შევცდი...
16. ლებანიძისაა თუ არ ვცდები ეგ სტროფი :)
ლებანიძისაა თუ არ ვცდები ეგ სტროფი :)
15. ქალიო?! - ღმერთო სამართალი არის კი სადმე, ქალს სასურველად, მე კი ხალხი მსახავს მაცდურად, მწარე ფიალას ან დაცლამდე რად უნდა ვსვამდე, ეს მე კი არა, იქ, ედემში, ქალმა მაცდუნა.
ევამ დაღუპა ეს სამყარო!
ამ შენმა ლექსმა ერთი სტროფი გამახსენა ანდრია, ქალზე:
''შენ არ ხარ ევა, მაგრამ ხარ ქალი, ჩემს თვალში ესეც დიდი ნაკლია. გაჩენის დღიდან გაქვს ჩემი ვალი, მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია''.
:))))))))))))) ქალიო?! - ღმერთო სამართალი არის კი სადმე, ქალს სასურველად, მე კი ხალხი მსახავს მაცდურად, მწარე ფიალას ან დაცლამდე რად უნდა ვსვამდე, ეს მე კი არა, იქ, ედემში, ქალმა მაცდუნა.
ევამ დაღუპა ეს სამყარო!
ამ შენმა ლექსმა ერთი სტროფი გამახსენა ანდრია, ქალზე:
``შენ არ ხარ ევა, მაგრამ ხარ ქალი, ჩემს თვალში ესეც დიდი ნაკლია. გაჩენის დღიდან გაქვს ჩემი ვალი, მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია``.
:)))))))))))))
14. :) აქაც მადლობა! :) :) აქაც მადლობა! :)
13. ქალიო?! - ღმერთო სამართალი არის კი სადმე, ქალს სასურველად, მე კი ხალხი მსახავს მაცდურად, მწარე ფიალას ან დაცლამდე რად უნდა ვსვამდე, ეს მე კი არა, იქ, ედემში, ქალმა მაცდუნა.
არა ხარ მაინც ჩემზე კაი ბედში ლამაზო, დაგსაჯა ღმერთმა, შეგახსენებ და არ მიწყინო, თუ მე ამდენ ხანს განდევნილის მწარე ხვედრს ვითმენ, მთელი ცხოვრება მამაკაცი უნდა ითმინო!
:))))) მართლა მომეწონა ლექსი! და მერე რა, რომ ვოლანდის სახელით წერ? საოცრად შეკრული, შინაარსიანი ლექსია, ლამაზი რიტმითა და რითმებით... გაიხარე, ანდრია თორელო! 5 ქალიო?! - ღმერთო სამართალი არის კი სადმე, ქალს სასურველად, მე კი ხალხი მსახავს მაცდურად, მწარე ფიალას ან დაცლამდე რად უნდა ვსვამდე, ეს მე კი არა, იქ, ედემში, ქალმა მაცდუნა.
არა ხარ მაინც ჩემზე კაი ბედში ლამაზო, დაგსაჯა ღმერთმა, შეგახსენებ და არ მიწყინო, თუ მე ამდენ ხანს განდევნილის მწარე ხვედრს ვითმენ, მთელი ცხოვრება მამაკაცი უნდა ითმინო!
:))))) მართლა მომეწონა ლექსი! და მერე რა, რომ ვოლანდის სახელით წერ? საოცრად შეკრული, შინაარსიანი ლექსია, ლამაზი რიტმითა და რითმებით... გაიხარე, ანდრია თორელო! 5
12. თეჯის მოეწონა;;) ;;) თეჯის მოეწონა;;) ;;)
10. აპათიას რომ არ მოსწონს, ეს უკვე დიდი წარმატებაა =))
ცოტა სახიფათო პოზიციიდან კი "დაუნახავს" ქალის არსება ავტორს :) თუმცა, ასეთი ექსპერიმენტები შეიძლება პოეტებს ეპატიოთ :) აპათიას რომ არ მოსწონს, ეს უკვე დიდი წარმატებაა =))
ცოტა სახიფათო პოზიციიდან კი "დაუნახავს" ქალის არსება ავტორს :) თუმცა, ასეთი ექსპერიმენტები შეიძლება პოეტებს ეპატიოთ :)
8. რავიცი მე რამდენიმე მომენტი მომეწონა და.... რავიცი მე რამდენიმე მომენტი მომეწონა და....
6. ჰოი უფალო, რა ვიცოდი თუ ამ არსებას, ამხელა ძალას და ამდენ ხიბლს მიანიჭებდი, ეს იყო ჩემი მოთმინების ცამდე ავსება, სანამ შექმნიდი, მე ამაყად დავაბიჯებდი.
მადლობა შენ ამ სიტყვებისსთვის დაა
არა ხარ მაინც ჩემზე კაი ბედში ლამაზო, დაგსაჯა ღმერთმა, შეგახსენებ და არ მიწყინო, თუ მე ამდენ ხანს განდევნილის მწარე ხვედრს ვითმენ, მთელი ცხოვრება მამაკაცი უნდა ითმინო!
აქ რა მკაცრი ხარ? : ))
++++ შენ ჰოი უფალო, რა ვიცოდი თუ ამ არსებას, ამხელა ძალას და ამდენ ხიბლს მიანიჭებდი, ეს იყო ჩემი მოთმინების ცამდე ავსება, სანამ შექმნიდი, მე ამაყად დავაბიჯებდი.
მადლობა შენ ამ სიტყვებისსთვის დაა
არა ხარ მაინც ჩემზე კაი ბედში ლამაზო, დაგსაჯა ღმერთმა, შეგახსენებ და არ მიწყინო, თუ მე ამდენ ხანს განდევნილის მწარე ხვედრს ვითმენ, მთელი ცხოვრება მამაკაცი უნდა ითმინო!
აქ რა მკაცრი ხარ? : ))
++++ შენ
5. მადლობა აპათია, სწორედ შენი განსხვავებული გემოვნების გამო :) ყველას დიდი მადლობა :) მადლობა აპათია, სწორედ შენი განსხვავებული გემოვნების გამო :) ყველას დიდი მადლობა :)
3. ალბათ ასეთი ლექსებიც მოსწონთ. ყოველ შემთხვევაში აქ ნამდვილად. ალბათ ასეთი ლექსებიც მოსწონთ. ყოველ შემთხვევაში აქ ნამდვილად.
2. ვიცი მანძილი ქვესკნელის და ზეცის თავანის, მაგრამ ვაი რომ არაფერი ქალის არ ვიცი! ვიცი მანძილი ქვესკნელის და ზეცის თავანის, მაგრამ ვაი რომ არაფერი ქალის არ ვიცი!
1. მე ვარ ვოლანდი - ზეცის ხომლი და პრინცი ცეცხლის, და ახლაც ვნანობ, რომ ევასთან ბალღივით შევცდი.. დედაააა...ახლა ქალებს დაგვაბრალეთ ეშმაკის შეცდენაც.. უი,უი,უი,.,, :)) :)) :)) ნუ რა ვართ მაინც ქალებიი.. =)) მე ვარ ვოლანდი - ზეცის ხომლი და პრინცი ცეცხლის, და ახლაც ვნანობ, რომ ევასთან ბალღივით შევცდი.. დედაააა...ახლა ქალებს დაგვაბრალეთ ეშმაკის შეცდენაც.. უი,უი,უი,.,, :)) :)) :)) ნუ რა ვართ მაინც ქალებიი.. =))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|