| ავტორი: MOW ჟანრი: პროზა 19 სექტემბერი, 2008 |
კიბეზე როცა ავდიოდი, შემხვდა კაცი, რომელიც იქ არ იყო...მან ხელი გამომიწოდა... გაიელვა...სადღაც ალბათ მეხი ჩამოვარდა.პატარა ბაღი სულ გაპარტახებულია...შუაგულში მდგარ სახლში,რომელსაც გამეტებით აწვიმს, მხოლოდ ერთი ნავთის ლამპარი ანთია...მაგიდასთან მჯდომს,ჭაღარა თავი ჩაურგავს თეთრ, გრძელ თითებში და საათის წიკწიკს უსმენს...დიდი ხანია უსმენს? ...ან იქნებ სულ ასე იჯდა და უსმენდა? იქნებ სულ ასე წვიმდა და ასე წიკწიკებდა კედლის საათი? კი სულ ასე იყო...ჯერ იყო სიცარიელე და მერე უცბათ შეიქმნა ეს ყველაფერი...ჭაღარა თავში აზრები ჩნდება...ნელ-ნელა იწყებს მიხვედრას...ხვდება,რომ ახლა დაიბადა...მაგრამ ვერ ხვდება ჯერ ვინ არის და რატომ არის...აქ რა უნდა? რა ადგილია... დგება...ფანჯარასთან მიდის და გარეთ იხედება სადაც გაპარტახებული ბაღია...ბაღის იქით კი დიდი დაუსრულებელი მინდორი,რომელსაც ქარი არწევს და წვიმა ასველებს...ჩერდება...ყველაფერი ჩერდება. მინდორი ქრება...ბაღიც...წვიმაც...საათიც...სახლის კედლებიც...რჩება ის,გრძელთითება,ჭაღარა მოხუცი...რჩება და ხვდება რომ სულ ეს იყო მისი არსებობა...ხვდება რომ ის არის ერთ-ერთი გაელვება,რომელიც ხდება ადამიანის გონებაში,რისამე დაწერის წინ...ამ შემთხვევაში,ავტორს როგორც ჩანს სხვა გეგმები აქვს და ზემოთ ნახსენები სურათი არ აწყობს...ამ ყველაფერს ხვდება....ხვდება იმასაც,რომ ბოლომდე ავტორის გონების ნაყოფიც აღარ არის,რადგან ამდენს ხვდება...ხვდება და ეღიმება...შემდეგ კი ისიც ქრება და ინთქება იქ,საიდანაც გაჩნდა...მაგრამ ღიმილი კი...ღიმილი დღემდე დარჩენილია...
კიბეზე როცა ავდიოდი, შემხვდა კაცი, რომელიც იქ არ იყო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. 44444444 ლალი- ნინის ვეთანხმები 44444444 ლალი- ნინის ვეთანხმები
4. ლალი, კარგი გავითვალისწინებ :) ლალი, კარგი გავითვალისწინებ :)
3. კიბეზე როცა ავდიოდი, შემხვდა კაცი, რომელიც იქ არ იყო...
აი ეს დატოვე და..დანარჩენს ''პრიკოლად''ჩაგითვლი. აი ეს ფრაზა ძალიან.ამაზე კარგ რაღაცას ააგებს კაცი. იქნებ იუმორით არ შეხედო და მართლა გააკეთო?
კიბეზე როცა ავდიოდი, შემხვდა კაცი, რომელიც იქ არ იყო...
აი ეს დატოვე და..დანარჩენს ``პრიკოლად``ჩაგითვლი. აი ეს ფრაზა ძალიან.ამაზე კარგ რაღაცას ააგებს კაცი. იქნებ იუმორით არ შეხედო და მართლა გააკეთო?
2. რატომ უაზრობა? :) მე 5-ს გიწერ ;) რატომ უაზრობა? :) მე 5-ს გიწერ ;)
1. აი ერთი უაზრობა კიდევ :) აი ერთი უაზრობა კიდევ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|