ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომსაძენინო
ჟანრი: პროზა
5 მარტი, 2011


გავგაზაფხულდი

                                                                  ''უბრალო მგზავრი ვარ, არ ვგავარ სხვას,
                                                                            თვითონაც არ ვიცი რას ვფიქრობ რას''

    გაორმარტდა. ქუჩაშიც იგრძნობა, ჰაერშიც.  წვიმს და გარეთ გასვლის მიზეზს ვეძებ. ვიპოვე, ფეხსაცმელებია ხელოსანთან  მისატანი...
    ცოტა ხალხია ქუჩაში, ზოგი ქუდის  ზოგიც ქოლგის ქვეშ შეფარებია წვიმას, მე ცას შევეფარე და დახეულია წყალს ვერ აკავებს, გაღიმებული ვსველდები. ამინდის საპირისპირო განწყობით დავდივარ და ხალხს ვუცინი, ასე მგონია გაზაფხული კი არ მოვიდა მე მოვდივარ გაზაფხულად... აჰაა ეს რაღაც ახალია. მეცინება, ეხლა სახელი რომ მკითხოს ვინმემ და ვუთხრა: გაზაფხული მქვია ... ისევ მეცინება და გაჩერებულ მანქანაში გაოცებული სახე დავაფიქსირე, ცოტა შემრცხვა, მერე სწრაფად მომავალი საქმიანი დავარცხნილი ბიჭი დავლანდე. მოუწესრიგებელი ვარ, ჯობია ყურადღება არ მივიქციო, სახიდან ღიმილი ავკრიფე და თავდახრილმა შევინახე, ისევ ავგაზაფხულდი, რა მემართება? ცხოვრებას ხომ არ ვამთავრებ? გამეცინა და თან საკუთარი ფიქრის შემეშინდა, მერე ამ შიშის გამო გამეცინა და სახელოსნოსაც მივადექი აბრა აუღიათ, კარი შევაღე და, ნაცნობი ხელოსნის სახეც გაუტანიათ თავისი დაზგითურთ,  გადავიდნენო, უცხო კაცმა მაცნობა. გამეცინა, ჩემი დის საფირმო კივილი გამახსენდა : გასულია გასულიიიიიიიი,  მთელი სახით გულწრფელად გავიღიმე და გამოვბრუნდი, თავი გავაქნიე,საყურეები შევამოწმე, ხშირად ვკარგავ. მეშხაპუნება და გუბეში რგოლები მიხარია, ეხლა მანქანამაც რომ გამწუწოს არ გავბრაზდე... დამესრულებინა მაინც ოხ, შენი დებილი მძღოლის... და მხიარულება  მომერღვა, თავი მოვაბრუნე და მაღაზიის შუშაში ჩემი სახე დავინახე... რას ვგავარ, აბა სასწრაფოდ გამოცოცხლდი, თვალები ფართოდ გაახილე, ღიმილი მიიმაგრე, მშვენიერია.. ეხლა წადი, მოვტრიალდი და ისეთ გაოცებულ და გაბეცებულ მამალ პენსიონერს შევასკდი  სიცილი ამივარდა, ბოდიშიც ვერ მოვუხადე, საწყალმა ნაბიჯს აუჩქარა, გიჟი ვეგონე?  მეგაზაფხულება და რა ვქნა? მერე რა რომ ისევ  ცივა? ხომ გაორმარტდა მაინც.  მაგარი რამეა ცხოვრება... ცხოვრება საუკეთესო საქმეა ამიტომაცაა ყველა რომ ცხოვრობს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს