წვიმის ღვართქაფი გადაესხა მთელ დედამიწას, სარკმელთან მისი წვიმის წვეთი მძაფრად რაკუნობს, გრიგალი, წარღვნად წამოსული, ხეებსა გლეჯავს, სულ პაწაწინა წყლის ნაჟურიც უკვე მატულობს.
შავმა ღრუბელმა ცის სილურჯე სულ გადაფარა, ზღვათა შხეფების ამბოხება ცის მწვერვალს სწვდება, გრგვინვა, ქუხილი, გაელვება სამყაროს არყევს, მარტოობაში ჩაფლულს შენი სახელი მცდება. 25.9.2008 წ.