ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუშისთვალება
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2011


პაემანი

თეთრ ტკივილებს ვაგროვებდი მუჭში
ცეკვის სურვილს დააქროლებს ქარი,
სიცივეში გაყინული სული
ყავის ჭიქით მიირთმევდა ჩაის.

კარის ხმაზე აღიღინდა ტანგო
და სხეულში ჟრუანტელი დუმდა
ფიქრებისგან გაცრეცილი სული
იქნებ სულაც არაფერზე წუხდა.

მომაკვდავი ფანტელები სულში
უყოყმანოდ დაიდებდნენ ბინას,
მაგრამ ისევ დათოვლილი გული
ცხელ ჭიქაში ინახავდა სუნთქვას.

ჩრდილში ჩნდება ვარდისფერი ბაგე
ჩუმი როგორც სიგარეტის კვამლი
საყურეზე დაკიდული მთვარე
საფერფლეში ჩანისლული დარდი.

მკერდზე თითქოს დედამიწა უწევს
და სამოთხეს მის თვალებში ვხედავ
მაგრამ სურვილს არ მოუკლავს თავი
და ვარდებმაც დამიჩოქეს ვხედავ.

ტუჩის კუთხეს ეპარება ვნება
ყელის ძირში ძარღვებიც კი უკრთის
ფეხის წვერზე გადაკოცნა კაცი
და სუსტ მხრებზე დაიხედა კრძალვით.

ილუზია ნოსტალგიას ერთვის
და კაფეში პაემანი შედგა
ალბათ დროში გაიჭედა სივრცე,
ალბათ სადღაც სიყვარული კვდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები