ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნნა
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2011


რეკვიემი

ალბათ ტკივილი ისე ტკბილია,
ალბათ ის ისე ტკბილად მტკენს სხეულს
რომ მივისწრაფვი ამ ტკივილისკენ
რომ კიდევ ერთხელ ჩავიტკბო გემო...
ამდენი ტკივილგამოწრთობილი
მე უკვე მასში სააამოს ვგემობ...
„ეს აბსურდია!“ იტყვიან სხვები,
მაგრამ მე ისევ მივმართავ ზეროლს...
როლიდან როლზე გადანაცვლებით
მე ვითამაშებ ვნებიან ქალწულს...
ნუთუ როლია ახლა ეს ფაქტი
რომ მე წელს ზევით შიშველი ვდგავარ?!
მაგრამ ო, არა! მე შენ არ გელი...
მე ისევ ველი სუსხიან ზამთარს...
სწორედ იმიტომ რომ შიშველ სხეულს
კვლავ დაუბეროს შიშველმა ქარმა
და კიდევ ერთხელ შევისისხლხორცო
რომ შენ არ მმართავ...
რომ შენს თბილ ხელებს არ ძალუძს იყვნენ
ბედნიერების კორიფეები...
რომ შენ არ გძალუძს...
რომ შენ არ გძალუძს
უბრალოდ ვიყოთ ბედნიერები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები