ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2008


დღეს სავსე მთვარეობაა

დღეს სავსე მთვარეობაა...ის ყვირის და ტრიალებს..კივის და წივის...მთვარის შუქზე ყრის ,მზისფერ ნაპერწკლებს...გაშლილ მინდორზე... ტრიალ მინდორზე...და სიხარულით მავსებს...და სიხარული მიპყრობს...არ ვფიქრობ აღარაფერზე...მხოლოდ მთვარეზე ვფიქრობ...სავსე მთვარეზე ვფიქრობ...მიახლოვდება...მიყურებს და გაშლილ ხელით მიღებს...ვებმები მე მის ფერხულში...ვივიწყებ ფერმკთალ სიზმრებს...მისი თვალები დიდ მზეს მპირდება...მთვარის შუქია უკან...მზეს მთვარე აბნელებს,მთვარეს კი მხოლოდ,მზის დაბნელება უნდა...ჩვენ რომ ვიცეკვოთ ისევ ფერხული და ჩვენი მზე რომ ამოვიყვანოთ და მთვარის შუქი მზედ რომ ვაქციოთ...შენ კი ყვავილად გადაგაქციოთ...და აგიტაცოთ ხელში...სუყველაფერი შემოგატაროთ,როგორც მთვარეში,მზეში...
უფსკრულის პირას ვდგევარ, ვუყურებ, როგორ ვრცელდება ღამე...როცა დაგკარგე არვინ მინოდა...აღარც მზე,აღარც მთვარე...მე მას შევპირდი მთვარის შუქზე,რომ თუ მომიყვანდა შენს თავს,სულ აღარაფერს დავიშურებდი,რომ ვყოფილიყავით ერთად...მთელი ქვეყანა იმ დღეს შემჯავრდა...შემჯავრდა მზეც და მთვარეც...შენზე ვფიქრობდი,ლოცვას ვამბობდი,ვამბობდი დღეც და ღამეც...
დღეს სავსე მთვარეობაა...წივის,ფერხულში ცეკვავს,ამ ღამ,მთელი ღამ ერთად ვიცეკვებთ...მე და შენ,ქარი,ელვა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები