ერთი დღე იყო სიკვდილამდე, სასაფლაოს რომ ჩავუარე. საღამოს ცა სულს ღაფავდა დაისრული, კვიპაროსებით. წვეთავდა ნისლი. ვფიქრობდი ჩემთვის: რომელ საფლავს ანათებს მთვარე – პურის ნატეხი ჩემი უფლის გამოწვდილ პეშვში და რომელ საფლავს ანათებს მთვარე – ოცდაათი მონეტა ვერცხლის.
ვფიქრობდი ასე, მწუხარე მგზავრი: მათარაში ღვინო მისხია, ჩამოვჯდები ერთ–ერთ საფლავზე, მღვრიე ხავსის ქვეშ თითებით ვიგრძნობ ეპიტაფიას: ვინ არის იგი, ვინ უყვარდა, რაზე ფიქრობდა… ვინ არის იგი, ვინც დაღლილმა და შემცივნულმა სხეულზე მიწა მიიყარა და მიიძინა… შენდობას ვეტყვი.
ვფიქრობდი ჩემთვის: უცნაურია. ჩემგან მარჯვნივ – შემოდგომაა, ჩემგან მარცხნივ – გაზაფხული, პირდაპირ წავალ – ზამთარია, უკან – ზაფხული და ყველგან, ყველგან, ოთხივ კუთხით, რიალებენ გარდაცვლილები, ღმერთმა რომ სული შეუბერა, მოკიაფე ბაბუაწვერად გადააქცია. ისინი სდუმნან. მათი დუმილიც, ოქროსავით კიაფობს ახლა.
ერთი დღე იყო სიკვდილამდე, სასაფლაოს რომ ჩავუარე. ვფიქრობდი ჩემთვის, რაც აქამდე არ მიფიქრია: ვცხოვრობდი ლხენით, მოტირალებთან ვხარობდი და მოხარულებთან, ბოღმისაგან მდიოდა ცრემლი. ხეებსაც ვრგავდი, ვუვლიდი, ვრწყავდი და მეგონა, მე ვიყავი მქმნელი ყველაფრის, ვერ კი ვხვდებოდი, ჩემს დარგულ ხეებს ღმერთი ზრდიდა, ის ახარებდა. მწვანე ფოთლებსაც ის უქცევდა თოთო ბარტყებად, აფრთიანებდა და ცად უშვებდა.
სასაფლაოსთან ჩავიარე. საფლავის ქვებს მივათრევდი, ვფიქრობდი ასე: რომ საფლავები მიწაზე არა, ცოდვებისაგან გამრუდებულ ჩემს ხერხემალზე ამოზრდილი მძიმე კუზია. უნდა ვათრიო, ახია ჩემზე! ეს მე ვარ მკვდარი! თუმცა დავდივარ… მე არ ვიყავი? არავისთვის არასდროს მითქვამს: ძმებო, ვატაროთ ერთიმეორის მძიმე ტვირთი, შევეშველოთ ერთიმეორეს.
ვფიქრობდი ჩემთვის: ჩემი სხეული ისე არის შეჭირხლული უკეთური ზრახვით და საქმით, წლებით, რომლებიც სავსე იყო რისხვით და შუღლით, გამყიფებულს რომც შეეხოს უფალის ხელი, ჩამოიმსხვრევა და მიწასაც ვერ შეერევა, ხელმეორედ რომ აღმოცენდეს, მწვანე ბალახში იპოვოს შვება… ვერ იქცევა იმად, რაც იყო.
ერთი დღე იყო სიკვდილამდე, სასაფლაოს რომ ჩავუარე. საღამოს ცა სულს ღაფავდა დაისრული, კვიპაროსებით. წვეთავდა ნისლი. ვფიქრობდი ჩემთვის: მათარაში ღვინო მისხია, მოვძებნი საფლავს, ჩამოვჯდები, მღვრიე ხავსის ქვეშ ხელის თითებით წავიკითხავ ეპიტაფიას, უნდა ვთხოვო მას, ვისაც სძინავს და ჩემზე მეტად არის ცოცხალი, მომიტევოს, შენდობა მითხრას, რომ ჩემი სული, ფიჭვის კვარივით აციმციმდეს და უკუნეთი გამინათოს უფლის კალთისკენ.
ერთი დღე იყო სიკვდილამდე, ვფიქრობდი ასე, მწუხარე მგზავრი…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ეს შენ ხარ და შენი სამყარო, შენი აზრები. საინტერესოდ განსხვავებული. . . :-*
ეს შენ ხარ და შენი სამყარო, შენი აზრები. საინტერესოდ განსხვავებული. . . :-*
24. სევდა მომერია! სევდა მომერია!
23. თამრი, ჭაო, მიყვარხართ:) მადლობა:) ზაზა, მადლობა:) თამრი, ჭაო, მიყვარხართ:) მადლობა:) ზაზა, მადლობა:)
22. რომ ჩემი სული, ფიჭვის კვარივით აციმციმდეს და უკუნეთი გამინათოს უფლის კალთისკენ.
+ + რომ ჩემი სული, ფიჭვის კვარივით აციმციმდეს და უკუნეთი გამინათოს უფლის კალთისკენ.
+ +
21. ცოდვებისაგან გამრუდებულ ჩემს ხერხემალზე ამოზრდილი მძიმე კუზია. უნდა ვათრიო, ახია ჩემზე! ეს მე ვარ მკვდარი! თუმცა დავდივარ…
უნდა ვთხოვო მას, ვისაც სძინავს და ჩემზე მეტად არის ცოცხალი, მომიტევოს, შენდობა მითხრას, რომ ჩემი სული, ფიჭვის კვარივით აციმციმდეს და უკუნეთი გამინათოს უფლის კალთისკენ. არ ვიცი რა ვთქვა...ძალიან ...ძალიან მომწონს...5555555 ცოდვებისაგან გამრუდებულ ჩემს ხერხემალზე ამოზრდილი მძიმე კუზია. უნდა ვათრიო, ახია ჩემზე! ეს მე ვარ მკვდარი! თუმცა დავდივარ…
უნდა ვთხოვო მას, ვისაც სძინავს და ჩემზე მეტად არის ცოცხალი, მომიტევოს, შენდობა მითხრას, რომ ჩემი სული, ფიჭვის კვარივით აციმციმდეს და უკუნეთი გამინათოს უფლის კალთისკენ. არ ვიცი რა ვთქვა...ძალიან ...ძალიან მომწონს...5555555
20. ვფიქრობდი ჩემთვის: უცნაურია. ჩემგან მარჯვნივ – შემოდგომაა, ჩემგან მარცხნივ – გაზაფხული, პირდაპირ წავალ – ზამთარია, უკან – ზაფხული და ყველგან, ყველგან, ოთხივ კუთხით, რიალებენ გარდაცვლილები, ღმერთმა რომ სული შეუბერა, მოკიაფე ბაბუაწვერად გადააქცია. ისინი სდუმნან. მათი დუმილიც, ოქროსავით კიაფობს ახლა.
გაიხარე, ლელა! შემიყვარდა შენი ლექსები... სულ ველოდები-ხოლმე! 55555555555 ვფიქრობდი ჩემთვის: უცნაურია. ჩემგან მარჯვნივ – შემოდგომაა, ჩემგან მარცხნივ – გაზაფხული, პირდაპირ წავალ – ზამთარია, უკან – ზაფხული და ყველგან, ყველგან, ოთხივ კუთხით, რიალებენ გარდაცვლილები, ღმერთმა რომ სული შეუბერა, მოკიაფე ბაბუაწვერად გადააქცია. ისინი სდუმნან. მათი დუმილიც, ოქროსავით კიაფობს ახლა.
გაიხარე, ლელა! შემიყვარდა შენი ლექსები... სულ ველოდები-ხოლმე! 55555555555
19. რენუარ... :) რენუარ... :)
18. გარედან წავიკითხე. სავსე ლექსია. მთელი ცხოვრების სავალი.
გარედან წავიკითხე. სავსე ლექსია. მთელი ცხოვრების სავალი.
17. დიდი მადლობა, მეგობრებო:) დიდი მადლობა, მეგობრებო:)
16. ვფიქრობდი ჩემთვის: უცნაურია. ჩემგან მარჯვნივ – შემოდგომაა, ჩემგან მარცხნივ – გაზაფხული, პირდაპირ წავალ – ზამთარია, უკან – ზაფხული და ყველგან, ყველგან, ოთხივ კუთხით, რიალებენ გარდაცვლილები,
აი, რა სავსეა ეს ყველაფერი – ლექსიც და თითოეული სიტყვაც... და სულ ასე გავდივარ ამ გვერდიდან – ემოციებით დახუნძლული!....... ვფიქრობდი ჩემთვის: უცნაურია. ჩემგან მარჯვნივ – შემოდგომაა, ჩემგან მარცხნივ – გაზაფხული, პირდაპირ წავალ – ზამთარია, უკან – ზაფხული და ყველგან, ყველგან, ოთხივ კუთხით, რიალებენ გარდაცვლილები,
აი, რა სავსეა ეს ყველაფერი – ლექსიც და თითოეული სიტყვაც... და სულ ასე გავდივარ ამ გვერდიდან – ემოციებით დახუნძლული!.......
15. უნდა ვთხოვო მას, ვისაც სძინავს და ჩემზე მეტად არის ცოცხალი, მომიტევოს,
555 უნდა ვთხოვო მას, ვისაც სძინავს და ჩემზე მეტად არის ცოცხალი, მომიტევოს,
555
14. ჩემი სხეული ისე არის შეჭირხლული უკეთური ზრახვით და საქმით, წლებით, რომლებიც სავსე იყო რისხვით და შუღლით, გამყიფებულს რომც შეეხოს უფალის ხელი, ჩამოიმსხვრევა და მიწასაც ვერ შეერევა, ხელმეორედ რომ აღმოცენდეს, მწვანე ბალახში იპოვოს შვება… ვერ იქცევა იმად, რაც იყო.
მომწონს ძალიან! ჩემი სხეული ისე არის შეჭირხლული უკეთური ზრახვით და საქმით, წლებით, რომლებიც სავსე იყო რისხვით და შუღლით, გამყიფებულს რომც შეეხოს უფალის ხელი, ჩამოიმსხვრევა და მიწასაც ვერ შეერევა, ხელმეორედ რომ აღმოცენდეს, მწვანე ბალახში იპოვოს შვება… ვერ იქცევა იმად, რაც იყო.
მომწონს ძალიან!
13. ცოდვებისაგან გამრუდებულ ჩემს ხერხემალზე ამოზრდილი მძიმე კუზია. უნდა ვათრიო, ახია ჩემზე! ეს მე ვარ მკვდარი! თუმცა დავდივარ…
.. ცოდვებისაგან გამრუდებულ ჩემს ხერხემალზე ამოზრდილი მძიმე კუზია. უნდა ვათრიო, ახია ჩემზე! ეს მე ვარ მკვდარი! თუმცა დავდივარ…
..
11. მოვძებნი საფლავს, ჩამოვჯდები, მღვრიე ხავსის ქვეშ ხელის თითებით წავიკითხავ ეპიტაფიას, უნდა ვთხოვო მას, ვისაც სძინავს და ჩემზე მეტად არის ცოცხალი, მომიტევოს, შენდობა მითხრას, რომ ჩემი სული, ფიჭვის კვარივით აციმციმდეს და უკუნეთი გამინათოს უფლის კალთისკენ.
ზუსტად დღეს იყო საჭირო. გმადლოობ.:)
მოვძებნი საფლავს, ჩამოვჯდები, მღვრიე ხავსის ქვეშ ხელის თითებით წავიკითხავ ეპიტაფიას, უნდა ვთხოვო მას, ვისაც სძინავს და ჩემზე მეტად არის ცოცხალი, მომიტევოს, შენდობა მითხრას, რომ ჩემი სული, ფიჭვის კვარივით აციმციმდეს და უკუნეთი გამინათოს უფლის კალთისკენ.
ზუსტად დღეს იყო საჭირო. გმადლოობ.:)
10. გენაცვალე მაგ ჭკვიან თავში, უნიჭიერესი მოვლენა ხარ!:-* გენაცვალე მაგ ჭკვიან თავში, უნიჭიერესი მოვლენა ხარ!:-*
9. :) კარგია:) :) კარგია:)
8. ეს ისეთი ლექსია ქ-ნო ლელა, რომ ორი კი არა, მეტიც უნდა იყოს კიდევ :) :D
ეს, დაჩის "ჰუმორი" :) ეს ისეთი ლექსია ქ-ნო ლელა, რომ ორი კი არა, მეტიც უნდა იყოს კიდევ :) :D
ეს, დაჩის "ჰუმორი" :)
7. დაცი – არა, დაჩი! ესეც ჩაპეკის იუმორი:) დაცი – არა, დაჩი! ესეც ჩაპეკის იუმორი:)
6. დაცი, დიდი მადლობა, ამ ლექსისთვის, ისედაც:) დაცი, დიდი მადლობა, ამ ლექსისთვის, ისედაც:)
3. უუუუჰ, აი,ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი იმ ავტორთაგან, ვინც "მეიმედება" ამ პორტალზე....
"ერთი დღე იყო სიკვდილამდე, სასაფლაოს რომ ჩავუარე. საღამოს ცა სულს ღაფავდა დაისრული, კვიპაროსებით. წვეთავდა ნისლი. ვფიქრობდი ჩემთვის: რომელ საფლავს ანათებს მთვარე – პურის ნატეხი ჩემი უფლის გამოწვდილ პეშვში და რომელ საფლავს ანათებს მთვარე – ოცდაათი მონეტა ვერცხლის.
ვფიქრობდი ასე, მწუხარე მგზავრი: მათარაში ღვინო მისხია, ჩამოვჯდები ერთ–ერთ საფლავზე, მღვრიე ხავსის ქვეშ თითებით ვიგრძნობ ეპიტაფიას"
არა, არააა, საშინელებაა ამ ლექსის ნაწილებად დაშლა და ამოკოპირება!
აქ რატომღაც ეს გამახსენდა ცვეტაევასი. Идешь, на меня похожий
Идешь, на меня похожий, Глаза устремляя вниз. Я их опускала – тоже! Прохожий, остановись!
Прочти – слепоты куриной И маков набрав букет, Что звали меня Мариной И сколько мне было лет.
Не думай, что здесь – могила, Что я появлюсь, грозя... Я слишком сама любила Смеяться, когда нельзя!
И кровь приливала к коже, И кудри мои вились... Я тоже была, прохожий! Прохожий, остановись!
Сорви себе стебель дикий И ягоду ему вслед, – Кладбищенской земляники Крупнее и слаще нет.
Но только не стой угрюмо, Главу опустив на грудь. Легко обо мне подумай, Легко обо мне забудь.
Как луч тебя освещает! Ты весь в золотой пыли... – И пусть тебя не смущает Мой голос из-под земли.
უუუუჰ, აი,ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი იმ ავტორთაგან, ვინც "მეიმედება" ამ პორტალზე....
"ერთი დღე იყო სიკვდილამდე, სასაფლაოს რომ ჩავუარე. საღამოს ცა სულს ღაფავდა დაისრული, კვიპაროსებით. წვეთავდა ნისლი. ვფიქრობდი ჩემთვის: რომელ საფლავს ანათებს მთვარე – პურის ნატეხი ჩემი უფლის გამოწვდილ პეშვში და რომელ საფლავს ანათებს მთვარე – ოცდაათი მონეტა ვერცხლის.
ვფიქრობდი ასე, მწუხარე მგზავრი: მათარაში ღვინო მისხია, ჩამოვჯდები ერთ–ერთ საფლავზე, მღვრიე ხავსის ქვეშ თითებით ვიგრძნობ ეპიტაფიას"
არა, არააა, საშინელებაა ამ ლექსის ნაწილებად დაშლა და ამოკოპირება!
აქ რატომღაც ეს გამახსენდა ცვეტაევასი. Идешь, на меня похожий
Идешь, на меня похожий, Глаза устремляя вниз. Я их опускала – тоже! Прохожий, остановись!
Прочти – слепоты куриной И маков набрав букет, Что звали меня Мариной И сколько мне было лет.
Не думай, что здесь – могила, Что я появлюсь, грозя... Я слишком сама любила Смеяться, когда нельзя!
И кровь приливала к коже, И кудри мои вились... Я тоже была, прохожий! Прохожий, остановись!
Сорви себе стебель дикий И ягоду ему вслед, – Кладбищенской земляники Крупнее и слаще нет.
Но только не стой угрюмо, Главу опустив на грудь. Легко обо мне подумай, Легко обо мне забудь.
Как луч тебя освещает! Ты весь в золотой пыли... – И пусть тебя не смущает Мой голос из-под земли.
1. :) კარგია + :) კარგია +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|