 | ავტორი: daviti ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 მარტი, 2011 |
ისე ერთხელ დაღამდა და ანდაც უკვე მთებზე გორავს თეთრი მთვარე, შემოაწვა ღრუბელს წვიმა, ანდაც იყოს თოვა ზამთრის, დავიწყებდე რამე ამბავს, მონაყოლს ან მონაგონარს, მინდა ასე ჭაღის შუქზე დავწერო და წვეთებს ვუთხრა დაობლილს და ფიფქად ქცეულს.
მერე წარსული.... არა და ვიცით მეც და ზამთარმაც ვხატავ ყველაფერს, სიკვდილსაც ვხატავ სიცოცხლის პროფილს ვხატავ შეკვეთით.. გივიწყებ შენ და ვივიწყებ ყველაფერს, რაც გუშინ მწამდა.
მერე რეალობა... ნურასდროს მოკლავ მთავარ პერსონას თუ შენ ოდესმე გინდა ცხოვრება შენით დაწერილ უსულო ზღაპარში, ანუ ნუ მოკლავ შენს თავს ცოდვებით.
ლექსი კი მაშინ გადაიფერფლა, როდესაც ღამეს ბნელი მოვპარე, მთვარე ხომ, მაშინ გადამერია.. შიზოფრენივით უყვარს სიბნელე.
ისე ერთხელ მაგონდება აკორდებზე ხტოდა ქარი, მაინც იყო ზამთარი და ეგეც უფრო ნაოფლარი, ისე ეგეც ჰგავდა სიკვდილს დაღლილი და ნაომარი ქალსაც ჰგავდა ისე იყო მიუვალი. ანუ ვხატავ ზამთარს თოვლით, ზღაპარს ვხატავ საოცარს და გმირი არის მკვლელი "ღვდელი"
დ. მუხიგულაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|