ჩემო მამულო, ვტირივარ შენზე, შენი წარსული სისხლად იცლება, მიზნად ვაქციე წინაპრებისგან – ჩემი სამშობლო არ გაიცვლება!
ვტირი ქართველთაც, რომ გაასახლეს და ქრისტეს რწმენა გადაუვიწყეს, ვტირი ვაჟკაცებს, მკერდდალეწილებს, მათ ამ გმირობას ვინ დაუვიწყებს!
ისევ იმედი მაცოცხლებს გულმკვდარს, იმედი ბოლოს კვდებაო, უთქვამთ, ჩემი სამშობლოს გამთლიანება გადამქცევია ლოცვად და სულთქმად!
როცა აფხაზეთს და სამაჩაბლოს ფეხით მოვივლი და მოვილოცავ, ქრისტეს ხსენებით, მუხლზე დაჩოქვით, ამ დაბრუნებას შენ მოგილოცავ!
მერე ახდება ნატვრად ქცეული ერთი სიზმარი ჩემიც და სხვისიც, ყველა ქართველი ქალის ოცნება თავგანწირვაა და აი, ისიც:
თამარის დროშა მიჭირავს ხელში, ტანზე მაცვია კაცის სამოსი, ბრძოლისას ღმერთი წამით არ მტოვებს, მტრის და საკუთარ სისხლში ამოსვრილს!
ასე დიაცი მანდილმოხსნილი ვდგავარ დარაჯად ჩემი ქვეყნისა, მისი დიდება და განახლება სისხლისგან დაცლილს მაინც მეღირსა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ტკივილის უსატკივრობა. ტკივილის უსატკივრობა.
25. მერე ახდება ნატვრად ქცეული ერთი სიზმარი ჩემიც და სხვისიც, მერე ახდება ნატვრად ქცეული ერთი სიზმარი ჩემიც და სხვისიც,
24. თამარის დროშა მიჭირავს ხელში, ტანზე მაცვია კაცის სამოსი, ბრძოლისას ღმერთი წამით არ მტოვებს, მტრის და საკუთარ სისხლში ამოსვრილს!
უუუფ! +5 თამარის დროშა მიჭირავს ხელში, ტანზე მაცვია კაცის სამოსი, ბრძოლისას ღმერთი წამით არ მტოვებს, მტრის და საკუთარ სისხლში ამოსვრილს!
უუუფ! +5
23. გულწრფელად გამოხატავ, რაც გაწუხებს, ასე ვართ ჩვენც გულწრფელად გამოხატავ, რაც გაწუხებს, ასე ვართ ჩვენც
22. +2 555555555555555 +2 555555555555555
21. როცა აფხაზეთს და სამაჩაბლოს ფეხით მოვივლი და მოვილოცავ, ქრისტეს ხსენებით, მუხლზე დაჩოქვით, ამ დაბრუნებას შენ მოგილოცავ!
როცა აფხაზეთს და სამაჩაბლოს ფეხით მოვივლი და მოვილოცავ, ქრისტეს ხსენებით, მუხლზე დაჩოქვით, ამ დაბრუნებას შენ მოგილოცავ!
20. დროული ჩართვა იყო ეთუნა :)
აშკარაა, რომ ეს ლექსი ისტორიულ მოვლენებს ასახავს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა 21-ე საუკუნის მიდამოებში, გაცილებით სხვა რამ უნდა იყოს პატრიოტობა.
ეს ლექსი, აქტუალურ პოზიციას არ ასახავს, არამედ საუკუნეების პათოსს გადმოგვცემს. ამ კუთხით თუ მივუგდებით საკითხს, კი ბატონო, ეხმაურება იმ დროისთვის არსებულ მოვლენებს. თუმცა, ახლა სამშობლო ნამდვილად არ საჭიროებს ადამიანებისგან იმ სახით გარჯას, რაც ამ ლექსშია მოცემული,,
არადა, არ დავიღლები ილიას "რა გითხრათ, რით გაგახაროთ" მოვიტანო შესანიშნავ ნიმუშად, თუ რა უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი,
ომი? არა, სისხლი? არა, ხმალი? არა. აბა, რა? ოფლი, ოფლი და კიდევ ოფლი. (სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლასი არ იყოს :D)
პატივისცემით, განდი. არწივი. დროული ჩართვა იყო ეთუნა :)

პატივისცემით, განდი. არწივი.
19. ერთი ლექსი დიპლომატიაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე დაწეროს ვინმემ თორემ გამისკდა გული - ლოცვები, დროშები, ხმლები და სისხლი აღარც მეტაფორებად აღარ მომწონს. ომის რიტორიკას ვერ უჭერ მხარს. ქვეყნის დიდიებასა და განახლებას კი გულწრფელად გისურვებთ (ვუსურვებ საკუთარ თავს)! :) ერთი ლექსი დიპლომატიაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე დაწეროს ვინმემ თორემ გამისკდა გული - ლოცვები, დროშები, ხმლები და სისხლი აღარც მეტაფორებად აღარ მომწონს. ომის რიტორიკას ვერ უჭერ მხარს. ქვეყნის დიდიებასა და განახლებას კი გულწრფელად გისურვებთ (ვუსურვებ საკუთარ თავს)! :)
18. ასე დიაცი მანდილმოხსნილი ვდგავარ დარაჯად ჩემი ქვეყნისა,
ღირსეული განაცხადია :)
ასე დიაცი მანდილმოხსნილი ვდგავარ დარაჯად ჩემი ქვეყნისა,
ღირსეული განაცხადია :)
17. მამული, მამული . კარგი სიტყვაა .
5 მამული, მამული . კარგი სიტყვაა .
5
16. +5 გაიხარე! +5 გაიხარე!
15. გისმინოს უფალმა გისმინოს უფალმა
13. შენ მართლა ხარ დარაჯი საკუთარი ქვეყნისა... კარგი ხარ, მაკო :) შენ მართლა ხარ დარაჯი საკუთარი ქვეყნისა... კარგი ხარ, მაკო :)
11. ასე დიაცი მანდილმოხსნილი ვდგავარ დარაჯად ჩემი ქვეყნისა,
555 ასე დიაცი მანდილმოხსნილი ვდგავარ დარაჯად ჩემი ქვეყნისა,
555
10. მედეა, შენმა ტკივილიანმა სიტყვებმა ჩემზეც იმოქმედა :( ღმერთმა ინებოს,რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და ჩვენი ტკივილია :(
მადლობა, ჩემო კარგო, შენი გულწრფელი კომენტარებისთვის :x მედეა, შენმა ტკივილიანმა სიტყვებმა ჩემზეც იმოქმედა :( ღმერთმა ინებოს,რომ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და ჩვენი ტკივილია :(
მადლობა, ჩემო კარგო, შენი გულწრფელი კომენტარებისთვის :x
9. ცოტა დამასევდიანა ამ ლექსმა და ჩემს კუთხეში მომინდა დაბრუნება უფრო მეტად... :( მაპატიეთ ისევ რომ შემოვედი... ამ ქალაქში რაღაცნაირად მშვიდად ვერ ვგრძნობ თავს, თითქოს მაკლია რაღაც...
ისევ იმედი მაცოცხლებს გულმკვდარს, იმედი ბოლოს კვდებაო, უთქვამთ, ჩემი სამშობლოს გამთლიანება გადამქცევია ლოცვად და სულთქმად!
ასე ვარ ზუსტად... დავიღალე , ძალიან მინდა დაბრუნება...
ხასიათზე ვარ მონოსტალგიო... შეიძლება აფხაზეთი ბუნდოვნად მახსოვს, სვანეთის გზა გაცილებით კარგად, მაგრამ ის სურნელი მომყვება განსხვავებული არ ვიცი რის... ალბათ ზღვის ან ხეების... არ ვიცი... კიდევ ერთხელ ბოდიში და უბრალოდ იმოქმედა ლექსმა და მინდოდა დამეწერა,,,
ცოტა დამასევდიანა ამ ლექსმა და ჩემს კუთხეში მომინდა დაბრუნება უფრო მეტად... :( მაპატიეთ ისევ რომ შემოვედი... ამ ქალაქში რაღაცნაირად მშვიდად ვერ ვგრძნობ თავს, თითქოს მაკლია რაღაც...
ისევ იმედი მაცოცხლებს გულმკვდარს, იმედი ბოლოს კვდებაო, უთქვამთ, ჩემი სამშობლოს გამთლიანება გადამქცევია ლოცვად და სულთქმად!
ასე ვარ ზუსტად... დავიღალე , ძალიან მინდა დაბრუნება...
ხასიათზე ვარ მონოსტალგიო... შეიძლება აფხაზეთი ბუნდოვნად მახსოვს, სვანეთის გზა გაცილებით კარგად, მაგრამ ის სურნელი მომყვება განსხვავებული არ ვიცი რის... ალბათ ზღვის ან ხეების... არ ვიცი... კიდევ ერთხელ ბოდიში და უბრალოდ იმოქმედა ლექსმა და მინდოდა დამეწერა,,,
8. +5 გაგახაროს უფალმა!!! +5 გაგახაროს უფალმა!!!
7. ,,ვტირი ვაჟკაცებს, მკერდდალეწილებს, მათ ამ გმირობას ვინ დაუვიწყებს!"
არადა ნაგავში ისრვიან მათ ფოტოებს! ნამდვილ გმირებს, არ დაივიწყებს უბრალო ხალხი რაც მთავარია... თქვენნაირები, რომლებსაც სტკივათ და ესმით გმირობის ფასი...
გაიხარეთ! უდიდესი პატივისცემა ჩემგან ავტორს, ასეთი ლექსებისთვის...
,,იმედით ცოცხლობს ადამიანი და ღმერთით კიდევ კაცობრიობა''----- ასეთი სათაური აქვს ჩემს პირველ კრებულს... შეგვეწიოს უფალი ყველას...
+ 5 ,,ვტირი ვაჟკაცებს, მკერდდალეწილებს, მათ ამ გმირობას ვინ დაუვიწყებს!"
არადა ნაგავში ისრვიან მათ ფოტოებს! ნამდვილ გმირებს, არ დაივიწყებს უბრალო ხალხი რაც მთავარია... თქვენნაირები, რომლებსაც სტკივათ და ესმით გმირობის ფასი...
გაიხარეთ! უდიდესი პატივისცემა ჩემგან ავტორს, ასეთი ლექსებისთვის...
,,იმედით ცოცხლობს ადამიანი და ღმერთით კიდევ კაცობრიობა``----- ასეთი სათაური აქვს ჩემს პირველ კრებულს... შეგვეწიოს უფალი ყველას...
+ 5
6. მე შევიყვარე თქვენი ნაწერი, ერთი წაკითხვით მოვიდა ხიბლი, თითქოს განწყობის საცრით გამცერით, და ეხლა მოსულ სტიქიებს ვითვლი. მე შევიყვარე თქვენი ნაწერი, ერთი წაკითხვით მოვიდა ხიბლი, თითქოს განწყობის საცრით გამცერით, და ეხლა მოსულ სტიქიებს ვითვლი.
5. აფერუმ, შენს დიაცობას!!! :) :) :) აფერუმ, შენს დიაცობას!!! :) :) :)
4. ასე დიაცი მანდილმოხსნილი ვდგავარ დარაჯად ჩემი ქვეყნისა, მისი დიდება და განახლება სისხლისგან დაცლილს მაინც მეღირსა!
გაიხარე... ასე დიაცი მანდილმოხსნილი ვდგავარ დარაჯად ჩემი ქვეყნისა, მისი დიდება და განახლება სისხლისგან დაცლილს მაინც მეღირსა!
გაიხარე...
3. ძალიან კარგი ნაწერია..... +2 :) ძალიან კარგი ნაწერია..... +2 :)
2. მოკითხვა მაკას, ვუერთდები სეხნიას სურვილს! მოკითხვა მაკას, ვუერთდები სეხნიას სურვილს!
1. გაიხარე მამულის სიყვარულისთვის! გაიხარე მამულის სიყვარულისთვის!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|