ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეთუნა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2011


* * *

როგორ უჩუმრად შეაღე და...
შეხვედი ხანში.
ნისლში გაძერი,
მოგონებებს მზერას აყოლებ...
ბუხარს აკრული,
ისევ ზანტად იფერფლება საღამო ჩუმი.
იწელება წელი და წამი...
ვერცხლის მზეების ალერსი და
ლანდები ცხადშიც...
და რადგან გული აბლაბუდებს ვეღარ აიტანს,
საცერში გაცრი
მოგონებებს და წყალს დანაყავ.
რუდუნებით როდინებში მარად წყალს ნაყავ...
მინავლებულა ღადარი და ბჟუტავს სიცოცხლეს.
ააბრიალე!
სული შეუბერე და სამშვინველიც
და ფილტვები იალქნებად ააფრიალე...
ტუჩის კუთხეში მეყინება
სიტყვა ‘მშვიდობით.’
რა იმალება შენს მზერაში
მისტიურ ობით?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები