ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2011


რატომ მე?

ღამე ჩამოვკიდე ფანჯრის ანჯამებზე,
ფიქრის მოვიხურე თავშალი.
პულსი ფეხაკრეფით დადის მკრთალ მაჯებზე,
სათქმელს კი პირი აქვს გამშრალი...
სევდასაც ჰქონია თურმე გრადაცია,
ფერებით ვთამაშობ პასეანსს.
ფარდამ სარკმელიდან მთვარე გადასწია,
ასე მოესურვა ხასიათს...
ლარნაკში მიმოზებს სუნი აქვთ მისნური,
თავს რეტი დაესხა აბაჟურს.
ფიქრშიც კი სურვილებს თუ ვეღარ ვისრულებ,
მისი გაგრძელებაც აღარ მსურს.
საწოლში უჩემოდ წვება სიმარტოვე,
დუმილის საგა აქვს საკითხად.
ვკითხე მარტოობას - რატომ მე?
მან კი მიპასუხა - რა გითხრა...
      11.03.11


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები