ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანან
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 მარტი, 2011


წვიმა ოქსფორდში

. . . როგორც ყოველთვის, ცამ ჩვენს თავზე ყელი გამოიჭრა და ბლანტი ღრუბლები გადმოღვარა. ესეც დეგას მოლბერტი. (ცის ნაჭრილობევში მზე ჩავარდნილიყო).
    ერთი, ორი, სამი... ათი ერთად ჩამეხუტა, დამიკოცნეს თვალები, ლოყები, შიშველი მხრები...
დავსველდი. . .
    ქოლგიანები სწრაფად მიმოდიოდნენ. მე უკვე ლურჯ ავტობუსში ვიჯექი და მონეს სტილში აღვიქვამდი წვიმით გაჭყეპილ ქუჩებს.
    როცა უკვე მემილიონე წვეთმა მოიტეხა გლუვი მენჯები ასფალტზე, წვიმამ გადაიღო.
    ავტობუსის მინებზე დაბრტყელებულმა წვეთებმა გზა მონახეს.
    ინგლისური სახლები მოიბუზნენ.
მე კი სამ რამეზე ვფიქრობდი: რატომ არ ვარ მხატვარი? რომ წვიმა მიყვარს და რომ მომენატრება ოქსფორდი და  ოქსფორდული ამინდებიც...                 
         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები