ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტყუპა
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

დღეს ისეთი ხარ...

დღეს ისეთი ხარ იწყები და აღარ მთავრდები,
დღეს ისეთი ხარ სიკაშკაშით ჩრდილავ ამ მთვარეს.
დღეს ისეთი ხარ მოღალატე წამს ვერ ვიქნები,
დღეს ისეთი ხარ დაგიწყე და ვეღარ გამთავრებ.

დღეს ვეღარ ვაწვდენ შენი სულის ნაპირებს მზერას,
მინდა, რომ მშთანთქოს ვებერთელა შენმა სამყარომ.
მე ეხლა მინდა შენს ნაზ ღაწვებს ჩავეკრა ბაგით
და გრძნობა ჩემი ამ მაგიურ ღამეს გახარო.

რადგან მონუსხულს აღარ შემწევს მოთმენის ძალა
და ლამის არის მანძილები ფეხით ვიარო.
მსურს დავეწაფო წყაროსავით შენს ტუჩებს ლამაზს,
რომ ჩემებური ხვეულ - გრძნობა გაგიზიარო.

შენგან სიშორე ხდება უკვე  გაუსაძლისი,
შენი ნაკვთები მებადება მე ლოთურ ფონზე.
მტაცებელივით მსურს აქ მყავდე ნანადირევი,
ოღონდ არ გჭამდე, შენი სუნთქვით ვიკვებო ზოგჯერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები