ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივიკო ფაჩო
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2011


გულის შარი

შორეულმა მოგონებამ
შემომიღო კარი,
ჩუმად მკითხა, როგორ ხარო?
სევდის დამკრა ზარი.
იდუმალი მონატრებით
გამახსენა თავი,
გამახსენა, რომ ოდესღაც,
მასთან დავდე ზავი
კვლავ შემიპყრო, დამიმონა
კვლავ  დამიგო მახე,
კვლავ გამიხსნა გულს ჭრილობა
და მიცვალა სახე.
ახლა რა ვქნა, აღარ ვიცი
კალამს ვიღებ ხელში,
მოგონების ტყვეობაში
აწმყო, მტეხავს წელში
ვერ გავრბივარ და ვერც ვიბრძვი
ჩემი თავი მთრგუნავს,
დავიღალე ეს სამყარო
რა უკუღმა ბრუნავს.
შორეულმა მოგონებამ
შემომიღო კარი,
მითხრა: მუდამ შენთან ვარო,
შენი გულის შარი.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები