| ავტორი: სალადინი ჟანრი: პოეზია 18 მარტი, 2011 |
("არაჩვეულებრივი გამოფენის" მოტივებზე)
- მოდი, ჩავიდეთ ფიქრის თეთრ ქვებზე, "8 ნომერით" და პურით, გულიც წავიღოთ, ვიცი, მე და შენ სუფრას ცივ ქვაზეც გავშლით, რომ გაგვეხსნება, ერთი შენს ძმობას, კარგად დამიგდე ყური, გაგიზიარო, ქრონიკულად მე რატომ ვეხვევი შარში... ასე მგონია, რომ ვერ მოვერგე ყოფას, ნათხოვარ პიჯაკს, ბევრს ეცადა და ვერაფრით მომჭრა ცხოვრებამ თავის თარგზე. როცა არ მიჭირს, ზოგჯერ მაშინაც კი ვიწერ ხოლმე პირჯვარს, აბა, რა ვიცი, რა ბედი მელის, რას შევეყრები ხვალ-ზეგ... მოიხედავ და ჭკუას გარიგებს ვიღაც, ნამდვილი კვერცხი, თანაც დაგცინის, შენ რომ ერთ წუთში ხსნიდი გიგანტურ კროსვორდს. გაგიჩალიჩებს ისეთ რაღაცას, რომ აზრზე მოხვალ ვერც კი, სამაგიეროდ, გამჩალიჩებელს თავი კიტრივით მოსწონს... "მდგრად" დინამიკას თუ არ მიჰყვები, თურმე, ჩამორჩი დროსაც, ამ მღვრიე წყალში უნდა გაცურო ბატერფლაით ან ბრასით. შენს გაჭირვებულ მეგობარს ახლა ვეღარ მიუტან რკოსაც, რადგანაც უკვე გაცვდა ანდაზა - "კაცი ფასობსო კაცით!" -მოდი, დავლიოთ! ო, რა კიტრია, რა პურია და ყველი! ახლა რა დროს ეგ წიაღსვლებია, შუა ბუნების წიაღს, ამ ჩემ ფეხებს, თუ ვერ გამოდექი მგელი და მგელზე მგელი! ახლა ამ ყოფნას ყოფნა კი არა, თავის გატანა ჰქვია... - ახლა. მეც მკითხე, რატომ დავიწყე სმა და რა, როგორ მიჭირს, რა თეთრი ქვები, რის ამპრედუზო, ერთი დავლიოთ მაგრად. საღოლ, შენში თუ ისევე ცოცხლობს პიკასოს ცელქი ბიჭი, და რაც ვიცხოვრეთ, შენს ძმობას ვფიცავ, ჩვენს მეტს არავის არ ჰგავს... 18.03.11
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. "პიკასოს ბიჭებს" ვახლავარ!!!
"მდგრად" დინამიკას თუ არ მიჰყვები, თურმე, ჩამორჩი დროსაც, ამ მღვრიე წყალში უნდა გაცურო ბატერფლაით ან ბრასით. შენს გაჭირვებულ მეგობარს ახლა ვეღარ მიუტან რკოსაც, რადგანაც უკვე გაცვდა ანდაზა - "კაცი ფასობსო კაცით!" "პიკასოს ბიჭებს" ვახლავარ!!!
"მდგრად" დინამიკას თუ არ მიჰყვები, თურმე, ჩამორჩი დროსაც, ამ მღვრიე წყალში უნდა გაცურო ბატერფლაით ან ბრასით. შენს გაჭირვებულ მეგობარს ახლა ვეღარ მიუტან რკოსაც, რადგანაც უკვე გაცვდა ანდაზა - "კაცი ფასობსო კაცით!"
17. კარგად უგებ ცხოვრებას, მაგრამ ჯერ კიდევ "კაცი ფასობს კაცით" ++ კარგად უგებ ცხოვრებას, მაგრამ ჯერ კიდევ "კაცი ფასობს კაცით" ++
16. ამ ჩემ ფეხებს, თუ ვერ გამოდექი მგელი და მგელზე მგელი!
მოიხედავ და ჭკუას გარიგებს ვიღაც, ნამდვილი კვერცხი, თანაც დაგცინის, შენ რომ ერთ წუთში ხსნიდი გიგანტურ კროსვორდს. გაგიჩალიჩებს ისეთ რაღაცას, რომ აზრზე მოხვალ ვერც კი, სამაგიეროდ, გამჩალიჩებელს თავი კიტრივით მოსწონს...
კი,ეგრეა ნაღდად, სამწუხაროდ, ეგრეა...
"მდგრად" დინამიკას თუ არ მიჰყვები, თურმე, ჩამორჩი დროსაც, ამ მღვრიე წყალში უნდა გაცურო ბატერფლაით ან ბრასით. შენს გაჭირვებულ მეგობარს ახლა ვეღარ მიუტან რკოსაც, რადგანაც უკვე გაცვდა ანდაზა - "კაცი ფასობსო კაცით!"
ესეც უდავოა!
ახლა ამ ყოფნას ყოფნა კი არა, თავის გატანა ჰქვია... ეს ყველაზე მტკივნეულია...
მაგრამ: ასე მგონია, რომ ვერ მოვერგე ყოფას, ნათხოვარ პიჯაკს, ბევრს ეცადა და ვერაფრით მომჭრა ცხოვრებამ თავის თარგზე. როცა არ მიჭირს, ზოგჯერ მაშინაც კი ვიწერ ხოლმე პირჯვარს,
და ამიტომ: ამ ჩემ ფეხებს, თუ ვერ გამოდექი მგელი და მგელზე მგელი!
ბრავო, ამ ლექსს, ნაღდს და პირდაპირს ამ ჩემ ფეხებს, თუ ვერ გამოდექი მგელი და მგელზე მგელი!
მოიხედავ და ჭკუას გარიგებს ვიღაც, ნამდვილი კვერცხი, თანაც დაგცინის, შენ რომ ერთ წუთში ხსნიდი გიგანტურ კროსვორდს. გაგიჩალიჩებს ისეთ რაღაცას, რომ აზრზე მოხვალ ვერც კი, სამაგიეროდ, გამჩალიჩებელს თავი კიტრივით მოსწონს...
კი,ეგრეა ნაღდად, სამწუხაროდ, ეგრეა...
"მდგრად" დინამიკას თუ არ მიჰყვები, თურმე, ჩამორჩი დროსაც, ამ მღვრიე წყალში უნდა გაცურო ბატერფლაით ან ბრასით. შენს გაჭირვებულ მეგობარს ახლა ვეღარ მიუტან რკოსაც, რადგანაც უკვე გაცვდა ანდაზა - "კაცი ფასობსო კაცით!"
ესეც უდავოა!
ახლა ამ ყოფნას ყოფნა კი არა, თავის გატანა ჰქვია... ეს ყველაზე მტკივნეულია...
მაგრამ: ასე მგონია, რომ ვერ მოვერგე ყოფას, ნათხოვარ პიჯაკს, ბევრს ეცადა და ვერაფრით მომჭრა ცხოვრებამ თავის თარგზე. როცა არ მიჭირს, ზოგჯერ მაშინაც კი ვიწერ ხოლმე პირჯვარს,
და ამიტომ: ამ ჩემ ფეხებს, თუ ვერ გამოდექი მგელი და მგელზე მგელი!
ბრავო, ამ ლექსს, ნაღდს და პირდაპირს
15. ნაღდი კაცობის ლექსია, მართლაც გული დაგწყდება, დაიკარგა რაღაც საოცრად დიდი რამ, რასაც კაცობა ქვია და არსებობა თავის გადატანად იქცა.... მაგრამ დამერწმუნე, სალადინ, ”თავად უკვდავებაა პიკასოს ცელქი ბიჭუნა ”!
5555555555555555555555555555555555555 ! ნაღდი კაცობის ლექსია, მართლაც გული დაგწყდება, დაიკარგა რაღაც საოცრად დიდი რამ, რასაც კაცობა ქვია და არსებობა თავის გადატანად იქცა.... მაგრამ დამერწმუნე, სალადინ, ”თავად უკვდავებაა პიკასოს ცელქი ბიჭუნა ”!
5555555555555555555555555555555555555 !
14. საღოლ, შენში თუ ისევე ცოცხლობს პიკასოს ცელქი ბიჭი!!! საღოლ, შენში თუ ისევე ცოცხლობს პიკასოს ცელქი ბიჭი!!!
12. კარგი ლექსია,ძლიერი და კადრებიანი_ გასაგები აზრით!
მაგრამ, მომიტევებს ავტორი თუკი ვიტყვი, რომ მთლიანი ლექსი შეიძლება ერთმა სიტყვამაც კი გააუფერულოს.
კარგი ლექსია,ძლიერი და კადრებიანი_ გასაგები აზრით!
მაგრამ, მომიტევებს ავტორი თუკი ვიტყვი, რომ მთლიანი ლექსი შეიძლება ერთმა სიტყვამაც კი გააუფერულოს.
11. მაგარი ნაწერია! მაგარი ნაწერია!
7. სალადინის ლექსებიდან განსხვავებული ხელწერით, (თუმცა,ყველა ნაწარმოებს არ ვიცნობ) განსხვავებული ენითაა.
მამაკაცური ძალა მოდის. კარგად ჩანს პოზიცია... სალადინის ლექსებიდან განსხვავებული ხელწერით, (თუმცა,ყველა ნაწარმოებს არ ვიცნობ) განსხვავებული ენითაა.
მამაკაცური ძალა მოდის. კარგად ჩანს პოზიცია...
5. ბევრად უკეტესები წამიკითხავს აქ, მაგარამ ესეც კარგია + ":) ბევრად უკეტესები წამიკითხავს აქ, მაგარამ ესეც კარგია + ":)
4. ბევრს ეცადა და ვერაფრით მომჭრა ცხოვრებამ თავის თარგზე.
ამ ჩემ ფეხებს, თუ ვერ გამოდექი მგელი და მგელზე მგელი! ახლა ამ ყოფნას ყოფნა კი არა, თავის გატანა ჰქვია...
აჰმმ.. კარგი იყო ეს ადგილები რაღაც.. ბევრს ეცადა და ვერაფრით მომჭრა ცხოვრებამ თავის თარგზე.
ამ ჩემ ფეხებს, თუ ვერ გამოდექი მგელი და მგელზე მგელი! ახლა ამ ყოფნას ყოფნა კი არა, თავის გატანა ჰქვია...
აჰმმ.. კარგი იყო ეს ადგილები რაღაც..
3. აი პირველი ხაზი და ჩემმა გემოვნებამ გაჩერდიო. აი პირველი ხაზი და ჩემმა გემოვნებამ გაჩერდიო.
2. გაუმარჯოს პიკასოს ბიჭებს:) გაუმარჯოს პიკასოს ბიჭებს:)
1. ნაღდად, შენს მეტს არავის არ ჰგავს...(ისე, დღემდე ვერ გავარკვიე, შენ ხარ ჩემი პროფილი, თუ მე ვარ შენი ანფასი...) ნაღდად, შენს მეტს არავის არ ჰგავს...(ისე, დღემდე ვერ გავარკვიე, შენ ხარ ჩემი პროფილი, თუ მე ვარ შენი ანფასი...)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|