ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სეხნო
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2011


ზაფხულივით გაზაფხული

დღეს გაზაფხულმა გაიზაფხულა,
ის არ მაცვია, რაც უნდა მეცვას,
დღეს ჩემ აზრებმა გაანადგურეს
შიში ჩემი სხვის ადგილით შეცვლის.
თუმცა არ ნიშნავს , რომ იზეიმეს
ბრმა იმედებმა თავი დაბადეს,
გადმოამღერეს ტრფობის სიტყვები
და სამოსელად შენ ზედ ჩაგაცვეს.
ხვალ შეიძლება წვიმა მოვიდეს,
ვიტყვით, მარტი ხომ მუდამ ესეა,
მზეში შენ ჩემი სუნი გაცვია,
დღეს წვიმიანში ფერი შეცვლია.
დღეს მე შიშები დუელში ვხოცე,
უშენოდ ტყვია უმალ დამთმობდა,
შენ დაიბადე ჩემში წლების წინ,
არ მახსოვს, მაშინ მარტი რას გვთხოვდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები