 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 6 სექტემბერი, 2008 |
ამ ლექსზე წინასწარ არაფერს ვამბობ.ველი თქვენს შენიშვნებს,ოღონდ ასე შევთანხმდეთ,ჯერ ნუ დაიზარებთ წაკითხვას მინიმუმ ორჯერ,რადგან პირველადი აღქმისას ეს ტექსტი მკითხველს არ ''ეხსნება''.
დიოტიმა
დიოტიმა ვარ, მზის ასული, სულით ორსული, უცხო ტომისა, უცხოდ მხედი, უცხოდ მავალი.
შემოკრბით, ბრძენნო, სანადიმოდ, შესვით წყალ-ღვინო, რაც გინდათ, მკითხეთ სიყვარულზე, ვიცი მრავალი.
ვიცი, ნიადაგ ვით დაეძებს ნაკლული ნაკლულს და შეერთების მწარე ნდომა ვით დაიმონებს.
ღმერთს და კაცს შუა მოქანავე ვნახე სამანი - იქ გახიდულებს პირზე კოცნით ვიცნობ დემონებს.
“დამენამაო თვალი ცრემლით, მოდი მალეო, უშენოდ წყვილმა აფროდიტემ გამაწამაო...” უნდოს, უჭეროს, დაუდევარს ვინ დაუჯეროს. თვით უკვდავებაც სიკვდილივით არის ამაო.
კმარა ბაასი. მო, კალთაში ჩამიდე თავი, ჩემს ბაგეს დაჰყევ, გარინდული, ღელვას მიენდე! მორჩა ამბავი. რას დაეძებ, თუ იბნევიან ნათელმზიდველნი მთის წვეროდან ჩრდილთა მღვიმემდე.
ხედავ? აფრინდა წყვილი წერო, ცაც აირია, შემოისერა ბედისწერის თეთრი არშია.
რას ვერჩით ღმერთებს, ეს ტანჯვაც ხომ ჩვენ მოვიგონეთ. არ არის ქვეყნად სიყვარული და არც ცაშია.
---------------------------- გამოყენებული ლიტერატურა: 1. პლატონი - “ნადიმი”, “სახელმწიფო”, 2. ჰოლდერლინი - წერილები, 3. გალაკტიონი - “უსიყვარულოდ”, 4. ნ.დარბაისელი - სიყვარულით, 5. ცხოვრება - როგორც ტექსტი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. არის ჭეშმარიტება ლექსში და ქალბატონი ნინოს მესამე კომენტარში.:) არის ჭეშმარიტება ლექსში და ქალბატონი ნინოს მესამე კომენტარში.:)
27. ბევრ რაღაცაზე დაგაფიქრებს ადამიანს,ისეთი ლექსია... ბევრ რაღაცაზე დაგაფიქრებს ადამიანს,ისეთი ლექსია...
25. ძვირფასო დებორა-მე პროტესტი კი არა შიში გამიჩნდა, რომ ვინმემ არ დაიჯეროს სიყვარულის არარსებობა.... თქვენ ისე ჭკვიანურად და დამაჯერებლად ამბობთ...იმდენად კარგად წერთ, მკითხველის შეტყუება ადვილად შეგიძლიათ. შეტყუებული მკითხველი მოხიბლულია... მის დაჯერებას აღარაფერი უნდა...აი ამის შემეშინდა. ძვირფასო დებორა-მე პროტესტი კი არა შიში გამიჩნდა, რომ ვინმემ არ დაიჯეროს სიყვარულის არარსებობა.... თქვენ ისე ჭკვიანურად და დამაჯერებლად ამბობთ...იმდენად კარგად წერთ, მკითხველის შეტყუება ადვილად შეგიძლიათ. შეტყუებული მკითხველი მოხიბლულია... მის დაჯერებას აღარაფერი უნდა...აი ამის შემეშინდა.
24. 5 ძალიან მომეწონა, რამდენჯერმე წავიკითხე, ყოჩაღ 5 ძალიან მომეწონა, რამდენჯერმე წავიკითხე, ყოჩაღ
23. ჰარირამა''ძვირფასო !არსებობს სამყაროს შესახებ მეცნიერული და პოეტური ცოდნა.მე ამ უკანასკნელს ვფლობ.ფილოსოფია ცხადია,მეცნიერების დარგტა დარგია,მაგრამ მე თუ ფილოსოფიაც ჩემს პოეტურ ცოდნად და გამოცდილებად არ ვაქციე,ჩემს წარმოსახულ სამყაროში ვერ ჩავაბინადრე,პოეტური ქმნილების მაგიერ გალექსილ ფილოსოფიურ ტრაქტატს დავწერ. სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მოსაზრებას იმ არსებებზე,რომელნიც ჩემს ცნობიერებაში ჯერჯერობით არ მკვიდრობენ. ჰარირამა``ძვირფასო !არსებობს სამყაროს შესახებ მეცნიერული და პოეტური ცოდნა.მე ამ უკანასკნელს ვფლობ.ფილოსოფია ცხადია,მეცნიერების დარგტა დარგია,მაგრამ მე თუ ფილოსოფიაც ჩემს პოეტურ ცოდნად და გამოცდილებად არ ვაქციე,ჩემს წარმოსახულ სამყაროში ვერ ჩავაბინადრე,პოეტური ქმნილების მაგიერ გალექსილ ფილოსოფიურ ტრაქტატს დავწერ. სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მოსაზრებას იმ არსებებზე,რომელნიც ჩემს ცნობიერებაში ჯერჯერობით არ მკვიდრობენ.
22. საინტერესოა .კომენტარებიც ჩავიკითხე :) საინტერესოა .კომენტარებიც ჩავიკითხე :)
21. პირადად ჩემი აზრით, ქვეყანა სულს ღაფავს.სულს ღაფავს დასაბამიდან დღემდე. დიოტიმას რაც შეეხება,თუ ხელთ ჩაგივარდეთ,უთუოდ წაიკითხეთ პლატონის,,ნადიმი''თუ წაკითხული გაქვთ,ახლიდან გადაავლეთ თვალი.ერთი ბეწო და ძალიან საყვარელი წიგნია,ქართულად ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის მიერ შესანიშნავად თარგმნილი. დიოტიმა ერთი ტყვე-ქალია,უცხო ტომისა ,ტაძრის ქურუმი და თვით სოკრატეს მეგობარი. როდესაც ''ნადიმში ''სიყვარულის შესახებ მსჯელობენ ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ სანადიმოდ თავმოყრილი მამაკაცები და საბოლოო სიტყვას ბრძენ სოკრატეს გადაულოცავენ,სოკრატე ბრძანებს,რომ თავად მან სიყვარულისა არა იცის რა და მხოლოდ ის შეუძლია გაიმეოროს,რაც თავისი მეგობარი დიოტიმასგან სმენია. ამ სფეროში კი დიოტიმას გამოცდილება და ცოდნა მწარეა. სიყვარულის,სიბრძნის და ყოველივე ღვთაებრივის შესახებ მისთვის ცნობილი ამბები აზრს კარგავს,როცა მცირე ხნით კონკრეტულ,ნამდვილ,წარმავალ სატრფოსთან მარტოვდება. ;;რას დაეძებ,თუ იბნევიან ნათელმზიდველნი მთის წვეროდან ჩრდილთა მღვიმემდე'' - ეუბნება იგი სატრფოს,ეს ფრაგმენტი პლატონის მღვიმის ანუ გამოქვაბულის ცნობილ ამბავს ეხება.ბრძენნი ის ადამიანები არიან,რომელნიც ხედავენ ღვთაებრივ ნათელს/ეს კი იგივე სიყვარულია!/მაგრამ მათ ძალი არ შესწევთ, უმეცრების წყვდიადში.მღვიმეში მყოფ ადამიანებს რამე გააგებინონ,ეს ნათელი გადასცენ. როდესაც ეს ლექსი დაიბეჭდა ჯერ გაზეთ ''კალმასობაში'',შემდგომ გაზეთ ''ჩვენს მწერლობაში'',მახსოვს ბატონი შურა ონიანი,ცნობილი ენათმეცნიერი და ჩემი უფროსი მეგობარი შემხვდა და მოფერებით მისაყვედურა,რამ დაგაწერინა,არ არის ქვეყნად სიყვარული და არც ცაშიაო. ბატონო შურა-ვუპასუხე მე-.თქვენ არ ბრძანდებით პირველი,ვინც ამ დღეებში სწორედ ეს მისაყვედურა და მე მიხარია,რომ ჩემს ინტრიგაზე წამოეგო ყველა.ყველას გაუჩნდა სურვილი,დამიმტკიცოს,რომ სიყვარული არსებობს ცაშიც და მიწაზეც. სხვა ,ამაზე უკეთესი რა შეეძლო, გაეკეთებინა ერთ პატარა ლექსს! ''ჭა''ძვირფასო!გულწრფელად მიხარია,რომ თქვენც ასევე პროტესტის განცდა გაგიჩნდათ დიოტიმას სიტყვებზე.დიდი მადლობა! პირადად ჩემი აზრით, ქვეყანა სულს ღაფავს.სულს ღაფავს დასაბამიდან დღემდე. დიოტიმას რაც შეეხება,თუ ხელთ ჩაგივარდეთ,უთუოდ წაიკითხეთ პლატონის,,ნადიმი``თუ წაკითხული გაქვთ,ახლიდან გადაავლეთ თვალი.ერთი ბეწო და ძალიან საყვარელი წიგნია,ქართულად ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის მიერ შესანიშნავად თარგმნილი. დიოტიმა ერთი ტყვე-ქალია,უცხო ტომისა ,ტაძრის ქურუმი და თვით სოკრატეს მეგობარი. როდესაც ``ნადიმში ``სიყვარულის შესახებ მსჯელობენ ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ სანადიმოდ თავმოყრილი მამაკაცები და საბოლოო სიტყვას ბრძენ სოკრატეს გადაულოცავენ,სოკრატე ბრძანებს,რომ თავად მან სიყვარულისა არა იცის რა და მხოლოდ ის შეუძლია გაიმეოროს,რაც თავისი მეგობარი დიოტიმასგან სმენია. ამ სფეროში კი დიოტიმას გამოცდილება და ცოდნა მწარეა. სიყვარულის,სიბრძნის და ყოველივე ღვთაებრივის შესახებ მისთვის ცნობილი ამბები აზრს კარგავს,როცა მცირე ხნით კონკრეტულ,ნამდვილ,წარმავალ სატრფოსთან მარტოვდება. ;;რას დაეძებ,თუ იბნევიან ნათელმზიდველნი მთის წვეროდან ჩრდილთა მღვიმემდე`` - ეუბნება იგი სატრფოს,ეს ფრაგმენტი პლატონის მღვიმის ანუ გამოქვაბულის ცნობილ ამბავს ეხება.ბრძენნი ის ადამიანები არიან,რომელნიც ხედავენ ღვთაებრივ ნათელს/ეს კი იგივე სიყვარულია!/მაგრამ მათ ძალი არ შესწევთ, უმეცრების წყვდიადში.მღვიმეში მყოფ ადამიანებს რამე გააგებინონ,ეს ნათელი გადასცენ. როდესაც ეს ლექსი დაიბეჭდა ჯერ გაზეთ ``კალმასობაში``,შემდგომ გაზეთ ``ჩვენს მწერლობაში``,მახსოვს ბატონი შურა ონიანი,ცნობილი ენათმეცნიერი და ჩემი უფროსი მეგობარი შემხვდა და მოფერებით მისაყვედურა,რამ დაგაწერინა,არ არის ქვეყნად სიყვარული და არც ცაშიაო. ბატონო შურა-ვუპასუხე მე-.თქვენ არ ბრძანდებით პირველი,ვინც ამ დღეებში სწორედ ეს მისაყვედურა და მე მიხარია,რომ ჩემს ინტრიგაზე წამოეგო ყველა.ყველას გაუჩნდა სურვილი,დამიმტკიცოს,რომ სიყვარული არსებობს ცაშიც და მიწაზეც. სხვა ,ამაზე უკეთესი რა შეეძლო, გაეკეთებინა ერთ პატარა ლექსს! ``ჭა``ძვირფასო!გულწრფელად მიხარია,რომ თქვენც ასევე პროტესტის განცდა გაგიჩნდათ დიოტიმას სიტყვებზე.დიდი მადლობა!
20. ფინალი-არ არის ქვეყნად სიყვარული-და თქვენი აზრით რითი უდგას ქვეყანას სული? იქნებ არა აქვს?...რას ამბობს ამაზე დიოტიმა?- ფინალი-არ არის ქვეყნად სიყვარული-და თქვენი აზრით რითი უდგას ქვეყანას სული? იქნებ არა აქვს?...რას ამბობს ამაზე დიოტიმა?-
19. კონცეფცია სიყვარულის როგორც, დემონიური ძალის შესახებ,სამწუხაროდ,მე არ მეკუთვნის. მართალი გითხრათ მე მიხარია , ეგ" კონცეფცია" თქვენ რომ არ გეკუთვნით კონცეფცია სიყვარულის როგორც, დემონიური ძალის შესახებ,სამწუხაროდ,მე არ მეკუთვნის. მართალი გითხრათ მე მიხარია , ეგ" კონცეფცია" თქვენ რომ არ გეკუთვნით
18. ამ ადგილას სიმართლე რომ გითხრათ მეც გამეღიმა : 3. გალაკტიონი - “უსიყვარულოდ”, 4. ნ.დარბაისელი - სიყვარულით, (კეთილი, ადამიანური ღიმილით), მერე მივხვდი - ,,გამოყენებული ლიტერატურაც'' ერთგვარი ,,პოეტური ესსეა''...
მშვენიერია...მშვენიერი...
ისე, ბევრი რაღაცეები კი გამახსენდა...უბრალო,უბრალო რაღაცეები...
მე და მზეს შორის ფუტკარი ფრინავს როგორც სიცოცხლის ელჩი პატარა...
ცაზე ვხედავ წეროებს თითქოს წყვილი ღეროა მღერენ რომანსეროებს რადროს რომანსეროა...
ერთი წუთით არ იფიქროთ რაღაცეებს ,,ვპოტიკობდე'', არა, უბრალოდ, არც უფალი და არც სიყვარული ჩვენ არ მოგვიგონია...
,,სულ რყევაში ხარ...'' - კარგია ეგ რყევა და რას იზამ...
ამ ადგილას სიმართლე რომ გითხრათ მეც გამეღიმა : 3. გალაკტიონი - “უსიყვარულოდ”, 4. ნ.დარბაისელი - სიყვარულით, (კეთილი, ადამიანური ღიმილით), მერე მივხვდი - ,,გამოყენებული ლიტერატურაც`` ერთგვარი ,,პოეტური ესსეა``...
მშვენიერია...მშვენიერი...
ისე, ბევრი რაღაცეები კი გამახსენდა...უბრალო,უბრალო რაღაცეები...
მე და მზეს შორის ფუტკარი ფრინავს როგორც სიცოცხლის ელჩი პატარა...
ცაზე ვხედავ წეროებს თითქოს წყვილი ღეროა მღერენ რომანსეროებს რადროს რომანსეროა...
ერთი წუთით არ იფიქროთ რაღაცეებს ,,ვპოტიკობდე``, არა, უბრალოდ, არც უფალი და არც სიყვარული ჩვენ არ მოგვიგონია...
,,სულ რყევაში ხარ...`` - კარგია ეგ რყევა და რას იზამ...
17. ოOჰOოOოOო ! ოOჰOოOოOო !
16. კარგო ,ქალბატონო დებორა, მე შეიძლება ნაკლებად მეტყობა ,მაგრამ ძალიან კარგად ვიცი დემონურის მნიშვნელობაც და გამიგია რომ არიან ადამიანები ვისაც დაუჯინიათ და ამტკიცებენ სიყვარული დემონური ძალის გამოვლენაო, შორს რომ არ წავიდეთ და პლატონი ყველას კარგად გვიმყოფოს ღმერთმა, არც ჩვენი შოთა იდგა ხანდახან მაგ აზრისგან შორს, თქვენ ბევრი წყარო გაქვთ მითითებული , მაგრამ ბევრი გამოგრჩებოდათ და გაგვიმხილეთ რა აზრი დევს გამოყენებული ლიტერატურის მითითებაში, დარწმუნებული ვარ, ეს ის თოფია ბოლოში რომ ისვრის და ელველებძე უნდა შეგედავოთ , როგორც ერთ დროს ფიზიკოსი არ ვეთანხმები ელველებისთვის თქვენს ნმიერ მიწერილ თვისებებს. კარგო ,ქალბატონო დებორა, მე შეიძლება ნაკლებად მეტყობა ,მაგრამ ძალიან კარგად ვიცი დემონურის მნიშვნელობაც და გამიგია რომ არიან ადამიანები ვისაც დაუჯინიათ და ამტკიცებენ სიყვარული დემონური ძალის გამოვლენაო, შორს რომ არ წავიდეთ და პლატონი ყველას კარგად გვიმყოფოს ღმერთმა, არც ჩვენი შოთა იდგა ხანდახან მაგ აზრისგან შორს, თქვენ ბევრი წყარო გაქვთ მითითებული , მაგრამ ბევრი გამოგრჩებოდათ და გაგვიმხილეთ რა აზრი დევს გამოყენებული ლიტერატურის მითითებაში, დარწმუნებული ვარ, ეს ის თოფია ბოლოში რომ ისვრის და ელველებძე უნდა შეგედავოთ , როგორც ერთ დროს ფიზიკოსი არ ვეთანხმები ელველებისთვის თქვენს ნმიერ მიწერილ თვისებებს.
15. ხედავ? აფრინდა წყვილი წერო, ცაც აირია, შემოისერა ბედისწერის თეთრი არშია.
რას ვერჩით ღმერთებს, ეს ტანჯვაც ხომ ჩვენ მოვიგონეთ. არ არის ქვეყნად სიყვარული და არც ცაშია.
სიყვარულს გააჩნია, ნინო... ეს საკამათოა. იქ, "ცაში" მხოლოდ სიყვარულია! და ქვეყანაც სიყვარულის ღერძზე ტრიალებს... ლექსი კი - ძალიან მომეწონა! ჩემს "რჩეულში" შევიტანე... ხედავ? აფრინდა წყვილი წერო, ცაც აირია, შემოისერა ბედისწერის თეთრი არშია.
რას ვერჩით ღმერთებს, ეს ტანჯვაც ხომ ჩვენ მოვიგონეთ. არ არის ქვეყნად სიყვარული და არც ცაშია.
სიყვარულს გააჩნია, ნინო... ეს საკამათოა. იქ, "ცაში" მხოლოდ სიყვარულია! და ქვეყანაც სიყვარულის ღერძზე ტრიალებს... ლექსი კი - ძალიან მომეწონა! ჩემს "რჩეულში" შევიტანე...
14. ჰარირამა ძვირფასო!,, დემონური ველი,,-ასეთ ცნებას მართლაც არ იცნობს ანტიკური მითოლოგია და ფილოსოფია.მისი გეოგრაფიული ლოკალის დაზუსტებაც არასოდეს მიფიქრია. მითოლოგიურ ლექსიკონში თუ მონახავთ დემონის//დაიმონის მნიშვნელობას,დარწმუნდებით,რომ ესენი არიან არა ადამიანები ანდა ღმერთები,არამედ მათ შორის მდგომი,შუალედური არსებანი. რაკი ისინი ბოლომდე არც მიწისანი არიან არც ცისა,და ღმერთსა და კაცს შორისაც რაღაც ბარიერს,სამანს,გარდამავალ-გარდაუვალ საზღვარს ქმნიან,,,გახიდულნი'' არიან,ჩემი პოეტური ინტერპრეტაციით,წარმოიქმნება გამყოფი,ძნელად გადასალახი არე,სივრცე,ველი/ელექტრული და არა გეოგრაფიული ველის მნიშვნელობით/. ჰარირამა ძვირფასო!,, დემონური ველი,,-ასეთ ცნებას მართლაც არ იცნობს ანტიკური მითოლოგია და ფილოსოფია.მისი გეოგრაფიული ლოკალის დაზუსტებაც არასოდეს მიფიქრია. მითოლოგიურ ლექსიკონში თუ მონახავთ დემონის//დაიმონის მნიშვნელობას,დარწმუნდებით,რომ ესენი არიან არა ადამიანები ანდა ღმერთები,არამედ მათ შორის მდგომი,შუალედური არსებანი. რაკი ისინი ბოლომდე არც მიწისანი არიან არც ცისა,და ღმერთსა და კაცს შორისაც რაღაც ბარიერს,სამანს,გარდამავალ-გარდაუვალ საზღვარს ქმნიან,,,გახიდულნი`` არიან,ჩემი პოეტური ინტერპრეტაციით,წარმოიქმნება გამყოფი,ძნელად გადასალახი არე,სივრცე,ველი/ელექტრული და არა გეოგრაფიული ველის მნიშვნელობით/.
13. კონცეფცია სიყვარულის როგორც, დემონიური ძალის შესახებ,სამწუხაროდ,მე არ მეკუთვნის.ჩემამდე დაახლოებით სამი ათასი წლის წინათ ანტიკურ მითოლოგიაში და შემდგომ ფილოსოფიაში ცნობილია,ასახულია პლატონის ქმნილებებშიც. მოგვიანებით აქტუალური გახდა სიმბოლისტურ აზროვნებაში. ასე რომ, შეგიძლიათ გაიზიაროთ,შეგიძლიათ არა,ანტიკური აზროვნების შემდეგ ხომ იმდენი რამ შეიცვალა. ჩემი წვლილი აქ უაღრესად მოკრძალებულია, უბრალოდ ამ აზრს მხატვრული,პოეტური ინტერპრეტაცია მივანიჭე. კონცეფცია სიყვარულის როგორც, დემონიური ძალის შესახებ,სამწუხაროდ,მე არ მეკუთვნის.ჩემამდე დაახლოებით სამი ათასი წლის წინათ ანტიკურ მითოლოგიაში და შემდგომ ფილოსოფიაში ცნობილია,ასახულია პლატონის ქმნილებებშიც. მოგვიანებით აქტუალური გახდა სიმბოლისტურ აზროვნებაში. ასე რომ, შეგიძლიათ გაიზიაროთ,შეგიძლიათ არა,ანტიკური აზროვნების შემდეგ ხომ იმდენი რამ შეიცვალა. ჩემი წვლილი აქ უაღრესად მოკრძალებულია, უბრალოდ ამ აზრს მხატვრული,პოეტური ინტერპრეტაცია მივანიჭე.
12. რა თქმა უნდა, სიყვარული დემონური ძალაა, იმ კუთხით თუ მივუდგებით, რომ დემონიც იგივე ანგელოზია ( ან პირიქით)
რა თქმა უნდა, სიყვარული დემონური ძალაა, იმ კუთხით თუ მივუდგებით, რომ დემონიც იგივე ანგელოზია ( ან პირიქით)
11. რას ვერჩით ღმერთებს, ეს ტანჯვაც ხომ ჩვენ მოვიგონეთ. არ არის ქვეყნად სიყვარული და არც ცაშია.
"ღმერთი სიყვარული არს..." სხვა რა ვთქვა? ჩვენ მოვიგონეთ ტანჯვა, მაგრამ გააჩნია რას ვეძახით სიყვარულს.
ამ ადგილას გამეღიმა : 3. გალაკტიონი - “უსიყვარულოდ”, 4. ნ.დარბაისელი - სიყვარულით,
მაინც სიყვარულამდე მივდივართ :) რას ვერჩით ღმერთებს, ეს ტანჯვაც ხომ ჩვენ მოვიგონეთ. არ არის ქვეყნად სიყვარული და არც ცაშია.
"ღმერთი სიყვარული არს..." სხვა რა ვთქვა? ჩვენ მოვიგონეთ ტანჯვა, მაგრამ გააჩნია რას ვეძახით სიყვარულს.
ამ ადგილას გამეღიმა : 3. გალაკტიონი - “უსიყვარულოდ”, 4. ნ.დარბაისელი - სიყვარულით,
მაინც სიყვარულამდე მივდივართ :)
10. ლექსი გენიალური,მომისმენი თქვენი წაკითხულიც და თქვენი წიგნიც მაქვს...
"არც ცაში და არც მიწაზე,სიყვარული არის სადღაც შუაში,იქ სადაც დემონების ველია. ,,სიყვარული აგვამაღლებს`` ადამიანთა მოდგმაზე ,მაგრამ ღმერთამდე ვერ ვაღწევთ,იქამდე , შუაში სანიშნი,საზღვარია, მაგრამ მოქანავე,ამიტომ ვერც ფეხს მოიკიდებ.ამიტომ ვიდრე შეყვარებული ხარ,ანუ დემონურ ძალას ემორჩილები,სულ რყევაში ხარ."
ამ თემაზე კი, კამათი შორს წაგვიყვანს... ერთს კი ვეთანხმები: "მაგრამ ღმერთამდე ვერ ვაღწევთ..."
ლექსი გენიალური,მომისმენი თქვენი წაკითხულიც და თქვენი წიგნიც მაქვს...
"არც ცაში და არც მიწაზე,სიყვარული არის სადღაც შუაში,იქ სადაც დემონების ველია. ,,სიყვარული აგვამაღლებს`` ადამიანთა მოდგმაზე ,მაგრამ ღმერთამდე ვერ ვაღწევთ,იქამდე , შუაში სანიშნი,საზღვარია, მაგრამ მოქანავე,ამიტომ ვერც ფეხს მოიკიდებ.ამიტომ ვიდრე შეყვარებული ხარ,ანუ დემონურ ძალას ემორჩილები,სულ რყევაში ხარ."
ამ თემაზე კი, კამათი შორს წაგვიყვანს... ერთს კი ვეთანხმები: "მაგრამ ღმერთამდე ვერ ვაღწევთ..."
9. ლექსი თავისთავად კარგია,როგორც ლექსი,მაგრამ თქვენი აზრები "დემონურ ველებზე" და მის გეოგრაფიულ ადგილსამყოფელზე, რბილად რომ ვთქვა საკამათოა, და თუ თქვენ ამ ლექსით იმის თქმა გინდოდათ, რასაც კომენტარისას იძახით,ვერანაირად, მე ,ვერ დაგეთანხმებით, რადგან თქვენი განცდა სიყვარულისა ვერანაირად ვერ იქნება , სხვისთვის მაგალითი და საერთოდ რას გულისხმობთ დემონებში, შეიძლება რაღაც სხვა აზრი გიდევთ... თვენი ლექსების და შემოქმედების მოყვარული ჰარირამა. ლექსი თავისთავად კარგია,როგორც ლექსი,მაგრამ თქვენი აზრები "დემონურ ველებზე" და მის გეოგრაფიულ ადგილსამყოფელზე, რბილად რომ ვთქვა საკამათოა, და თუ თქვენ ამ ლექსით იმის თქმა გინდოდათ, რასაც კომენტარისას იძახით,ვერანაირად, მე ,ვერ დაგეთანხმებით, რადგან თქვენი განცდა სიყვარულისა ვერანაირად ვერ იქნება , სხვისთვის მაგალითი და საერთოდ რას გულისხმობთ დემონებში, შეიძლება რაღაც სხვა აზრი გიდევთ... თვენი ლექსების და შემოქმედების მოყვარული ჰარირამა.
8. რამოდენიმეჯერ...
კარგი ლექსია, აზრიანი და საინტერესო...
ღმერთს და კაცს შუა მოქანავე ვნახე სამანი - იქ გახიდულებს პირზე კოცნით ვიცნობ დემონებს.
თქვენ ფიქრობთ, რომ სიყვარული დემონური ძალაა? ეს მონაკვეთი მე სხვანაირად გავიგე, თქვენი კომენტარიდან კი სულ სხვა აზრი გამოვიტანე... რამოდენიმეჯერ...
კარგი ლექსია, აზრიანი და საინტერესო...
ღმერთს და კაცს შუა მოქანავე ვნახე სამანი - იქ გახიდულებს პირზე კოცნით ვიცნობ დემონებს.
თქვენ ფიქრობთ, რომ სიყვარული დემონური ძალაა? ეს მონაკვეთი მე სხვანაირად გავიგე, თქვენი კომენტარიდან კი სულ სხვა აზრი გამოვიტანე...
7. კიდევ მოვედი აქ... მართლა რა კარგი ლექსია, იმ დროისა და სივრცის მომცველი,რომელშიც ადამიანური გონი, გრძნობიერება, გამოცდილება და ინტუიციაა განფენილი... გენაცვალე მაგ ჭკვიან სულში:) კიდევ მოვედი აქ... მართლა რა კარგი ლექსია, იმ დროისა და სივრცის მომცველი,რომელშიც ადამიანური გონი, გრძნობიერება, გამოცდილება და ინტუიციაა განფენილი... გენაცვალე მაგ ჭკვიან სულში:)
6. ეს ლექსი თქვენი წაკითხული მომისმენია და თავადაც წამიკითხავს. მომწონს! განსაკუთრებით ბოლო ნაწილი და იგივე ფრაზა, რაც პირველი კომენტარის ავტორმა გამოარჩია. ეს ლექსი თქვენი წაკითხული მომისმენია და თავადაც წამიკითხავს. მომწონს! განსაკუთრებით ბოლო ნაწილი და იგივე ფრაზა, რაც პირველი კომენტარის ავტორმა გამოარჩია.
5. ცხადია,გეთანხმები,ბაო ძვირფასო! ცხადია,გეთანხმები,ბაო ძვირფასო!
4. მინიმუმ ორჯერო:) და რამდენჯერ მაქვს წაკითხული, ნინო, ძალიან კარგია, მიუხედავად იმისა რომ პოეზია სულ სხვა და ახლაი რეალობაა ზოგადად, მაინც "დემონურად" უხდება მას "სიმართლე,სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა", ხო,მეთანხმები? მინიმუმ ორჯერო:) და რამდენჯერ მაქვს წაკითხული, ნინო, ძალიან კარგია, მიუხედავად იმისა რომ პოეზია სულ სხვა და ახლაი რეალობაა ზოგადად, მაინც "დემონურად" უხდება მას "სიმართლე,სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა", ხო,მეთანხმები?
3. დაუკვირდით: ღმერთს და კაცს შუა მოქანავე ვნახე სამანი - იქ გახიდულებს პირზე კოცნით ვიცნობ დემონებს.
არც ცაში და არც მიწაზე,სიყვარული არის სადღაც შუაში,იქ სადაც დემონების ველია. ,,სიყვარული აგვამაღლებს'' ადამიანთა მოდგმაზე ,მაგრამ ღმერთამდე ვერ ვაღწევთ,იქამდე , შუაში სანიშნი,საზღვარია, მაგრამ მოქანავე,ამიტომ ვერც ფეხს მოიკიდებ.ამიტომ ვიდრე შეყვარებული ხარ,ანუ დემონურ ძალას ემორჩილები,სულ რყევაში ხარ. დაუკვირდით: ღმერთს და კაცს შუა მოქანავე ვნახე სამანი - იქ გახიდულებს პირზე კოცნით ვიცნობ დემონებს.
არც ცაში და არც მიწაზე,სიყვარული არის სადღაც შუაში,იქ სადაც დემონების ველია. ,,სიყვარული აგვამაღლებს`` ადამიანთა მოდგმაზე ,მაგრამ ღმერთამდე ვერ ვაღწევთ,იქამდე , შუაში სანიშნი,საზღვარია, მაგრამ მოქანავე,ამიტომ ვერც ფეხს მოიკიდებ.ამიტომ ვიდრე შეყვარებული ხარ,ანუ დემონურ ძალას ემორჩილები,სულ რყევაში ხარ.
2. ''თვით უკვდავებაც სიკვდილივით არის ამაო.''- კაია ``თვით უკვდავებაც სიკვდილივით არის ამაო.``- კაია
1. აბა სადააა?
აბა სადააა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|