ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: პროზა
6 სექტემბერი, 2008


ვიმეგობროთ

რა კარგი ხარ?!.
ვინ ხარ?..
საიდან მოხვედი?..
რა ლამაზი თვალები გაქვს?!.
შენთან შეხებაც რა სასიამოვნოა...
შეიძლება მოგეფერო?..
რატომ გაიწიე?!.
არ მოგწონვარ?!.
ნუ გეშინია, არაფერს გავნებ...
მითხარი, მე სულ არ მოგეწონე?..
აი, მე კი მომეწონე!..
თანაც ძალიან...
მაგრამ შენ რატომ არაფერს მეუბნები?!.
მოდი ვიმეგობროთ, რა...
მე ხშირად მოვალ და მოგეფერები ხოლმე...
ხომ კარგი იქნება?!.
რადგან არ მიდიხარ, ესეიგი ჩემთან გსიამოვნებს...
ვიცი, სიჩუმე თანხმობის ნიშანია...
უი, რა ლამაზი გულსაკიდი გაქვს...
შეიძლება წავეთამაშო?..
იცი, როგორ მიყვარს ლამაზი ნივთები?!.
შენც რომ ლამაზი ხარ, უკვე გითხარი?..
არა?!.
თუ არა, მაშინ ახლავე გეტყვი...
ძალიან ლამაზი ხარ...
კიდევ მოგეფერები რა...
ვაი, პატარათი ყურზე გიკბინე...
ხო არ გატკინე?..
თუ გინდა შენც მიკბინე...
არა?!.
მაშინ, მომეფერე მაინც...
არც მოფერება გინდა?!.
რა მორცხვი ყოფილხარ?!.
მაშინ, ისევ მე მოგეფერები...
რა კარგი ხარ...
ძალიან მსიამოვნებს...
ძალიან...

- ზიზი! სად ხარ?!. მოდი ჩემთან!.. აი, თურმე სად ყოფილხარ!.. ჩემი ახალი სათამაშო გაიცანი?.. მოგეწონა?.. ხომ საყვარელი ფუმფულაა?.. დღეს მაჩუქა დედიკომ... მაგრამ, შენ მაინც უფრო ფუმფულა ხარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ... მოდი რა ჩემთან, მოგეფერო... მოდი, მოდი, ჩემი კარგი ზიზი...
- მრრრ, მიაუ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები