ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2011


გაზაფხულია...

        ***
სხეული_ ციხე-შეუვალი...
ნეკნთა გალია...
გული კი მასში მოფრთხიალე,
პატარა ჩიტი...

      ***
მთა - პატარძალი, ღრუბლის ფატით...
ხევს იქეთ სიძეს
წყაროდ გადმოსდის გულიდან ვნება...

      ***
გადასკდა კვირტი,
გაზაფხულმა გამიღიმა
ნუშის თვალებით...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები