 | ავტორი: ყარიბი ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2008 |
* * *
უკვე ჩადგა ქარი, უკვე აღარ ცივა, ციდან თეთრი ვარსკვლავები ცვივა, მე ისევ ვბრუნდები სიყვარულზე ფიქრს, როგორც მწერალი სიჭაბუკეში დაწყებულ და მიტოვებულ რომანს. ჩემს თმებში თავი შეუყრია უამრავ ფიფქს. მათგან ყველა როდი გადნება თბილ ოთახში შესვლისას. ფიფქი აღვიძებს ჩაძინებულ ტრფიალის ნდომას. მე შენზე ვფიქრობ და არ ვიცი, ვინ ხარ, რა გქვია. ლია, მანანა, ანა თუ ელისო, ციდიან კი უამრავი თეთრი ვარსკვლავი ცვივა. მათგან ვინ იცის, თუ სად ელის ნავსაყუდელი: პოეტის თმებში თუ გამჭვარტლულ საკვამლე მილზე, ბეღურას ფრთებზე თუ წარმოდგენის მერე გადაგდებულ თეატრის ბილეთზე... ვარსკვლავები მაინც ცვივიან... შენ შესაძლოა თბილ ოთახში ზიხარ და ფიქრობ და მუხლებზე გიდევს ჟურნალი, - სადაც ჩემი ექვსიოდე ლექსია დაბეჭდილი: „ჩვენ ერთი ფერის თვალები გვქონდა”. და იქნებ მომაწერო ოცნებისთვის ტრადიციული ცისფერი თვალები, რაიც არასდროს არ მქონია და, ალბათ, ამ დროს შენი სახლის საკვამლე მილზე რომელიღაც ფიფქს დაეწყება სასიკვდილო აგონია. შენ, შესაძლოა, მეგობარ გოგოებთან ერთად ფანჯარაზე ხარ გადმომდგარი და გასცქერი ქუჩას, რომელიც შენი ყელისფრად არის დაფერილი, ან კიდევ ვიღაც ადუღებს ყავას, რისი დალევის შემდგომ, აუცილებლად იფიქრებ საბედოზე... ციდან კი უამრავი ვარსკვლავი ცვივა... მათგან, ვინ იცის, თუ სად ელის ნავსაყუდელი... ვარსკვლავები მაინც ცვივიან... და ახლა თუ ბინაში ისე იგრძენი თავი, როგორც ფიფქი გრძნობს ღრუბლის სასახლეში, სადაც ვერაფრით ვერ ეტევა... და თუ ფიფქივით აფარფატდი სადმე, ჩემს ახლოს, იცოდე, მეყვარები თავდავიწყებით... უკვე ჩადგა ქარი... უკვე აღარ ცივა... ციდან თეთრი ვარსკვლავები ცვივა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. უკვე ჩადგა ქარი, უკვე აღარ ცივა, ციდან თეთრი ვარსკვლავები ცვივა,---მე კი ეს 2 ტაეპი მესუსტა, რომელიც ეჭვსგარეშეშეა, ავტორისთვის ძალიან ძვირფასია.
ლექსი ძალიან განწყობიანია, ლამაზი, ზღვა ემოციებით.
მეტი და მეტი მინდა ამ ავტორის წავიკითხო! უკვე ჩადგა ქარი, უკვე აღარ ცივა, ციდან თეთრი ვარსკვლავები ცვივა,---მე კი ეს 2 ტაეპი მესუსტა, რომელიც ეჭვსგარეშეშეა, ავტორისთვის ძალიან ძვირფასია.
ლექსი ძალიან განწყობიანია, ლამაზი, ზღვა ემოციებით.
მეტი და მეტი მინდა ამ ავტორის წავიკითხო!
8. უკვე ჩადგა ქარი, უკვე აღარ ცივა, ციდან თეთრი ვარსკვლავები ცვივა,
5 უკვე ჩადგა ქარი, უკვე აღარ ცივა, ციდან თეთრი ვარსკვლავები ცვივა,
5
7. არააა... წინა ჯობდა. 3 არააა... წინა ჯობდა. 3
6. მე რაღაც ვერ... მე რაღაც ვერ...
5. რომანტიკა .... რომანტიკა ....
4. ერთეროვანია და გაწელილი. არცერთი ძლიერი პოეტური სახე. 3 აქ:)
ერთეროვანია და გაწელილი. არცერთი ძლიერი პოეტური სახე. 3 აქ:)
2. საინტერესო ფიფქებია... ყველგან არიან და ყველაფერში მონაწილეობენ, მომწონს.6 საინტერესო ფიფქებია... ყველგან არიან და ყველაფერში მონაწილეობენ, მომწონს.6
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|