ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელლე.
ჟანრი: პროზა
30 მარტი, 2011


სასაცილოა

      ბიჭი N1:
            მე შენთვის-მოკლეკაბიანი მეტიჩარა.შენ ჩემთვის-ფლირტის ობიექტი.
           
                დილით მე გასწრებ ადგომას,ვსვამ ყავას და გავრბივარ (არადა,რას გავრბივარ,მაგას უფრო ბოდიალი ჰქვია) უნივერსიტეტში.პირველ ლექციაზე მძინავს,როგორც წესი,ოღონდ თვალგახელილს.ლექციის მეორე ნახევარზე ვზივარ მორჩილად და ტუჩებს ვავარჯიშებ,ან ვერთობი იურას გამწარებული სიფათით,რომელიც უამრავჯერ გვამეორებინებს:"მნი ნმი ნმი მნი" და მაინც არაფერი გამოსდის-რა ჟურნალისტები ვეზრდებით ქვეყანას?! პირდაპირ შესაშურია.თორმეტიდან პირველამდე  იწყება ჩემი ტანჯვა-ლექციას ვეღარ ვუძლებ,მაგრამ საშველი არაა!გვერდით მეგობარი მიზის და მჩქმეტს,ან ფეხს ფეხზე მაჭერს,რომ არ გავიქცე (რა უბედურებაა,რამხელა ფეხები აქვს ამ უპატრონოს).ბოლოს,"კურილკას" ვიმიზეზებ და გარეთ გამოვდივარ!...ყოველდღე ერთი და იგივე.რა თქმა უნდა,დამლაგებელთან დიალოგს ვერ გადავურჩი:
    -გოგოო,მოკვდები ამდენი ბოლის ყლაპვით.გახდი უკვე შენი ჟაკეტის ფერი.იცოდე იმდენს იზამ,შვილი აღარ გეყოლება...
    -კარგი ნანიკო რააა!შემეშვი,საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრას მე მაინც არ ვაპირებ...
    -ეგ რა შუაშია,გოგო! შვილი არ გინდა?
    -არა!
    -დედააა,გადავირიეეე! რა თაობა მოდიის!-თავს იქნევს და მიდის.       
      საათს დავყურებ!წესით,უნდა გამოჩნდე.უი,ჰააჰ,ვიცოდი.მოაბოტებ.რამ სიმაღლე ხააარ!
            შენ შუადღით დგები,არ ვიცი რას ჭამ ან რას სვამ.ვიცი,რომ იცვამ მწვანე ჟაკეტს,იმიტომ,რომ გითხარი თვალებზე გიხდებათქო და მოდიხარ უნიში საქმიანი სახით.ლექციებზე არ შედიხარ,რა თქმა უნდა, და მე არ ვიცი,შენ რა გეშველება,მაგრამ,მიხარია გარეთ რომ დგახარ ჩემთან ერთად და საყვარლად მიღიმი უმანკო ბავშვივით...მე შენ მომწონხარ და ეს კარგად იცი! როგორც წესი მალე მიდიხარ და მე შენი ღიმილიანი სახე და დაბნეული მზერა მრჩება.


          ბიჭი N2:

              მე შენთვის-სიყვარულის არანორმალური ობიექტი.შენ ჩემთვის-მარტოობის უებარი წამალი.

                დილით მოკლე ტექსტური შეტყობინება:"სად ხარ?რას შვები?"მე,რა თქმა უნდა,სამი საათის დაგვიანებით გპასუხობ:"ამ წამს გავახილე თვალები.მომენატრე!"პასუხად მომდის კოცნა.
                ჩვენ კვირის განმავლობაში დაგეგმილად მხოლოდ ერთხელ ვნახულობთ ერთმანეთს შენთან.როცა მოვდივარ ყოველთვის მხვდები ეზოში და ერთად ავდივართ შინ.ლიფტში მკოცნი და თმას მიჩეჩავ.მერე,როგორც წესი,შენ კომპიუტერთან ზიხარ,მე ფანჯარაში ნახევრად გადაკიდებული ვეწევი სიგარეტს.ვუსმენთ ზეპელინს.ხარ მუდო,მაგრამ ასეთი რომ არ იყო შენთან არც გავჩერდებოდი.ვასრულებ მოწევას,ზურგიდან გეხუტები და კისერში გკოცნი.მიყვარს შენი სუნამოს სუნი და შენი სიმშვიდე.შენ ერთადერთი ადამიანი,ვისთანაც ვტირი და არ ვმალავ ემოციებს....ჩემი წასვლისას მუდმივად ვჩხუბობთ და მერე იშვიათად მაცილებ შინ,უფრო ხშირად კი ჩემი გაცხარებული ქაქანი,ქუსლების კაკუნის ხმა გესმის,კიბეზე რომ ჩავრბივარ და თან ვიმუქრები რომ აღარასდროს გნახავ.მაგრამ ყველაფერი თავიდან მეორდება...სადამდე ?

        ბიჭი  N3:

        მე შენთვის-ჩახვეული,მოძველებული ფიფიტა.შენ ჩემთვის-ზღაპრებში წაკითხული სიყვარული.

      სასაცილოა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები