 | ავტორი: ის.... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 აპრილი, 2011 |
- მოშე, ცოტაც გაუძელი, მალე გათენდება. ფეხშიშველი ქალი რკინის ორსართულიან საწოლთან არის ჩამუხლული და კაცს ოფლს წმენდს შუბლიდან. -გოლდა, ყველა დილა ჩვენს სოფელში დარჩა. აქ მამლები არ ყივიან. კაცს საშინელი ხველა უვარდება. -მშვიდად, მოშე, მშვიდად,- ქალი ორივე ხელს პირზე აფარებს კაცს და ცდილობს, აღარ იფიქროს მოხუცზე, რომელსაც კუთხეში ეძინა და მთელი ღამე ახველებდა. 4 დღის წინ ის წვერიანი კაცი ზედამხედველებმა სადღაც წაიყვანეს და ჯერაც არ მოუყვანიათ უკან. ერთი საწოლი გათავისუფლდა. მოშეს ხველებამ უკლო. ქალმა შალი მოიხვია მხრებზე, მოხრილ მუხლებზე დადო თავი და თვალები დახუჭა. არ ტიროდა. გოლდას თვალებში ვაგონებივით მოძრაობდნენ კადრები. ქერა კულულებიანი გოგო ტბის პირას გარბის, ხელში პეპლების საჭერი უკავია და იცინის. უკან გოლდა მისდევს, ეწევა ბავშვს და ორივე ბალახზე წვებიან დაღლილები. ამ დროს ტბიდან ამოდიან გრძელ შინელიანი ჯარისკაცები და გაყინული სახეებით უყურებენ თეთრ ნაჭერს გოლდას მკლავზე. - ჰაჰ. ებრაელები,- ერთხმად ჩაილაპარაკეს ჯარისკაცებმა და გადააფურთხეს. ამის შემდეგ გოლდას ახსოვს წითელი ვაგონი, მუჭებში ჩარჩენილი ქერა თმები, ბავშვის ტირილი. მერე შემოხეული ტანსაცმელი, ჯარისკაცის ნაიარევი სახე და ბოლოს, შეხვედრა ქმართან, რომელიც ბანაკის ტერიტორიაზე, წვიმაში, სხვებთან ერთად მიათრევდა კარტოფილის ტომრებს. მოშეს ხველა უძლიერდება. - გოლდა, იცი ჩვენი სოფელი დამესიზმრა. შენ და ანნას თეთრი კაბები გეცვათ და ხის კალათით ახალი გამომცხვარი პური მოგქონდათ ჩემთან. მერე სამივე ერთად ვუყურებდით, როგორ გროვდებოდნენ მზეები ტბაში. მე არ მახველებდა, არც შენ გქონდა ნაოჭები თვალებთან. - მოშე, დავბრუნდებით ბინაროვაში და ყოველ საღამოს ისევ წავალთ ტბაზე ველოსიპეტით.იცი, დღეს ახლები ჩამოიყვანეს, მგონი კრაკოვიდან არიან და თქვეს, რომ ნაცისტები უკან იხევენ. -გოლდა, ამ კედლებს ვერ გავცდებით. მე უკვე ამ რკინის საწოლს შევეზარდე.. მოშეს საშინლად ახველებს. ცალთვალა კაცი, რომელიც მეორე სართულზე წევს ქალს ეჩურჩულება : " პირზე ხელები დააფარე, შემოვლა იწყება". ----- გოლდას მაჯებში ძალა აღარ აქვს. შალი ძირს გდია. ქალი მუზლებზე ხელებშემოხვეული ზის და მხოლოდ მხრები უცახცახებს. ცალთვალა კაცი საწოლის სახელურს უჭერს ხელებს და ხრინწიანი ხმით ჩურჩულებს :" დამპალი ნაცისტები.." --- კიდევ ერთი საწოლი გათავისუფლდა. ბინაროვაში მამლებმა იყივლეს. გათენდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მის თევზები ისევ დუმან... აპათია. 2011-04-04 22:23:15 მარიენ. ადამიანები უფრო.. ის..... 2011-04-05 12:00:00 დედა, დედა. ნწ ნწ ნწ მის თევზები ისევ დუმან... აპათია. 2011-04-04 22:23:15 მარიენ. ადამიანები უფრო.. ის..... 2011-04-05 12:00:00 დედა, დედა. ნწ ნწ ნწ
8. ყოჩაღ, ყოჩაღ და ყოჩაღ!!! ძალიან მომეწონა!!! საშინელი დევნა და გენოციდი!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ, ყოჩაღ და ყოჩაღ!!! ძალიან მომეწონა!!! საშინელი დევნა და გენოციდი!!! გაიხარე შენა!!!
7. ძალიან მაგარი ნაწერია და რატომ ჰყავს ასეთი მცირე რაოდენობის დამკომენტარებელ-მკითხველი. აქ აშკარად სხვა სურათი უნდა იყოს! ძალიან მაგარი ნაწერია და რატომ ჰყავს ასეთი მცირე რაოდენობის დამკომენტარებელ-მკითხველი. აქ აშკარად სხვა სურათი უნდა იყოს!
6. კარგია , ზალიან ტანაც.:) კარგია , ზალიან ტანაც.:)
5. ჰაჰ. მადლობა მადლობა : )
მარიენ. ადამიანები უფრო.. ჰაჰ. მადლობა მადლობა : )
მარიენ. ადამიანები უფრო..
4. დამაჯერებელი კადრებია,კარგად წერთ.:) დამაჯერებელი კადრებია,კარგად წერთ.:)
3. როგორი სხვანაირი სიმშვიდე მოაქვვთ შენს ნაწერებს ჩემთვის, რომ იცოდე :)
და როგორ მჭირდება ხოლმე ზოგჯერ :)
როგორი სხვანაირი სიმშვიდე მოაქვვთ შენს ნაწერებს ჩემთვის, რომ იცოდე :)
და როგორ მჭირდება ხოლმე ზოგჯერ :)
2. ვახ როგორ მომნატრებია შენი ნაწერები თურმე.. სულ მიკვირს ასე მცირე ზომის ტექსტში როგორ ატევ ამხელა ემოციას და შინაარს...თან ასეთი პატარა ხარ ასაკით... ძალიან მაგარი ხარ...
მის თევზები ისევ დუმან... ვახ როგორ მომნატრებია შენი ნაწერები თურმე.. სულ მიკვირს ასე მცირე ზომის ტექსტში როგორ ატევ ამხელა ემოციას და შინაარს...თან ასეთი პატარა ხარ ასაკით... ძალიან მაგარი ხარ...
მის თევზები ისევ დუმან...
1. ოსვენციმის ბანაკი... ებრაელთა გენოციდი(ჰოლოკოსტი) ... სრული სიცხადით მოტანილი სახეები... უიმედოთა იმედი :- "მოშე, დავბრუნდებით ბინაროვაში და ყოველ საღამოს ისევ წავალთ ტბაზე ველოსიპეტით.იცი, დღეს ახლები ჩამოიყვანეს, მგონი კრაკოვიდან არიან და თქვეს, რომ ნაცისტები უკან იხევენ." კიდევ ერთი "თავისუფალი" ადგილი... ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა!
ოსვენციმის ბანაკი... ებრაელთა გენოციდი(ჰოლოკოსტი) ... სრული სიცხადით მოტანილი სახეები... უიმედოთა იმედი :- "მოშე, დავბრუნდებით ბინაროვაში და ყოველ საღამოს ისევ წავალთ ტბაზე ველოსიპეტით.იცი, დღეს ახლები ჩამოიყვანეს, მგონი კრაკოვიდან არიან და თქვეს, რომ ნაცისტები უკან იხევენ." კიდევ ერთი "თავისუფალი" ადგილი... ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|