ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2008


საწყალი

- გამარჯიბა!
- გაგიმარჯოს!
- როგორა ხარ?
- რა ვიცი, დავფრინავ ჩემთვის და ვარ... შენ როგორ ხარ?
- მეც ეგრე, ხან ვარ, ხან არც ვარ, ხან ბევრი ვარ, ხან სულ სხვაგან ვარ...
- შენი ძმა სად არის? ამ ბოლო დროს ვეღარ ვხედავ.
- ეჰ... ისეთი უკურნებელი სენი შეეყარა, რომ...
- არაფერი ეშველება?
- არა... არა... ვინც ნახა, ყველამ თქვა, რაც არ უნდა იღონოთ მაინც მოკვდებაო.
- კი, მაგრამ ასეთი რა დაემართა?
- საწყალი, სიცოცხლით დაავადდა.
- მერე, ახლა სად არის?
- იზოლირებულია მისნაირებთან ერთად, აგე იქ, დედამიწაზე.
- ეჰ... საწყალი... საწყალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები