მე შედედებულ ჰაერს ვგრძნობდი, სისხლით გაჟღენთილს, და იყო შიში, არტერიებს ძრწოლა კვებავდა. მე მეშინოდა მოშიებულ პირღია მიწის, ქარიშხლის ხმაზე აჩრდილების აშლილ ვნებათა.
და აღარ ვწერდი ლექსებს, კალამს კრიჭა შეეკრა, იყო სიჩუმე მოლოდინის რაღაც უცნაურ, თითქოს, მობეზრდა მზეს თამაში ტალღის ფერებთან, და შიშის ზარქვეშ, მდუმარება ახშობდა ხმაურს.
ალბათ, ზეციდან ამზადებდა ვიღაცა სიკვდილს, ყოველი მხრიდან გადმოეშვა სეტყვა ტყვიებად, ჰაერსაც, თურმე, გამოშვება სდომია სისხლის, გაუსაძლისი წინათგრძნობაც მეპატიება...
იმ წუთებში კი, ტვინში თივად იწვოდა ფიქრიც, და სასოება მოთმინების ბორკილებს წყვეტდა... წლების მანძილზე ნაგროვები ტკივილის ტვირთი, ნაგვიანევი სინანულის გზით მიდის ღმერთთან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. და აღარ ვწერდი ლექსებს, კალამს კრიჭა შეეკრა
წლების მანძილზე ნაგროვები ტკივილის ტვირთი, ნაგვიანევი სინანულის გზით მიდის ღმერთთან. +2!!! და აღარ ვწერდი ლექსებს, კალამს კრიჭა შეეკრა
წლების მანძილზე ნაგროვები ტკივილის ტვირთი, ნაგვიანევი სინანულის გზით მიდის ღმერთთან. +2!!!
23. ქარიშხლის ხმაზე აჩრდილების აშლილ ვნებათა. 5 ქარიშხლის ხმაზე აჩრდილების აშლილ ვნებათა. 5
22. დიდი მადლობა, ნიკა...ისე, მეორე სტროფის ფრაზა ''კალამს კრიჭა შეეკრა'' ძალიან გამოხატავს ჩემს იმდროინდელ განწყობას და ამიტომ არ მეზედმეტება, და არა მხოლოდ ამიტომ, საერთო ემოციის გამოც... იმ სიტყვის შეცვლაზე კი ვიფიქრებ, უფრო ზუსტი თუ მოვიფიქრე რამე...
მადლობა შეფასებისთის. შენი აზრი ყოველთვის საყურადღებოა ჩემთვის... დიდი მადლობა, ნიკა...ისე, მეორე სტროფის ფრაზა ``კალამს კრიჭა შეეკრა`` ძალიან გამოხატავს ჩემს იმდროინდელ განწყობას და ამიტომ არ მეზედმეტება, და არა მხოლოდ ამიტომ, საერთო ემოციის გამოც... იმ სიტყვის შეცვლაზე კი ვიფიქრებ, უფრო ზუსტი თუ მოვიფიქრე რამე...
მადლობა შეფასებისთის. შენი აზრი ყოველთვის საყურადღებოა ჩემთვის...
21. რთული თემაა.. ჩემი აზრით ძალიან ძნელია ასეთ თემაზე დაწერო ლექსი.. ძალიან უნდა იყო.. ემოციითაც და ყველა დანარჩენითაც სავსე.. რა ვიცი.. მე მომეწონა ლექსი.. გულწრფელად.. მხოლოდ რამდენიმე ისეთი.. შენიშვნა მაქვს.. ალბათ შეიძლება "მოშიებულ" -ის მაგივრად სხვა უფრო უკეთესი სიტყვის მოძებნა.. ოღონდ აზრობრივად იდენტურის.. უბრალოდ ჩემი აზრით ხმოვნით უნდა მთავრდებოდეს აქ სიტყვა და არა თანხმოვნით.. უფრო დაიჭერს რიტმს.. მეორე სტროფი მოისუსტებს.. ამოვარდნილია საერთო პულსაციიდან.. გადახედვა უნდა.. შეიძლება საერთოდ ამოღება უკეთესია.. ვიდრე ასე დატოვება.. მერე მიდის უნაკლოდ.. მესამე და მეოთხე სტროფები.. ტექნიკურადაც და გრძნობებითაც.. თუ შეიცვლებოდა პირველ სტროფში ის სიტყვა და მეორე სტროფი 10-ს დავწერდი.. ახლა სუფთად თუ მოვიქცევი - 8 ..
შენთან ამის დაწერა მგონი არ მჭირდება თე.. მაგრამ მაინც.. ეს ყველაფერი ჩემი აზრით.. შეიძლება ისე ვცდები.. :)
რთული თემაა.. ჩემი აზრით ძალიან ძნელია ასეთ თემაზე დაწერო ლექსი.. ძალიან უნდა იყო.. ემოციითაც და ყველა დანარჩენითაც სავსე.. რა ვიცი.. მე მომეწონა ლექსი.. გულწრფელად.. მხოლოდ რამდენიმე ისეთი.. შენიშვნა მაქვს.. ალბათ შეიძლება "მოშიებულ" -ის მაგივრად სხვა უფრო უკეთესი სიტყვის მოძებნა.. ოღონდ აზრობრივად იდენტურის.. უბრალოდ ჩემი აზრით ხმოვნით უნდა მთავრდებოდეს აქ სიტყვა და არა თანხმოვნით.. უფრო დაიჭერს რიტმს.. მეორე სტროფი მოისუსტებს.. ამოვარდნილია საერთო პულსაციიდან.. გადახედვა უნდა.. შეიძლება საერთოდ ამოღება უკეთესია.. ვიდრე ასე დატოვება.. მერე მიდის უნაკლოდ.. მესამე და მეოთხე სტროფები.. ტექნიკურადაც და გრძნობებითაც.. თუ შეიცვლებოდა პირველ სტროფში ის სიტყვა და მეორე სტროფი 10-ს დავწერდი.. ახლა სუფთად თუ მოვიქცევი - 8 ..
შენთან ამის დაწერა მგონი არ მჭირდება თე.. მაგრამ მაინც.. ეს ყველაფერი ჩემი აზრით.. შეიძლება ისე ვცდები.. :)
19. ჩემი ჭკვიანი გოგო :) ჩემი ჭკვიანი გოგო :)
17. ვაჰ, რა დამთხვევაა - ისევ ნეკერას ვეთანხმები, გურჯის ლექსის არ იყოს ;)
თეა, შენ წერ ყოველთვის კარგად, ძალიან კარგად და მიხარია შენთან...
მიყვარხარ :-*
8 ვაჰ, რა დამთხვევაა - ისევ ნეკერას ვეთანხმები, გურჯის ლექსის არ იყოს ;)
თეა, შენ წერ ყოველთვის კარგად, ძალიან კარგად და მიხარია შენთან...
მიყვარხარ :-*
8
16. სამედიცინო ლიტერატურა შემოვიდა მოდაში (ვხუმრობ). კარგია მომეზონა, მაგრამ მოერიდე ლექსში არტერიის ვენების და თორმეტგოჯა ნაწლავის ხსენებას :))
5!!! სამედიცინო ლიტერატურა შემოვიდა მოდაში (ვხუმრობ). კარგია მომეზონა, მაგრამ მოერიდე ლექსში არტერიის ვენების და თორმეტგოჯა ნაწლავის ხსენებას :))
5!!!
15. ახლოვბელი ტკივილია
ახლოვბელი ტკივილია
14. უბრალოდ, თვითონ ეს ფრაზაა მართლა იშვიათი და უცნაური. თავიდან ლექსად არ მითქვამს, ისე ვთქვი, ხმამაღლა და რომ ვცდილობდი ამეხსნა რა ვიგულისხმე, ხან ''შეგუბებული'' ეგონათ, ხან ''ჩახუთული''. მე კი სულ სხვა განცდა მქონდა. დაახლოებით ასეთი, როგორიც ლექსში გადმოვეცი. და კიდევ უფრო შემაძრწუნებელიც. ეს ლექსი არ ვიცოდი. ამიტომ გამიკვირდდა და დავინტერესდი კიდევაც. სულ ესაა.
მადლობა ნინი... უბრალოდ, თვითონ ეს ფრაზაა მართლა იშვიათი და უცნაური. თავიდან ლექსად არ მითქვამს, ისე ვთქვი, ხმამაღლა და რომ ვცდილობდი ამეხსნა რა ვიგულისხმე, ხან ``შეგუბებული`` ეგონათ, ხან ``ჩახუთული``. მე კი სულ სხვა განცდა მქონდა. დაახლოებით ასეთი, როგორიც ლექსში გადმოვეცი. და კიდევ უფრო შემაძრწუნებელიც. ეს ლექსი არ ვიცოდი. ამიტომ გამიკვირდდა და დავინტერესდი კიდევაც. სულ ესაა.
მადლობა ნინი...
13. არა თე,არანაირი მსგავსება არაა. უბრალოდ ეს ფრაზა იმდენად არის ჩემთვის ასოცირებული ამ ლექსთან. თორე არანირი მსგავსება არაა.. მოგეფერე...ძალიან ჭკვიანი,ლამაზი და კარგი ხარ .... არა თე,არანაირი მსგავსება არაა. უბრალოდ ეს ფრაზა იმდენად არის ჩემთვის ასოცირებული ამ ლექსთან. თორე არანირი მსგავსება არაა.. მოგეფერე...ძალიან ჭკვიანი,ლამაზი და კარგი ხარ ....
12. აშკარად არის მსგავსება, კი. შიშთან დაკავშირებითაც. თუმცა, თემებს შორის _ არამგონია. გმადლობ ნინ, მართლა დამაინტერესა და გამაკვირვა კიდევაც. აშკარად არის მსგავსება, კი. შიშთან დაკავშირებითაც. თუმცა, თემებს შორის _ არამგონია. გმადლობ ნინ, მართლა დამაინტერესა და გამაკვირვა კიდევაც.
11. ჩუ – თითქოს ჰაერი შედედდა ჩვენ ირგვლივ, თითქოს ხმაც მოგვესმა – მაგრამ შედედებულ ჰაერში რა უნდა ხმას. თითქოს დავინახეთ – მაგრამ შედედებულ ჰაერში რა უნდა სახეს. მხოლოდ კანი მძაფრდება ისე, რომ შეხების გარეშეც ჩაისახება მასში პირველი სითბო. მხოლოდ სისხლი აწვება ძარღვებს ისე, რომ ფეთქვის გარეშეც შეიგრძნობ მკერდის მარცხენა მხარეს.
ის შიშისხელა თვალებით გვახსოვს – შიშს რომ დიდი აქვს, იმ თვალებით კი არა – თვით შიშით თვალებად. ჩვენ მას შორიდან მოსასხამის ფრიალით ვცნობდით და დამწვრის სუნით – მის უეჭველ მოახლოებას. ჩვენ მასში ჩვენი სიმარტივე დავმარხეთ –
შედედებული ჰაერის გემოდ პირში, შედედებულ სიტყვებად ყელთან'
აი მთლიანად.
თე ჩუ – თითქოს ჰაერი შედედდა ჩვენ ირგვლივ, თითქოს ხმაც მოგვესმა – მაგრამ შედედებულ ჰაერში რა უნდა ხმას. თითქოს დავინახეთ – მაგრამ შედედებულ ჰაერში რა უნდა სახეს. მხოლოდ კანი მძაფრდება ისე, რომ შეხების გარეშეც ჩაისახება მასში პირველი სითბო. მხოლოდ სისხლი აწვება ძარღვებს ისე, რომ ფეთქვის გარეშეც შეიგრძნობ მკერდის მარცხენა მხარეს.
ის შიშისხელა თვალებით გვახსოვს – შიშს რომ დიდი აქვს, იმ თვალებით კი არა – თვით შიშით თვალებად. ჩვენ მას შორიდან მოსასხამის ფრიალით ვცნობდით და დამწვრის სუნით – მის უეჭველ მოახლოებას. ჩვენ მასში ჩვენი სიმარტივე დავმარხეთ –
შედედებული ჰაერის გემოდ პირში, შედედებულ სიტყვებად ყელთან`
აი მთლიანად.
თე
10. ჩემი თე... თაბაგარული არაა ოღონდ. 8 ჩემი თე... თაბაგარული არაა ოღონდ. 8
9. ნინი, ჰექსეს ლექსი ნამდვილად არ წამიკითხავს, შედედებულ ჰაერს კი მართლა ვგრძნობდი წინასწარ, სამწუხაროდ...
გმადლობთ ყველას! ნინი, ჰექსეს ლექსი ნამდვილად არ წამიკითხავს, შედედებულ ჰაერს კი მართლა ვგრძნობდი წინასწარ, სამწუხაროდ...
გმადლობთ ყველას!
8. და სასოება მოთმინების ბორკილებს წყვეტდა... წლების მანძილზე ნაგროვები ტკივილის ტვირთი, ნაგვიანევი სინანულის გზით მიდის ღმერთთან ეს მომეწონა. გაკოცე თე... და სასოება მოთმინების ბორკილებს წყვეტდა... წლების მანძილზე ნაგროვები ტკივილის ტვირთი, ნაგვიანევი სინანულის გზით მიდის ღმერთთან ეს მომეწონა. გაკოცე თე...
7. '' ჩვენ მას შორიდან მოსასხამის ფრიალით ვცნობდით და დამწვრის სუნით – მის უეჭველ მოახლოებას. ჩვენ მასში ჩვენი სიმარტივე დავმარხეთ –
შედედებული ჰაერის გემოდ პირში, შედედებულ სიტყვებად ყელთან '' ეს ჰექსეს ლექსია. შედედებული ჰაერი მასთან მეასოცირდება
`` ჩვენ მას შორიდან მოსასხამის ფრიალით ვცნობდით და დამწვრის სუნით – მის უეჭველ მოახლოებას. ჩვენ მასში ჩვენი სიმარტივე დავმარხეთ –
შედედებული ჰაერის გემოდ პირში, შედედებულ სიტყვებად ყელთან `` ეს ჰექსეს ლექსია. შედედებული ჰაერი მასთან მეასოცირდება
6. იმ წუთებში კი, ტვინში თივად იწვოდა ფიქრიც, და სასოება მოთმინების ბორკილებს წყვეტდა...
კარგი სულ და სულ იმ წუთებში კი, ტვინში თივად იწვოდა ფიქრიც, და სასოება მოთმინების ბორკილებს წყვეტდა...
კარგი სულ და სულ
5. 10!
გაკოცე თავადის ქალო! 10!
გაკოცე თავადის ქალო!
4. ლამაზი და ძლიერი ლექსია 10 შენ-ოღონდ ეს არტერიები და ვენები ყელში მაქვს უკვე(შენთან არა, სხვების პოეზიაში) ლამაზი და ძლიერი ლექსია 10 შენ-ოღონდ ეს არტერიები და ვენები ყელში მაქვს უკვე(შენთან არა, სხვების პოეზიაში)
3. ჰაერსაც, თურმე, გამოშვება სდომია სისხლის, გაუსაძლისი წინათგრძნობაც მეპატიება...
თეეეე! უძლიერესია! 10 ჰაერსაც, თურმე, გამოშვება სდომია სისხლის, გაუსაძლისი წინათგრძნობაც მეპატიება...
თეეეე! უძლიერესია! 10
1. და სასოება მოთმინების ბორკილებს წყვეტდა...
ეს რაღაც მეახლობლა :( და სასოება მოთმინების ბორკილებს წყვეტდა...
ეს რაღაც მეახლობლა :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|