ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2011


ორი კადრი...

* * *

ღონემიხდილი კორპუსები
მრავალშვილიან ოჯახს მაგონებს...
ხოლო მის ნაგრამს -
აივნები...
თვალისცეცებით, რომ ელიან საათის ხუთს - და
ხრეშიან გზაზე ნაჭრის ჩანთით გამოჩნდა ქალი.


* * *

შენ არ გჯეროდა ჩემი სიზმრების...
ჩემი ცნებების!
ჩემი ეგო-სი...
საერთოდ ჩემი -
და ამიტომაც
შემიყვარდი შეუბრალებლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები