ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეინა
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2011


დედა-მიწა

მე მხოლოდ მიწა როდი ვარ,

მე ჯერ დედა ვარ და მერე მიწა

თქვენი დედამიწა…

ღონე მიხდილიც,

ქანცგაწყვეტილიც,

მე თქვენთვის ვბრუნავ!

მე ხომ დედა ვარ!
მე ჯერ დედა ვარ და მერე მიწა...
თქვენი დედამიწა…

დედა ხომ შვილის სიყვარულით არასდროს დაიღლება,

არცმე დავიღლები ბრუნვით და ტრიალით,

თქვენდამი უსაზვრო სიყვარულით

გამოწვეულ გრძნობებით ვივსები

არასდროს ვიცლები!

მე თქვნთვის ვბრუნავდი

ვბრუნავ და ვიბრუნებ,

მე თვენთვის ვიბრუნებ…


მე თქვენი დედავარ და დედინაცვალს ნურასდროს მიწოდებთ…

თქვენსავით განვიცდი თქვენ რასაც განიცდით

თქვენდამი ზეციურ სიყვარულს განვიცდი…

მე თქვენთვის ვბრუნავდი

ვბრუნავ და ვიბრუნებ

მე თქვებთვის ვიბრუნებ!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები