ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელა ეული
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2011


მათ სხვა რამ სურთ...

პოეტების ბობოქარ სულს ვერ ერევა, ბახუსი და ლოცვა,
ეს სასჯელი და წყევლაა, შემოქმედმა ზეციდან რომ მოგვცა,
თუ ლექსებში ვერ იპოვეს ენდელა და ვარდი,
ჰო და კიდევ ის სტროფები, ბიჭს რომ შეუყვარდი,
გაკრიტიკებს სოციუმი კომფორტული მხრიდან,
მერე რა,თუ თვით გრანელი მწარე ცრემლებს ღვრიდა,
მართლწერა და გრამატიკა არის ლექსის არსი,
რას განიცდის იმ დროს მუზა მათთვის არის ფარსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები