| ავტორი: ნუცი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 აპრილი, 2011 |
,,არ დამხვდა კარგი ამბავიო"_ვერ თქვა მამა მომიკვდაო. გაბზარული ხმა ქონდა. ცრემლებს რომ ინახავ თვალების შიგნით და ყელში გახრჩობს, ისეთი. ვერაფერი ვერ ვუთხარი. ტკივილი ვერ შევუმსუბუქე. აზრი დაკარგა სიტყვებმა. . . არადა ორივემ ვიცოდით ეს დღე მალე დადგებოდა. უბრალოდ მას რაღაცის წამდა, ჯეროდა, იმედს არ კარგავდა.არ საუბრობდა ამ თემაზე, უბრალოდ დარდს ამოაყოლებდა ძლიერ ამოსუნთქვას და ვიცოდი უნდოდა ჩემგან თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ მაინც დადებითი მოესმინა. მე კი ფუჭი იმედებით არ ვკვებავდი და ყოველთვის ვცვლიდი საუბრის შინაარს. სახლში მისვლას გარეთ სიარული ერჩია, ,,გული მიკვდება ასე უმწეოს რომ ვუყურებ და ვერაფერს ვშველიო". ვერ ვაძალებდი. . . ვფიქრობდი რომ, ჯობდა ეს ტკივილით სავსე ფრაგმენტები უფრო ნაკლებად შემორჩენილიყო მის მეხსიერებას. ამ ამბის გამგონე ჩემი შვილი წუხს. _დე, რა ცუდია ადამიანები რომ კვდებიან. იცი, მე რას გავაკეთებ დიდი რომ გავიზრდები? შენ რომ მოხუცებას დააპირებ, ჩემს გამოგონებულ წამალს დაგალევინებ სიბერის საწინააღმდეგოს და არასოდეს დამიბერდები. მეღიმება. მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი მის ასაკში. ახლა კი ვუყურებ ჩემს დედას ნაოჭებშეპარებულ სახეზე და გაურკვეველი შეგრძნება მეუფლება. ნონას ნათქვამი მახსენდება:_,,ხშირად მინდა სოფელში ჩავიდე. მოხუცია ჩემი მშობლები და მინდა ბევრი დრო დავუთმო. მათ გვერდით მინდა ვიყო"-ო _ყველა სიკვდილის შვილები ვართ. ადრე თუ გვიან ყველა ვტოვებთ დედამიწას!_ვცდილობ შეულამაზებლად ავუხსნა რეალობა თვალებში ცრელებაბრჭყვიალებულ შვილს, ის კი მაინც არ მეთანხმება. . . . გავა დრო და ისიც ჩემსავით იფიქრებს. სიცოცხლის წრებრუნვაში, შენგან , იმდენი ადამიანი მიდის იქ, სადაც ეს სამყარო თავდება,რომ ვერც კი აცნობიერებ. მათი მონატრება ნელ-ნელა ილექება სულსა და გულში. . . ერთ დღესაც კი უბრალოდ გადაწყვიტავ წახვიდე მათთან ვინც ძალიან გიყვარდა იმისათვის რომ, მერე შენც მოენატრო ამქვეყნიური მონატრებით. დედამიწა ყოველთვის ჯაჭვს კრავს. . . იმის იქით კი უსასრულო სივრცეა. . .უდროობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან, ძალიან მომეწონა!
არ ფასდებაო?! უმაღლესად ვაფასებ! ძალიან, ძალიან მომეწონა!
არ ფასდებაო?! უმაღლესად ვაფასებ!
9. ძალიან კარგად წერ, ნუცი! გაიხარე!!! ძალიან კარგად წერ, ნუცი! გაიხარე!!!
8. ასე მარტივად და ადვილად...მომწონს...:-* ასე მარტივად და ადვილად...მომწონს...:-*
7. ძალიან სუფთა ნაწერია. ბოლომდე მიჰყვება ემოცია და ტკივილის შეგრძნება... გაიხარე, ნუცი! ძალიან სუფთა ნაწერია. ბოლომდე მიჰყვება ემოცია და ტკივილის შეგრძნება... გაიხარე, ნუცი!
6. მე,არასდროს დავბერდები... მე,არასდროს დავბერდები...
5. This is never ending story : ) We never die : ) We will never get Closer to the end : )) This is never ending story : ) We never die : ) We will never get Closer to the end : ))
4. ჩემს ფიქრებთან შემახვედრეთ, გმადლობთ:) ჩემს ფიქრებთან შემახვედრეთ, გმადლობთ:)
3. ტკივილიანია...
გაიხარეთ !
+ +
ტკივილიანია...
გაიხარეთ !
+ +
2. :) :) :) "ჩვენ ყველანი დავიხოცებით" ;) :) :) :) "ჩვენ ყველანი დავიხოცებით" ;)
1. "სიცოცხლის წრებრუნვაში, შენგან , იმდენი ადამიანი მიდის იქ, სადაც ეს სამყარო თავდება,რომ ვერც კი აცნობიერებ."
"დედამიწა ყოველთვის ჯაჭვს კრავს. . . იმის იქით კი უსასრულო სივრცეა. . .უდროობა."
ეს არის სევდა და ფიქრი, სიცოცხლის თამდევი.....
საინტერესოდ გადმოცემული, ყველა ასაკის ადამიანის გადმოსახედიდან! "სიცოცხლის წრებრუნვაში, შენგან , იმდენი ადამიანი მიდის იქ, სადაც ეს სამყარო თავდება,რომ ვერც კი აცნობიერებ."
"დედამიწა ყოველთვის ჯაჭვს კრავს. . . იმის იქით კი უსასრულო სივრცეა. . .უდროობა."
ეს არის სევდა და ფიქრი, სიცოცხლის თამდევი.....
საინტერესოდ გადმოცემული, ყველა ასაკის ადამიანის გადმოსახედიდან!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|