ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2011


კივილი

თვალებს მჭრის მწვავე ტკივილი,
მზერა სატანის გამცრელი,
დღე-ღამე, დილა უთენის,
სულ როგორა ხართ მართლები?!
როცა ჩამესმის კივილი,
ხარხარი, ერის გოდება,
მშიერი ბავშვის ტირილი,
სამშობლო ვის აგონდება?!
უტიფარ ყრმათა ყვირილში,
დაგავიწყებენ მეობას,
ჭაობში ყელად ჩაგვალპეს,
და გვანაცვალეს ღრეობას.
თვით ქართლის დედის ტირილში,
მთაწმინდას ცრემლი სდენია,
ცვედან ჭაბუკთა კისკისში,
სიძვის დიაცნი მღერიან.
ქართული ენის სანაცვლოდ,
ჩუმად ინგლისურს გვტენიან,
მალულ ილიას ძირკვავენ,
ვაჟა-აკაკის გენიას.
ამაზე ხალხის შეღრენას,
პასუხად უგდეს ხითხითი,
გინება ყველა სხვა აზრის,
გახდა ქმედება რიგითი.
მაღალი ყველას აგინებს,
ვინც კი არ არის იმითი,
აზრი არა აქვს ის ვინ არს,
ქალი, კაცი თუ რიგითი!
ამას არავინ შეგარჩენთ,
ამდენ გოიმს და უგვანოს,
ყველას უფალი მოგკითხავთ,
ჩამრეცხთ და გონით ბოგანოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები