ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხომ არ გაწუხებთ რომ ვეწევი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2011


გაჟონვა

გიყურებ და ისევ, არ ვიცი, რა გითხრა,
დღეს ჩვენი სახლიდან ისმოდა სტრავინსკი,
მოდი, გავმარტივდეთ და პირველ საკითხად -
შენ ალბათ ჩაი და მე ყავა დამისხი.

მერე ჩვეულებრივ თვალები დახარე,
ხომ იცი - შენს დახრილ თვალებზე ვგიჟდები,
ისე, რომ ერთ წამსაც ვერ ვითმენ, ახლავე,
სულ უფრო მეტად და საშინლად მინდება -

მაგ შენი თვალების დახრილი სიგიჟე,
მაგ შენი თითებით დაკრული მაჟორი...
და ვხვდები, ნერვებმა ბოლომდე მიმიშვეს
და სისხლმა დახეთქილ ძარღვებში გაჟონა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები