ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყარიბი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2008


A marie

ო,შემოდგომის ოქროსფერ ფრთებზე
წვება სიზმარი და ვიცი, მარი,
რომ წაბლის ფოთლებს შანზელიზეზე
ააშრიალებს შენს ფეხქვეშ ქარი,
რომ სენ-მიშელის ხიდთან წყვილები
აენთებიან ცელქი ალებით
და მაწანწალა, მოწყენით მჯდარი,
უცებ შეგხედავს ჩემი თვალებით
და ჩაიღიმებს შენი ზაფხული
და შენთვის წამით გაცოცხლდეს თითქმის,
ვინც სულს იკლავდა თავგადაკლული
და უკვე  აღარ ახსოვდა რისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები