ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგობელა
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2008


შენ სიკვდილის წინ მოყვავილევ

შენ სიკვდილის წინ მოყვავილევ,
ვინ უყვავილებს ჩემს სიყვარულს ფერად ყვავილებს?
ჩემი თაობა შეპყრობილი ისტერიით ნევროზით ჭლექით
ვეღარ ყვავილობს!
ძლივსღა ლასლასებს სიგარეტის გაბოლილ ნისლში
და ყელთან ნაცვლად გრძნობებისა აწვება სისხლი.
თქვი,  სიკვდილის წინ მოყვავილევ
ვინ უყვავილებს ჩემს სიყვარულს
ფერად ყვავილებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები