ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2011


თეთრი კედლები,,,,

ვიღვიძებ. დილა. თეთრ კედლებში ღამეა მშვიდი,
ჯერ კიდევ სძინავთ ფერგადასულ ყვითელ მიმოზებს,
დაძრწის ქუჩებში დამალული მოთეთრო ბინდი
ქარი აყრუებს  სიგიჟისგან შეშლილ გისოსებს.

სიჩუმის გარდა არაფერი გამოდის გარეთ,
ჩვენ აღარ ვფიქრობთ, არაფერში ცხადად ვსაუბრობთ
სიკვდილს "სიცოცხლე" კრეტსაბმელით ჩამოაფარეთ
თავისუფლება აღარ არის თქვენი და უფრო

გიკვირთ მეტად რომ, ჩვენ "გაფრენას" ფრთები შეესხა,
ჩვენ თავს არ ვიკლავთ ეს სიკვდილმა მოიკლა თავი
დილას ჭრილობის, დანთხეული სისხლი შეესხა
და მოჩანს ახლა სიგიჟე და მისი სათავე.

იცი? ვტირივართ როცა უნდა სიცილით მოვკვდეთ,
დღეს დავამარცხეთ უსაფუძვლო ეჭვის ტრიალი
ჩვენ სულ სხვანი ვართ, ამიტომაც უჩინარ დროს ვკვეთთ
დროს ვკვეთთ რომელიც აღარ არის დასატირალი.

მერე კი ღამე, თეთრ კედლებში დილაა მშვიდი,
ქუჩის დამალულ და მოთეთრო ბინდში შევდივართ
ნუ ნერვიულობთ, არ იდარდოთ, მხოლოდ დამშვიდდით
არაფერია ჩვენ უბრალოდ დღეს გიჟები ვართ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები