 | ავტორი: რურუა ოთარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 აპრილი, 2011 |
ნიკო სამადაშვილი – ბიოგრაფია
“ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება”
ბევრისათვის უცნობია, რომ ეს სტრიქონები ნიკო სამადაშვილს ეკუთვნის.
მის ნაწარმოებებს უმაღლეს შეფასებას ანიჭებდნენ გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, ერეკლე ტატიშვილი. თვით გალაკტიონი, რომელიც პოეტებს დიდად არ სწყალობდა, მას “საქართველოს დიდ პოეტად”, “დიდ ნიკოდ” აღიარებდა. გალაკტიონმა მას ასეთი ბწკარებიც კი მიუძღვნა: “დავრწმუნდი მე თქვენს სიძლიერეში. მომავლისაკენ, წინ, იერიში!” გალაკტიონს ხშირად უთქვამს ნიკოსთვის: “ნუ გამოაქვეყნებ შენს ლექსებს, თორემ შენს პოეზიასაც ისევე გარყვნიან კომუნისტები, როგორც ჩემი გარყვნეს”.
ნიკო სამადაშვილი 1905 წლის 19 ივლისს დაიბადა ხიდისთავში (გორის მახლობლად). ნიკოს დაბადებამდე მშობლები (დედა – ოლღა სამსონის კობერიძე, მამა – მიხეილ სამადაშვილი) აზერბაიჯანის ქალაქ აგდამაში ცხოვრობდნენ.
ორი წლის შემდეგ სამადაშვილების ოჯახს ქალიშვილი – ელენე შეემატა. იმავე წელს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა პოეტის მამა – მიხეილ სამადაშვილი. ნიკოს დიდედამ – ეფემიამ – მიხეილი ხიდისთავში გადმოასვენა და პატარა ნიკოც თან წამოიყვანა, რადგან ოჯახის ერთადერთ მემკვიდრეს და გვარის გამგრძელებლად ის ეგულებოდა.
1917 წელს ნიკომ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გორის ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც მოგვიანებით ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა. გიმნაზიაში სწავლა ნიკომ 1924 წელს დაამთავრა. გორის ვაჟთა გიმნაზიაში გაიცნო ნიკომ თვალსაჩინო მოღვაწე და მოაზროვნე ერეკლე ტატიშვილი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა პოეტის შემოქმედებაზე. სწორედ ერეკლე ტატიშვილმა აღმოაჩინა ნიკო სამადაშვილი, როგორც პოეტი.
1920 წელს ნიკო ბიძამ თბილისში ჩამოიყვანა და ბავშვთა სახლს მიაბარა, საიდანაც ერეკლე ტატიშვილმა წაიყვანა და საკუთარი ხარჯით მზრუნველობდა წლების განმავლობაში. ნიკომ უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, საიდანაც 1928 წელს გარიცხეს.
1928 წელს ნიკო სამადაშვილი თბილისიდან ბორჯომის რაიონის სოფელ საგდერში გადადის საცხოვრებლად და იქ სოფლის დაწყებით, ოთხკლასიან სკოლაში მასწავლელობს. სოფელშივე დაარსა ღამის სკოლა მოზრდილთათვის. მისი ყოფილი მოსწავლე სოლომონ სტეფნაძე იგონებს: “ნიკო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სოფელში. მან განათლება შემოიტანა. მაშინ ჩვენი გლეხობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ნიკო მოხუცებთან ოჯახებშიც დადიოდა…”
ნიკომ სოფელში დრამატული წრეც ჩამოაყალიბა. მსახიობებად სოფლის მაცხოვრებლები გამოდიოდნენ, სპექტაკლების მხატვარი და დეკორაციების ავტორიც დურგალი ნიკალა ხაჩიძე იყო. თეატრისა და სცენის მაგივრობას ეკლესიის გალავანი უწევდათ. ნიკოს ხშირად ჩამოჰქონდა წიგნები და ხმამაღლა უკითხავდა თანასოფლელებს, შემდეგ კი მათი განხილვა მიმდინარეობდა. ნიკო იგონებდა, თუ როგორ გაარჩიეს გლეხებმა ალექსანდრე ყაზბეგის “მამის მკვლელი” და ხშირად აღნიშნავდა: ზოგი ცნობილი კრიტიკოსის ნააზრევი ახლოსაც ვერ მივა სოფლის უხუცესთა სიბრძნესთანო.
1929 წელს პოეტი თბილისში დაბრუნდა, სპეციალური კურსების გავლის შემდეგ მუშაობა დაიწყო ბუღალტერ-რევიზორად. მიუხედავად სამსახურისა, უკიდურეს გაჭირვებაში უხდებოდა ცხოვრება და ოჯახს თვიდან თვემდე ბუღალტრის მოკრძალებული ხელფასით ინახავდა. თუმცა ბუღალტრის მანტიაში შეყუჟულ პოეტს არასდროს უფიქრია, კალმისთვის ხელი გაეშვა. ნიკომ თბილისში ბერძნული წარმოშობის მშვენიერი ახალგაზრდა ქალი – ევა ჩაკალიდი გაიცნო და შეუყვარდა. 1930 წელს იქორწინეს, მაგრამ ნიკომ ჩაკალიდების ოჯახში ჩასიძება არ ისურვა; ევამ მამის სახლიდან ფეხი არ მოიცვალა და ფეხმძიმობაც ხელოვნურად შეიწყვიტა. ნიკო უსიტყვოდ დაცილდა ქალს, რომელიც “პოეზიაზე უმეტეს ბედნიერებად” მიაჩნდა. ევა აღარ გათხოვილა, ნიკოს დაბრუნებას სულ ელოდა, მის წერილებსაც დიდხანს ინახავდა. ევა ჩაკალიდის ახლობლების გადმოცემით, სიკვდილამდე ქ-ნმა ევამ ნიკო სამადაშვილისადმი მიწერილი მრავალი ბარათი და საკუთარი ფოტოსურათებიც გაანადგურა.
ნიკო სამადაშვილი სტუდენტობიდან მეგობრობდა თამარ ლომიძესთან. თამარ ლომიძის დედა – სოფიო ანდრონიკაშვილი ელენე ბატონიშვილის შთამომავალი იყო. თამარს ახალგაზრდა გალაქტიონიც ეტრფოდა, “ჯეირანს” ეძახდა. ნიკოს და თამარის ფაქიზი ურთიერთობის გამოძახილია თამარ ლომიძის მიერ ნიკოსადმი მიძღვნილი სიტყვები: “როგორ ვნანობ რომ შენი მარგალიტები, მძივებად შემოთავაზებული ლექსები ყველა ვერ ჩავიწერე… შენ დიდი იყავი. ძნელი იყო შენამდე მოღწევა. ვნანობ რომ არ შემარჩინეს შენი წერილები, რომლებიც ბინის ჩხრეკისას, 1937 წელს წაიღეს”.
1932 წელს ნიკო სამადაშვილმა ბაქოდან თბილისში ჩამოიყვანა დედა (ოლა სიმონის ასული კობერიძე) და გვერდიდან აღარც მოუშორებია. ქ-ნი ოლღა წლების მანძილზე მუშაობდა საბავშვო ბაღის აღმზრდელად.
1936 წლის 11 ნოემბერს ნიკო სამადაშვილმა ცოლად შეირთო 15 წლის მარიამ ამანათაშვილი. ეს ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა ოჯახში სამი ბავშვი გაჩნდა: თამაზი, მზია, ნუგზარი.
პოეტის მეუღლე, მარიამ ამანათაშვილი იხსენებს, რომ, როდესაც ნიკო სამუშაო ოთახის კარს შეაღებდა, განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებოდა და თავისი რეალური ყოფა აღარ ახსენდებოდა. “კართან ვიდექი და ვეძახდი, ნიკო, სახლში პურის ფულიც აღარ გვაქვს. ნიკოს ჩემი არ ესმოდა. თავსაც კი არ სწევდა და გასხივოსნებული სახით, გაკრული ხელით ლექსებს წერდა. არ ვამეტებ, თავზე ნამდვილად ნათელი ედგა”.
1943 წლის 12 იანვარს სოფელ სადგერში ნიკო სამადაშვილი მოულოდნელად, ცოლ-შვილის თვალწინ, დააპატიმრეს.
საოჯახო არქივში დღესაც ინახება უშოშროების სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც წერია, რომ “მოქ. ნიკოლოზ მიხეილისძე სამადაშვილი დაბადებული 1905 წელს., რომელსაც 1943 წლის 28 აგვისტოს სსრკ შინსახკომის განსაკუთრებილი სათათბიროს დადგენილებით სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე მიესაჯა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ნიკო მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ინტრიგები, შევიწროება და უკიდურესი მატერიალური სიდუხჭირე მთელი ცხოვრება თან სდევდა.
1947 წელს ნიკო სამადაშვილი ისევ დააპატიმრეს. ამჯერად როგორც ბუღალტერი გაამტყუნეს და ერთი წელი მიუსაჯეს.
1958 წელს ჰიპერტონიით დაავადებულს დამბლა დაეცა. მარჯვენა მხარე წაერთვა და დიდხანს იავადმყოფა.
1963 წლის პირველ მაისს ნიკო თავისი სიჭაბუკის მეგობარს გიორგი (ჟორა) ოქრუაშვილს ესტუმრა. იქ ყოფნისას შეუძლოდ შეიქმნა, შინ წასასვლელად აჩქარებულმა მასპინძელს თავი არ გააცილებინა, ბელინსკის ქუჩას რომ მიატანა უგრძნობლად დაეცა. ქალაქის მეორე კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
პოეტის არც ერთი ლექსი მის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა. ათწლეულების განმავლობაში უცნობი პოეტის, ნიკო სამადაშვილის, ლექსები ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა პოეზიის მოყვარულთა წრეში. პირველი ლექსი მხოლოდ 1967 წელს დაიბეჭდა “ლიტერატურულ საქართველოში”, ხოლო პირველი კრებული “ბეთანია” – 1973 წელს გამოვიდა, მისი მოთხრობები კი 1989 წელს გამოქვეყნდა.
აღნიშვნის ღირსია თამაზ ჩხენკელის წვლილი პოეტის კრებულების გამოცემაში.
გაივლის დრო და დიდი ხნის მერე იტყვიან: – ნიკო გვეწვია. შემოიხვევა ცის უწვდენ მერქანს ჩემი ცხოვრება და პოეზია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ბატონო ოთარ! მიიღეთ ჩემგან თქვენდამი მოკრძალებული სალამი. "ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება" მიხა ხელაშვილმა გამოაქვეყნა და ასეა ცნობილი! და არა როგორც ხალხური, და არა როგორც უდაოდ ნიჭიერი და ღვაწლმოსილი ნიკო სამადაშვილისა, როგორც თქვენ ბრძანებთ სტატიაში. ისე რუსთაველსაც თუ მოუსმენთ შესაძლოა, სულ სხვა აზრიც გაგვიჩნდეს: "კვლა იტყვის ვერვინ ვერას იქმს თუ ეტლი არ დასთმინდების, მით რაცა მინდა არა მაქვს, რაცა მაქვს არ მომინდების, ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების." ღრმა პატივისცემით, ჯანო გაგოშიძე ბატონო ოთარ! მიიღეთ ჩემგან თქვენდამი მოკრძალებული სალამი. "ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება" მიხა ხელაშვილმა გამოაქვეყნა და ასეა ცნობილი! და არა როგორც ხალხური, და არა როგორც უდაოდ ნიჭიერი და ღვაწლმოსილი ნიკო სამადაშვილისა, როგორც თქვენ ბრძანებთ სტატიაში. ისე რუსთაველსაც თუ მოუსმენთ შესაძლოა, სულ სხვა აზრიც გაგვიჩნდეს: "კვლა იტყვის ვერვინ ვერას იქმს თუ ეტლი არ დასთმინდების, მით რაცა მინდა არა მაქვს, რაცა მაქვს არ მომინდების, ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების." ღრმა პატივისცემით, ჯანო გაგოშიძე
12. მაგარია ოთარ გაიხარე.............. მაგარია ოთარ გაიხარე..............
11. http://fereidani.ge/
აი, წყარო გუდა...
− ნიკო თითქმის მშიერი იყო. ხელმოკლე სტუდენტებთან ერთად მასაც უფასოდ ეძლეოდა ყოველდღიური საკვები ულუფა. ერთხელ თურმე შალვა ნუცუბიძის გამოცდისთვის ერთი კვირა ემზადებოდა. მაშინდელ კიროვის ბაღში დადიოდა, საფლავის ლოდზე იჯდა და სწავლობდა. საგანი ფრიადზე ჩააბარა, მაგრამ გამოცდიდან რომ გამოვიდა, შიმშილისგან გული წაუვიდა. სწავლის პარალელურად მოანგარიშედ მუშაობდა. სტუდენტობისას მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის პირველ სამეცნიერო-ფოლკლორულ ექსპედიციაში, რომელსაც ვახტანგ კოტეტიშვილი ხელმძღვანელობდა. ნიკოს მიერ ქართლში სხვა მასალებთან ერთად შეკრებილი სამასამდე შაირი დაიკარგა. სხვათა შორის, ლექსი „ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება...“ ნიკომ დაწერა, ვახტანგ კოტეტიშვილთან მიიტანა და დატოვა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ეს ლექსი ხალხურად ჩათვალეს. ამის შესახებ ბევრმა მწერალმა იცის, თუმცა დღემდე ხალხურად მოიხსენიებენ.
ეს არის ინტერვიუ პოეტის ქალიშვილთან. http://fereidani.ge/
აი, წყარო გუდა...
− ნიკო თითქმის მშიერი იყო. ხელმოკლე სტუდენტებთან ერთად მასაც უფასოდ ეძლეოდა ყოველდღიური საკვები ულუფა. ერთხელ თურმე შალვა ნუცუბიძის გამოცდისთვის ერთი კვირა ემზადებოდა. მაშინდელ კიროვის ბაღში დადიოდა, საფლავის ლოდზე იჯდა და სწავლობდა. საგანი ფრიადზე ჩააბარა, მაგრამ გამოცდიდან რომ გამოვიდა, შიმშილისგან გული წაუვიდა. სწავლის პარალელურად მოანგარიშედ მუშაობდა. სტუდენტობისას მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის პირველ სამეცნიერო-ფოლკლორულ ექსპედიციაში, რომელსაც ვახტანგ კოტეტიშვილი ხელმძღვანელობდა. ნიკოს მიერ ქართლში სხვა მასალებთან ერთად შეკრებილი სამასამდე შაირი დაიკარგა. სხვათა შორის, ლექსი „ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება...“ ნიკომ დაწერა, ვახტანგ კოტეტიშვილთან მიიტანა და დატოვა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ეს ლექსი ხალხურად ჩათვალეს. ამის შესახებ ბევრმა მწერალმა იცის, თუმცა დღემდე ხალხურად მოიხსენიებენ.
ეს არის ინტერვიუ პოეტის ქალიშვილთან.
10. წყარო მიუთითე ოთარ. რაზე დაყრდნობით ამბობ რომ ნიკოსია? წყარო მიუთითე ოთარ. რაზე დაყრდნობით ამბობ რომ ნიკოსია?
9. ~ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გადმონაყარი...~ ~ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გადმონაყარი...~
8. მადლობა ოთარ, დღეს პირველად დავიწყე (ჩემდა სამწუხაროდ) ნიკოს ლექსების კითხვა ლიბ.გე-დან და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მადლობა ოთარ, დღეს პირველად დავიწყე (ჩემდა სამწუხაროდ) ნიკოს ლექსების კითხვა ლიბ.გე-დან და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
7. ნიკო სამადაშვილი ყველაზე დიდი სიმბოლისტია. :)
"ზის მათხოვარი, როგორც ობობა"
ნიკო სამადაშვილი ყველაზე დიდი სიმბოლისტია. :)
"ზის მათხოვარი, როგორც ობობა"
6. დიდი მადლობა, ოთარ! ნიკო სამადაშვილი ჩემი უსაყვარლესი პოეტია! დიდი მადლობა, ოთარ! ნიკო სამადაშვილი ჩემი უსაყვარლესი პოეტია!
5. გაიხარეთ... გაიხარეთ...
4. ვიცი ეს ისტორია,გაიხარე ოთარ... ვიცი ეს ისტორია,გაიხარე ოთარ...
3. ძალიან გასახარია ,რომ ასეთ მზა ინფორმაციას მიიღებს გაუთვიცნობიერებელი მკითხველი , ამ დიდ პოეტზე.
დავამატებ მცირედს, 90-იან წლებში, ეროვნული ხელისუფლება ეპირებოდა ნიკო სამადაშვილის მთაწმინდაზე გადასვენებას. ძალიან გასახარია ,რომ ასეთ მზა ინფორმაციას მიიღებს გაუთვიცნობიერებელი მკითხველი , ამ დიდ პოეტზე.
დავამატებ მცირედს, 90-იან წლებში, ეროვნული ხელისუფლება ეპირებოდა ნიკო სამადაშვილის მთაწმინდაზე გადასვენებას.
2. არ იყო არა ნიკოზე უფრო უბინადარი, არც არავინ და არც თავად ნიკო :| ჩვენ კი მომაკვდავთ ბევრი დაგვრჩა აღმოსაჩენი ;) ოთარ +++ არ იყო არა ნიკოზე უფრო უბინადარი, არც არავინ და არც თავად ნიკო :| ჩვენ კი მომაკვდავთ ბევრი დაგვრჩა აღმოსაჩენი ;) ოთარ +++
1. :) საინტერესოა. :) საინტერესოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|