ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2011


სამყაროს ჯალათი...

მე დაუწერელ კანონებით ცხოვრებას ვხედნი,
უშრომლად მოსულ ოფლს ვუწმინდავ სამყაროს ჯალათს,
თვალი დამთხარეს თან  ორივე  ისეთი ხედვის
შენ, რომ გსურდა და უარყოფდი ამ სურვილს ძალად.

სულში ნაფურთხი მოვუწმინდე ჩემს ცრემლებს ლაქა,
დათხრილ თვალებს, რომ სდიოდა და არ ჩანდა ზღვარი
ზღვამ დაიწია ნაბიჯით და გამოჩნდა ლაქი
ნარჩენი ქვების,რომ ცურავდნენ აქამდე,ზღვა_რის

ფსკერზე ან ვის სიღრმეზე ათრევდა ამ ქვებს?!
როგორც მე მათრევს ამ ცხოვრების ნარჩენი წელი
თავის ხელით, რომ მომიბრძანებს "ჩამომპალ საკვებს"
და მზეც, რომ უფრო ცხელი გახდა და უფრო მწველი

ვიდრე ოდესმე, ან მე მცხელა მზეზე უფრო და
ანუ მოვკვდი და ეგღა დარჩა ანდა პირიქით
სამყარო მოკვდა, მე გადავრჩი  და ვარ უფროსთან,
ჩემი თავის და კიდევ მეტიც, ანუ პირს-იქით

სურვილს შევყურებ, სარკმლისა და ფანჯრის გაღებით,
აივნის კარებს სახელური არ აქვს და ქარი
ისე ტრიალებს ოთახში, რომ ყრიან თაღები
ვით ჩემი სული "ცა ნაწმენდი", ღრუბლით რომ არის.

და მაინც კანონს არ შევყურებ ოთახში ვკეტავ,
სადაც ცა მოჩანს მონაგლეჯი ცხოვრების ძალა
ქარი კი ნარჩენ ზეცას როგორც წრუწუნა კვნეტავს,
მე კი მოვკვეთე თავი ლექსით სამყაროს ჯალათს.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები