ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი შაიშმელაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2011


ლიკა ოხანაშვილს

სამშაბათს 3 მაისს ვაკისთეატრალურ სარდაფში გაიმართა ლიკა ოხანაშვილის პოეზიის საღამო, და როგორც ლიკას ლექსების ერთ-ერთი თაყვანისმცემელი რა თქმა უნდა მეც იქ ვიყავი, საღამოს შუა ნაწილიდან კი ექსპრომტის ჩანიშვნა დავიწყე, რომელიც იმ საღამოს ვფიქრობ კარგად ასახავს,ეს ექსპრომტი იმ დღითვე წავიკითხე ხოლო ახლა უფრო ფართო აუდიტორიას გაგანდობთ




გიხილე და გამეღიმა,
ნუთუ, შენ ხარ ეს პოეტი,
პატარა და ამ დროს დიდი,
დიდზე დიდი შემოქმედი.

ლამაზი ლექსების მძივებია,
შენი მშვენიერი პოეზია,
ოდნავ სევდიანი სიოც ახლავს,
შენს ლექსებს თითქო,
მაგრამ მაინც ძალიან ძლიერია,
შენი ჯადოსნური პოეზია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები