ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
10 მაისი, 2011


და შენ.

ბნელოდა, აცივდა, ცაზე თვალუწვდენელი სიბნელის მეტი არაფერი ჩანდა, არც ღრუბლები, არც მზე, არც ვარსკვლავები, მხოლოდ მთვარე. ვიჯექი და მაინც იმედი მქონდა რომ მოხვიდოდი, თუმცა აქ რა გესაქმებოდა, ალბათ მაშინ უკვე გეძინა, ან მეგობრებთან ერთად ერთობოდი, არ ვიცი. დიდხანს ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყველაფერზე, ჩემს არსებობაზე, განვლილ დღეებზე, ჩემზე, და შენზეც... მციოდა მაგრამ არანაირი სურვილი არ მქონდა გავმთბარიყავი, თითქოს მსიამოვნებდა სიცივე, ჩემს თავს ვამსგავსებდი ამ ღამეს. ვფიქრობდი როდის დაიღლებოდა ჩემი უსაზღვრო ფანტაზია, როდის გავქრებოდი მეც, შენც, ყველანი როდის ჩაიშლებოდით ჩემს პატარა გულში და როდის მიაღწევდა მწვერვალს ეს იმედგაცრუება. ვხვდებოდი რომ ყველაფერი ტყუილი იყო, სიცრუე, უაზრო იმედი სადამდე უნდა გამყოლოდა, როდემდე უნდა მეცადა, ან რისთვის. ისევ განვაგრძობდი ფიქრს და მინდოდა ჩემი თავი ამომეცნო, მინდოდა მივმხვდარიყავი ვინ ვიყავი, ვინ ვარ. ვფიქრობდი და ვხვდებოდი რომ ყოველი დღე ჩემთვის ახალი იყო, სხვანაირი იყო მზეც, ბლახიც, ხეებიც სხვანაირები იყვნენ, მიწაც, სახლებიც, მეც სხვანაირი ვიყავი, ყველანი სხვანაირები იყავით. ვხვდებოდი რომ ყოველ დღე თითქოს ახლიდან ვიბადებოდი, ყოველი დილა სხვანაირი იყო. ღამე, არ იცვლებოდა, ის ისეთი იყო როგორიც მახსოვდა, ისეთივე მთვარით და ისეთივე ვარსკვლავებით. არც შენ არ იცვლებოდი, ყოველთვის აქ იყავი, ჩემთან. ისევ ვიჯექი და ველოდებოდი როდის მოხვიდოდი, იმედი არ მიქრებოდა მაგრამ მერე მივხვდი რომ უკვე აქ იყავი, ჩემს პატარა გულში და მთვარეც აქ იყო, ჩემთან. ერთად ვსეირნობდით ქუჩებში, ერთად ვიცინოდით, ერთად ვსაუბრობდით, ყველაფერს ვუმხელდით ერთმანეთს, არაფერს ვმალავდით, ისეთები ვიყავით როგორებიც ვართ, მაგრამ მხოლოდ ჩემს ფიქრებში, ჩემს პატარა სამყაროში ხდებოდა ასე, რომელიც ყოველ დღე სხვანაირი იყო, სინამდვილეში კი ისევ ვიჯექი, და გელოდებოდი. ველოდებოდი როდის ამოვიდოდა ახალი მზე, ველოდებოდი ახალ ხეებს, ახალ მიწას, ახალ სახლებს, ახალ მეგობრებს, ახალ მეს, და შენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები