ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგობელა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2008


სადღა მტოვებდი, ვისთან მტოვებდი

სადღა მტოვებდი, ვისთან მტოვებდი
შენ, ჩემი სულის უხმო საყდარო?!
აქ ახლა ჩემი თვალების ფერფლი,
სიცოცხლისათვის უნდა დავყარო.
ამოვუშენო დარდს ბაზილიკა,
და ჩემი გული დუღაბად ვიგრძნო
მინავლებულო ჟამის ჟამიდან
მიჩუმებულო სიცოცხლის ფიქრო.
ხან  ყელთან მწყდები, ხან ცხელ ტერფებთან
დამივლის ჟრჟოლად სიცივე ჟამის,
ხან გულისგული დამიფეთდება
სისხლი სისხლისგან შერთული შხამით.
...ავუქნევ ხელებს თვალთა გუგებში
მოსეულ ჩრდილს  და ფიქრებს ავსულებს
და ცხელი სისხლი ჩამდის უბეში
და იქ სიცოცხლე შენში მაბრუნებს.
... და ცხელი ცრემლი ჩამდის ღაწვებზე
შენი ხელივით და ეს მახელებს,
ნუთუ უფალიც აღარ დაეძებს
ედემზე ფიქრით ტანჯულ სახეებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები