ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2011


* * *

ჩავესვენები ბერმუხაში,
ნაზად მოვკვდები,
და  ბოლო სუნთქვით,
მშფოთვარე სულს მოგიფიქალებ,
თეთრად ალეწილ,
აფეთქებულ ხეთა ტოტები
ღმერთებისაკენ  მიაქვთ  გრიგალებს.
მზის ჩასვენებას, თვითონ მზეც, კი, დაემონება,
ამ ქარიშხალმა რომ წარგვღვნას
და რომ გადაგვლეკოს,
დარჩება სივრცე,
სილამაზე და
შთაგონება...
ჩამოჰკრავს ზარი დროის სამრეკლოს.
და ავიჭრები ეთერის უფსკრულს-
ცისფერ ეტლებით,
თეთრი ენძელა მინანავებს სიმღერით-
მოკვდავს...
ხეო სიცოცხლის,
შენს ტოტებში უბერებელი
მშვენიერება-
როკავს და როკავს!
მოკვდავთ არ ძალუძთ ეს სიშმაგე,
ეს სიფარფატე,
ეს უჩვეულო ამაღლება -
ღმერთებს სწყურიათ...
...და სამსხვერპლოსთან ზვარაკი რომ იწვის,
ფართხალებს,
ოო...ეს, იცოდეთ ჩემი გულია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს