დილის ექვსი საათი იყო როდესაც ქალაქის მთავარი გაჩერებიდან მატარებელი დაიძრა. მატარებელში ორი დიდი ხნის მეგობარი ბიჭი იჯდა და ქალაქიდან მიემგზავრებოდა. მატარებელი უკვე დაძრული იყო, როდესაც იქ ერთი ქვათახეველი ბიჭი ავარდა და საქმეს შეუდგა. ,,დამეხმარეთ ბიძიებო, დეიდებო, გეხვეწებით. პურის ფული არ მაქვს" ხალხის რეაქცია სხვადასხვანაირი იყო. ზოგმა სიბრალულით შეხედა პატარას, ზოგს თვალები აენთო გაბრაზებისგან რადგან ქართველი ახალგაზრდა ბიჭი ითხოვდა მოწყალებას და არა ვიღაც ციგანი, ცხვირმოუხოცავი ღლაპი. გერონტი და ვასკა ვაგონის ბოლოში ისხდნენ და საინტერესოდ ბაასობდნენ. ვაგონში ასულმა ბავშვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი თხოვნა და ბიჭებსაც მოესმათ საბრალო ბავშვის ხვეწნა. გერონტი წამოდგა და ჩანთაში დაიწყო ჩხრეკვა დაინახა რაა, რომ ბავშვს არავინ ეხმარებოდა. ამის შემხედვარე ვასკამ მეგობარს მიბაძა და მანაც ჩანთაი ჩხრეკვა დაიწყო. ახლოს მსხდომნი ალაპარაკდნენ თუ რა კეთილშობილი ბიჭები იყვნენ ვასკა და გერონტი. ბავშვი უკვე ახლოს იყო ვაგონის შუა ნაწილთან და კვლავ განაგრძობდა ფულის თხოვნას. გერონტიმ როგორც იქნა იპოვა თავისი საფულე და მასში ხელი ჩაყო. დიდხანს არ უძებნია, სულ მალე ათ დოლ;არიანი ამოიღო და გაამზადა ბავშვისთვის მისაცემად. ამის დამნა- ხავმა ხალხმა კიდევ უფრო მოუმატა ჩოჩქოლს. ახლა ისინი უკვე ისე უყურებდნენ გერონტის, როგორც უკვე ბებერი მამალი უყურებს თავისზე ახალგაზრდა და ძლიერს და მისი ჯობნა სურს. ხალხმა ვეღარ მოითმინა და თითოეულმა თავის საფულეში დაიწყო ჩხრეკვა. სულ მალე, ვაგონის მეორე ნახევარში მსხდომი ხალხის ხელში ფულის მთები იყო. ხალხი იმას ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ფული მიეცა ბავშვისთვის, რადგან სხვებისთვის ეჯობდა. ბავშვი კი ისევ თავჩაქინდრული მოდიოდა. უცებ პატარამ თავი ასწია და სახტად დარჩა. ყველა მას ეძახდა და ფულს უწვდიდა. ბიჭის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა და ამის გამოსახატად ბავშვი ვაგონის მეორე ნახევრისკენ სირბილით გაემართა. უცებ ვიღაცის ფეხი გამოიწია, ბავშვი ამ ფეხს წამოედო და ტვინი ძირს დაასხა. ხალხმა ჯერ ბავშვს შეხედა, შემდეგ ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ დაინახეს დამნაშავე. ეს წითელ უბნელი ყენია იყო, მათხოვართა მმართველი. შურითა და მდაბიოობით გამორჩეული ბებერი ქალი. მატარებელი შემდეგ გაჩერებაზე გაჩერდა. იმ ვაგონიდან ხელშეკრული დამნაშავე მოჰყავდათ და მას ქოქოლას აყრიდნენ. ხალხის არმიამ იგი ერთ დიდ წრეში მოაქცია და განაჩენიც გამოუტანა. ,,ყენია" უნდა მომკვდარიყო. უცებ ცა მოიღრუბლა და ძლიერი ქუხილის ხმა გაისმა. ქვეყანამ ზანზარი დაიწყო და ხალხიც დაბრთხა. ერთი წამიც და გაჩერების გადახურვამ ნგრევა დაიწყო. შეშინებული ხალხი მიიფანტ-მოიფანტა და თავს უშველა. მხოლოდ ერთმა ადამიანმა ვერ მოასწრო თავის შველა. ეს სწორედ დამნაშავე ,,ყენია" იყო. ხალხი დაფეთებული იყო როდესაც ვიღაცამ იყვირა ,,შეხედეთ! შეხედეთ! ცაზე აიხედეთ ხალხო!" უცებ ყველას თვალი ცაში აიჭრა და ვეYარც მოსწყდა ამ საოცარ სანახაობას. მოღრუბლულ, შავ ცაზე ერთი თეთრი ღრუბელი მოჩანდა. მას თითქოს სახის ფორმა ჰქონდა და ღიმილით გადმოჰყურებდა ქვეყანას. ,,მე დავბრუნდები" გაისმა ხმამაღლა, გარკვევით და ღრუბელი გაქრა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დასაწყისში მატარებელი ზედმეტად ბევრჯერ ხომ არაა ნახსენები?:( უამრავი შეცდომაა. აზრი კარგია, მაგრამ გადმოცემა ვერ:( დაიხვეწები და სამომავლოდ წარმატებები შენ:) დასაწყისში მატარებელი ზედმეტად ბევრჯერ ხომ არაა ნახსენები?:( უამრავი შეცდომაა. აზრი კარგია, მაგრამ გადმოცემა ვერ:( დაიხვეწები და სამომავლოდ წარმატებები შენ:)
3. დერიოზულად წერს ეს ადამიანი და ამას არ კითხულობს ხალხი,რავი აბა რას კითხულობენ...:D დერიოზულად წერს ეს ადამიანი და ამას არ კითხულობს ხალხი,რავი აბა რას კითხულობენ...:D
2. ვასკამ მეგობარს მიბაძა და მანაც ჩანთაი ჩხრეკვა დაიწყო - ჩანთა-შ-ი, სულ მალე ათ დოლ;არიანი ამოიღო - ათდოლარიანი. ამის დამნა- ხავმა ხალხმა კიდევ უფრო მოუმატა ჩოჩქოლს - დამნახავს, ალბათ, მნახველი ჯობს :) რადგან სხვებისთვის ეჯობდა - ეჯობნა (აბათ, თუმცა ეგეც არ ვიცი რამდენად სწორი ფორმაა) ეს წითელ უბნელი ყენია იყო - წითელუბნელი ერთად იწერება. ხალხიც დაბრთხა - დაფრთხა.
უცებ ვიღაცის ფეხი გამოიწია, ბავშვი ამ ფეხს წამოედო და ტვინი ძირს დაასხა - ეს მეტისმეტად ამაზრზენი ნათქვამია, შეიძლებოდა იგივე სათქმელის უფრო რბილად თქმა... წინააღმდეგ შემთხვევაში "წითელი ხელი" მაინც დაადეთ...
ჰოოდა, ვერ მოვიწონე რატომღაც ეს ნაწერი... ალბათ, იყო რაღაც საინტერესო, მაგრამ ... მოკლედ წარმატებები და +2 მონდომებისთვის :)
ვასკამ მეგობარს მიბაძა და მანაც ჩანთაი ჩხრეკვა დაიწყო - ჩანთა-შ-ი, სულ მალე ათ დოლ;არიანი ამოიღო - ათდოლარიანი. ამის დამნა- ხავმა ხალხმა კიდევ უფრო მოუმატა ჩოჩქოლს - დამნახავს, ალბათ, მნახველი ჯობს :) რადგან სხვებისთვის ეჯობდა - ეჯობნა (აბათ, თუმცა ეგეც არ ვიცი რამდენად სწორი ფორმაა) ეს წითელ უბნელი ყენია იყო - წითელუბნელი ერთად იწერება. ხალხიც დაბრთხა - დაფრთხა.
უცებ ვიღაცის ფეხი გამოიწია, ბავშვი ამ ფეხს წამოედო და ტვინი ძირს დაასხა - ეს მეტისმეტად ამაზრზენი ნათქვამია, შეიძლებოდა იგივე სათქმელის უფრო რბილად თქმა... წინააღმდეგ შემთხვევაში "წითელი ხელი" მაინც დაადეთ...
ჰოოდა, ვერ მოვიწონე რატომღაც ეს ნაწერი... ალბათ, იყო რაღაც საინტერესო, მაგრამ ... მოკლედ წარმატებები და +2 მონდომებისთვის :)
1. რომ არ მომეწონა, არა უშავს?!!
ჯერ ერთი, უამრავი კორექტურა მეორე, არაფერი განსაკუთრებული
ჰოდა, რა ვიცი :( რომ არ მომეწონა, არა უშავს?!!
ჯერ ერთი, უამრავი კორექტურა მეორე, არაფერი განსაკუთრებული
ჰოდა, რა ვიცი :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|