 | ავტორი: მანჩოია ჟანრი: პოეზია 9 მაისი, 2011 |
"მზე რომ დახატო,უნდა იყო ძალიან თბილი", გერქვას ღიმილი და სიკეთით სავსე დიოდე, გულში გესახლოს გასაოცრად უმწიკვლო ჩვილი და სამიოდე
ხატება გდევდეს, - საფიცარი შვილის და დედის, მშობელი მიწის,არსად მსგავსისა! სამოსს გაწვავდეს სიმხურვალე ჯიშიან მკერდის და სისავსისას,
მთვარეს ფეხთაქვეშ გაუფინო ლამაზი ჩრდილი, ფიქრის გორაზე მონატრების გედგას კარავი, "მზე რომ დახატო,უნდა იყო ძალიან თბილი", როგორც არავინ...
* * *
არ შეცოდოო,რადგან ცოდვა არისო ფიქრიც, არ იმრუშოო,სიყვარულიც სიძვაა თურმე, რა ვქნა, თუ ვნება გაუხედნავ კვიცივით მიჰქრის და წიხლით მაყრის შენი მხრების დამაჭრულ სურნელს.
და ღვთის რისხვაა უშენობის ყოველი წამი, მრევლი მორჩილი თავდახრილი ვუჩოქებ პატრონს, ბალიშით ვახრჩობ სინანულის სიყალბეს ღამით და მაინც, მდედრის გაშიშვლებულ სურვილით გნატრობ...
* * *
გათელილ გრძნობებს, შეწყვეტილ ფიქრებს, ჩამკვდარ ოცნებებს, გაყინულ მზერას, მუხლმოყრილ სურვილს,- "მოვიდეს იქნებ", შემზარავ პასუხს,- "არა!" თუ "ვერა!", ამწვარ სხეულზე მათრახად ვიქნევ და ამ თვითგვემის ჯიუტად მჯერა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გმადლობთ, უმა!
გმადლობთ, უმა!
14. პირველმა გამათბო, მეორემ დამაპიქრა, მესამემ დამასევდიანა... პირველმა გამათბო, მეორემ დამაპიქრა, მესამემ დამასევდიანა...
13. მადლობა, თეა
მადლობა, თეა
12. ფიქრის გორაზე მონატრების გედგას კარავი,...:)
კომენტარის წასაშლელად ”მოგვწერეთ”-ში უნდა მისწეროთ ადმინისტრაციას, ქალბატონო მანანა :)
p.s.
მინუსები არ იწერება, ეს ამ საიტის ერთ-ერთი უპირეტესობაა.
ფიქრის გორაზე მონატრების გედგას კარავი,...:)
კომენტარის წასაშლელად ”მოგვწერეთ”-ში უნდა მისწეროთ ადმინისტრაციას, ქალბატონო მანანა :)
p.s.
მინუსები არ იწერება, ეს ამ საიტის ერთ-ერთი უპირეტესობაა.
11. როგორ წავშალო საკუთარი კომენტარი??? როგორ წავშალო საკუთარი კომენტარი???
10. ვიცი ბატონო ლევან, მაგრამ არც -5-ით შეასაფასებელია შესრულების ხარისხი 0:)))) ვიცი ბატონო ლევან, მაგრამ არც -5-ით შეასაფასებელია შესრულების ხარისხი 0:))))
9. სუსტი ლექსები თავფურცელზე უნდა იხილოთ ,( ბ-ნო/ქ-ნო) აპათია, 200 და 170 ქულიანი
უბრალოდ გამეღიმა. შემხვედრია თავფურცელზე რამდენიმე სუსტი ლექსი, თUმცა ძალიან იშვიათად. ამ კომენტარიდან გარკვეული ამბიცია იგრძნბა თUმცა რამდენად სწორი არ ვიცი. ნამდვილად არაა თQვენი ლექსები ძLიერი. ბოდიში პირდაპირობისთვის. სუსტი ლექსები თავფურცელზე უნდა იხილოთ ,( ბ-ნო/ქ-ნო) აპათია, 200 და 170 ქულიანი
უბრალოდ გამეღიმა. შემხვედრია თავფურცელზე რამდენიმე სუსტი ლექსი, თUმცა ძალიან იშვიათად. ამ კომენტარიდან გარკვეული ამბიცია იგრძნბა თUმცა რამდენად სწორი არ ვიცი. ნამდვილად არაა თQვენი ლექსები ძLიერი. ბოდიში პირდაპირობისთვის.
8. დიდი მადლობა ყველას, აპათიას ჩათვლით:))) სუსტი ლექსები თავფურცელზე უნდა იხილოთ ,( ბ-ნო/ქ-ნო) აპათია, 200 და 170 ქულიანი შეფასებებით... გემოვნების დახვეწას გისურვებთ და რადგან ციტატა მაქვს ლექსიდან მოყვანილი(" მზე რომ დახატო, უნდა იყო ძალიან თბილი"), არ ნიშნავს იმას, რომ ან უფლება არ მაქვს, გამოვიყენო და ან მე ვარ პირველი, ვინც ასე წერს. მაგალითები ათასობითაა ქართულ პოეზიაში... გემოვნებაზე არ დაობენ და გთხოვთ, აგრესიაში ნუ ჩამითვლით ამ პატარა ახსნას. დიდი მადლობა ყველას, აპათიას ჩათვლით:))) სუსტი ლექსები თავფურცელზე უნდა იხილოთ ,( ბ-ნო/ქ-ნო) აპათია, 200 და 170 ქულიანი შეფასებებით... გემოვნების დახვეწას გისურვებთ და რადგან ციტატა მაქვს ლექსიდან მოყვანილი(" მზე რომ დახატო, უნდა იყო ძალიან თბილი"), არ ნიშნავს იმას, რომ ან უფლება არ მაქვს, გამოვიყენო და ან მე ვარ პირველი, ვინც ასე წერს. მაგალითები ათასობითაა ქართულ პოეზიაში... გემოვნებაზე არ დაობენ და გთხოვთ, აგრესიაში ნუ ჩამითვლით ამ პატარა ახსნას.
7. მზე რომ დახატო,უნდა იყო ძალიან თბილი>>ამის მერე ვიცოდი მე ესე ბავშვობაში>>თბილი რომ იყო უნდა უყვარდე მას... სუსტია ყველა ლექსი,თან ძალიან.რა თქმა უნდა არ მომეწონა შინაარსიდან გამომდინარე.(არცერთი) და არა მარტო ამიტომ,შესრულების ხარისხიც 0 -5 მზე რომ დახატო,უნდა იყო ძალიან თბილი>>ამის მერე ვიცოდი მე ესე ბავშვობაში>>თბილი რომ იყო უნდა უყვარდე მას... სუსტია ყველა ლექსი,თან ძალიან.რა თქმა უნდა არ მომეწონა შინაარსიდან გამომდინარე.(არცერთი) და არა მარტო ამიტომ,შესრულების ხარისხიც 0 -5
6. კარგი ლექსები :) კარგი ლექსები :)
5. არ შეცოდოო,რადგან ცოდვა არისო ფიქრიც, არ იმრუშოო,სიყვარულიც სიძვაა თურმე, რა ვქნა თუ ვნება გაუხედნავ კვიცივით მიჰქრის და წიხლით მაყრის შენი მხრების დამაჭრულ სურნელს.
და ღვთის რისხვაა უშენობის ყოველი წამი, მრევლი მორჩილი თავდახრილი ვუჩოქებ პატრონს, ბალიშით ვახრჩობ სინანულის სიყალბეს ღამით და მერე მდედრის გაშიშვლებულ სურვილით გნატრობ
გულახდილობას-5! არ შეცოდოო,რადგან ცოდვა არისო ფიქრიც, არ იმრუშოო,სიყვარულიც სიძვაა თურმე, რა ვქნა თუ ვნება გაუხედნავ კვიცივით მიჰქრის და წიხლით მაყრის შენი მხრების დამაჭრულ სურნელს.
და ღვთის რისხვაა უშენობის ყოველი წამი, მრევლი მორჩილი თავდახრილი ვუჩოქებ პატრონს, ბალიშით ვახრჩობ სინანულის სიყალბეს ღამით და მერე მდედრის გაშიშვლებულ სურვილით გნატრობ
გულახდილობას-5!
4. გათელილ გრძნობებს, შეწყვეტილ ფიქრებს, ჩამკვდარ ოცნებებს, გაყინულ მზერას, მუხლმოყრილ სურვილს,- "მოვიდეს იქნებ", შემზარავ პასუხს,- "არა" თუ "ვერა", ამწვარ სხეულზე მათრახად ვიქნევ და ამ თვითგვემის ჯიუტად მჯერა.
ძალიან მართალი და ნამდვილად ნაგრძნობი სტრიქონები. +5 გათელილ გრძნობებს, შეწყვეტილ ფიქრებს, ჩამკვდარ ოცნებებს, გაყინულ მზერას, მუხლმოყრილ სურვილს,- "მოვიდეს იქნებ", შემზარავ პასუხს,- "არა" თუ "ვერა", ამწვარ სხეულზე მათრახად ვიქნევ და ამ თვითგვემის ჯიუტად მჯერა.
ძალიან მართალი და ნამდვილად ნაგრძნობი სტრიქონები. +5
2. +5 გაიხარეთ!!! +5 გაიხარეთ!!!
1. მადლობა ამ ლამაზი სტრიქონებისთვის მადლობა ამ ლამაზი სტრიქონებისთვის
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|